მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

Green Steps-ი გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებითი სერვისების შესახებ

news image

Green Steps • გრინ სთეფს  - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში 2025 წლის 21 ოქტომბრის N471 დადგენილებით განსაზღვრულ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებით სერვისებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს.


2025 წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა N471 დადგენილება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებითი სერვისების ჩამონათვალის შესახებ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

თქვენ მიერ ნახსენები ცვლილებები 2014 წლის 18 აგვისტოს N502 დადგენილებაში შევიდა. ძირითადად, N502 დადგენილებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურება იყო ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ინფორმაციული სერვისების მიმართულებით. 2025 წლის 21 ოქტომბრიდან კი - სამი მიმართულება დაემატა: ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება და ატმოსფერული ჰაერთან დაკავშირებული ნებართვები.

თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ კონკრეტული მაგალითები, რომელ სერვისებს შეეხო ცვლილება?

ფასიანი სერვისების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დადგენილებაში https://matsne.gov.ge/ka/document/view/6652375?publication=0 , თუმცა მაგალითის სახით რამდენიმე ძირითად ცვლილებას გამოვყოფ.

მაგალითად, ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გახლდათ უფასო პროცედურა. 21 ოქტომბრიდან კი განაცხადს უნდა დაურთოთ 100 ლარიანი ქვითარი 30-ე კალენდარულ დღეზე რომ გაიცეს გადაწყვეტილება, 200 ლარიანი - 20-ე კალენდარულ დღეს, ხოლო 400 ლარიანი - 10-ე კალენდარულ დღეს. ნარჩენების ტრანსპორტირებაზე რეგისტრაცია, აქამდე იყო უფასო. ახლა კი ორ ნაწილად იყოფა - თუ 15 სამუშაო დღეში გსურთ გაიცეს გადაწყვეტილება 50 ლარია საფასური და მეშვიდე სამუშაო დღეს არის 100 ლარი.

ბიომრავალფეროვნების მიმართულებით - მოგეხსენებათ, CITES-ის კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა ვართ, რაც გულისხმობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირებას. CITES-ის კონვენციას აქვს დანართები, ამ დანართებში შესული სახეობის მაგ დათვის, არამარტო ცოცხალი ნიმუშის, არამედ მისი დერივატიც კი, მაგ: ბრჭყალი საქართველოს ტერიტორიაზე რომ შემოვიდეს ან გავიდეს, ამას აუცილებლად სჭირდება საააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. ეს ნებართვა უფასო არ იყო, ღირდა 50 ლარი და გახდა 100 ლარი.

ამ და სხვა ცვლილებებს იხილავთ დადგენილებაში.

როგორ ფიქრობთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურებების ახალი პაკეტის შემოღებამ რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ქართულ ბიზნეს-სექტორზე?

ზოგადად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების ახალი პაკეტის შემოღება ერთის მხრივ ზრდის პროცესების პროგნოზირებადობას, ბიზნესს აქვს მკაფიო ინფორმაცია ვადებზე, საფასურებზე და პროცედურებზე, ასევე ეძლევა საშუალება საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული ვადებით ისარგებლოს. არის შემთხვევები როცა არ ეჩქარებათ და ასეთ დროს 20 სამუშაო დღეში დოკუმენტზე ნებართვის გაცემა მისაღებია, მაგრამ ვისაც ძალიან ეჩქარება მისთვის რამდენიმე დღეც გადამწყვეტია, ექნება საშუალება შესაბამისი თანხის ფარგლებში შეძლოს დაჩქარებული წესით აიღოს ნებართვა.

გამოწვევას რაც შეეხება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს შეიძლება გახდეს დამატებითი ფინანსური ტვირთი და დაჩქარებულ ვადებში მომსახურების საფასურები ზოგჯერ შეიძლება მათთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდეს.

ასევე საინტერესოა, თავად სააგენტო როგორ გაართმევს თავს ამ ცვლილებებს პრაქტიკაში, სერვისების დროულად და ხარისხიანად გაწევის უზრუნველყოფის ნაწილში, არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების პირობებში.

რა არის Green Steps-ის როლი ამ პროცესში?

Green Steps-ის როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დროული ინფორმირების და სწორი მიმართულების მიცემის ნაწილში. ნებისმიერი განაცხადი—ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება იქნება ეს, CITES, GMO, იმპორტ/ექსპორტის ნებართვა თუ ჰაერის მიმართულების სერვისი—რეგულირდება უკვე აღნიშნული დადგენილების მიხედვით და მოითხოვს დოკუმენტთან ერთად შესაბამისად შედგენილი განაცხადისა და გადახდის ქვითარის წარდგენას. მათი არქონის ან არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად დახარვეზდება.

Green Steps-ის ამოცანაა პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს ბიზნესისთვის — განაცხადის შევსებიდან ნებართვის მიღებამდე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ყველა ეტაპი შესრულდეს მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს სწრაფად მიიღონ ნებართვები, თავიდან აიცილონ ზედმეტი დროისა და რესურსების დაკარგვა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AD Ports Group აქცენტირებულია შუა დერეფნის ქვეყნებში ინვესტიციებზე - Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

02.03.2026.19:00

საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო მოთამაშის სტატუსი, აბუ-დაბის პორტების ჯგუფისთვის (AD Ports Group) ქვეყანაში ინვესტირების მთავარი საფუძველი გახდა. „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, რომელიც ჯემალ ინაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა, არაბული გიგანტის შემოსვლა ლოგიკური გაგრძელებაა მათი ფართომასშტაბიანი სტრატეგიისა, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანსპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში დამკვიდრებას გულისხმობს. ინაიშვილის თქმით, AD Ports Group-ის ინტერესი საქართველოს მიმართ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საექსპორტო სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.

„აბუ-დაბის პორტების ჯგუფისთვის საქართველო საინტერესო იყო იმიტომ, რომ ბუნებრივად წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს. ჩვენ ვართ ამ დერეფნის მთავარი მოთამაშე, რაც შეეხება შუა დერეფანს, შესაბამისად AD Ports Group ზუსტად აქცენტირებულია შუა დერეფნის ქვეყნებში ინვესტიციებზე. ისინი განახორციელებენ პროექტებს პრაქტიკულად ყველა ცენტრალური აზიის ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ემზადებიან აზერბაიჯანისთვის, ფლობენ გემებს ტრანსპორტირებისთვის, შედიან ნავსადგურებში, როგორიცაა ყურიკი, აქვთ გეგმები აზერბაიჯანთან და ინტერესები რკინიგზასთან დაკავშირებით. ისინი თანამშრომლობენ ცენტრალური აზიის ქვეყნების სარკინიგზო საოპერაციო კომპანიებთან, რაც მათ საქართველოსთან თანამშრომლობაში ლოგიკურ გაგრძელებად აქცევს ან, შესაძლოა, დასაწყისადაც მივიჩნიოთ, რადგან ქვეყანა არის როგორც შემავალი, ისე საექსპორტო სატრანზიტო ქვეყანა შუა დერეფანში“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა