მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

Energy Consulting Group-მა და Green Energy-მ კასპში პირველი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგური ააშენეს

news image

საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - კომპანია Energy Consulting Group-მა (ECG) Green Energy-სთან თანამშრომლობით კასპში მზის ელექტრო სადგურის მშენებლობა დაასრულა, რომლის დადგმული სიმძლავრე 2.3 მეგავატია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით შვანგირაძე აცხადებს, ეს ქვეყანაში პირველი ინდუსტრიული მზის სადგურია, რომელიც უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა.

პროექტის ინვესტიცია 1 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო სადგურის წლიური გამომუშავება, სავარაუდოდ, 3,3 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

„ეს ინვესტიცია არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც“, - ამბობს დავით შვანგირაძე.

აღსანიშნავია, რომ Green Energy-მ Energy Consulting Group-თან ერთად უკვე დაიწყო გორში 2.3 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას, რაც მისი ენერგეტიკული მომავლისთვის გადამწყვეტია.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპლუატაციის შემდგომი მომსახურება - საიმედო პარტნიორობა „იმპოსტი მეპ“-თან

04.08.2025.17:10

დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.

ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.

მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა