მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

გრძელვადიან პერსპექტივაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიზანი საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - ლევან ვეფხვაძე

news image

შავი ზღვის კაბელი არის ის, რომელიც  იაფ და მწვანე ელექტროენერგიას გაგვატანინებს ევროპაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.  მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ევროპულ ბაზარზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობაა. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პროექტმა უკვე მიიღო „ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტის“ სტატუსი, რაც მწვანე შუქს უნთებს საერთაშორისო საგრანტო მექანიზმებსა და ევროპელი ინვესტორების მოზიდვას.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს პროექტი სეზონური სიჭარბის პრობლემას გადაჭრის და ქვეყანას საშუალებას მისცემს, ევროპაში იაფი, განახლებადი ენერგია გაიტანოს.

„შავი ზღვის კაბელი არის სწორედ ის, რამაც სიჭარბეები, სეზონური განსხვავებები უნდა მოგვიხსნას. შავი ზღვის კაბელი არის ის, რომელიც ევროპასთან შედარებით იაფ და მწვანე ელექტროენერგიას გაგვატანინებს ევროპაში, იქ სადაც ბაზარი გაცილებით ძვირია და მეორეს მხრივ მოთხოვნა მწვანე ენერგიაზე არის ძალიან მაღალი.

მწვანე ენერგიაში ვგულისხმობ ქარი, მზე და ჰიდრო, რომელიც საბოლოო ჯამში განახლებადი ენერგიის წყაროებია და აქედან გამომდინარე ევროპაში მათზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

დღესდღეობით ჩვენ არა გვაქვს მსგავსი ტიპის კავშირი, ამხელა სიმძლავრის კავშირი ჩვენ მეზობლებთან.

მეორეს მხრივ ეს კაბელი, რომელიც საკმაოდ რთული იქნება ასაგებად - სისტემის სტაბილურობისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. კაბელმა მიიღო ორმხრივი ინტერესის მქონე სტატუსი. შესაბამისად ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ მას მწვანე შუქი აქვს მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ასპექტში და მეორეს მხრივ მას აქვს შანსი, რომ გრანტიც მიიღოს, ანუ საგრანტო მექანიზმებზეც წვდომა ექნება.

მესამეზე მხრივ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროპელი ინვესტორი ჩავრთოთ პროექტში - როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი და სააქციო კაპიტალის ნაწილში თანამონაწილე. პროექტი წარმოუდგენელია სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, ამიტომ ინვესტორის ჩართულობა აუცილებელია.

ამიტომ მე მგონია რომ მესამედი წილი შეიძლება კერძო ინვესტორი იყოს შემოვიდეს და მან მიიღოს მონაწილეობა მშენებლობაში იმის გათვალისწინებით რომ ამ კომპანიას მსგავსი კაბელების მშენებლობის გამოცდილება აქვს და მისი მონაწილეობა ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო.

მოკლედ, ეს პროექტი ქმნის სრულად კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელს, სადაც როგორც უცხოელი, ისე ქართული ინვესტორები, სახელმწიფოს ჩართულობით, ერთიანად ქმნიან პლატფორმას. მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - იგივე ტერმინით, რომელიც ადრე ხშირად გამოიყენებოდა, ენერგოდამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებაა“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აგრო სესხი სამომხმარებლო ან იპოთეკური მიზნობრიობით - საუკეთესო შესაძლებლობა „მიკრობანკი კრისტალისგან“

07.04.2026.10:21

მიკრობანკი „კრისტალისთვის” სოფლის მეურნეობის საქმიანობების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც უპირველესად სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს. აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია. რა თქმა უნდა, კომპანია მსურველებს აგრო სესხს უშუალოდ აგრარული საქმიანობის განვითარებისა და გაფართოებისთვისაც სთავაზობს, თუმცა, პარალელურად, იმავე პირობებით აფინანსებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებსაც, რომლებსაც თანხა იპოთეკური ან სამომხმარებლო მიზნით სჭირდებათ.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გარკვეულ ბარიერებთანაა დაკავშირებული. სექტორის სპეციფიკურობა მათთვის განსხვავებულ რეალობას, გამოწვევებსა და საჭიროებებს ქმნის.

მაგალითად, ფერმერს, რომელსაც კარტოფილი მოჰყავს, დაზოგილი თუ მოძიებული ფინანსები ხშირად მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდება და პირადი მიზნებისთვის რესურსი აღარ რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი არ აქვთ, რის გამოც ისინი თანხის თავმოყრას უმეტესად მხოლოდ კონკრეტულ დროს, მოსავლის აღების შემდეგ ახერხებენ. ეს ფაქტორი კი სტანდარტული საბანკო პროდუქტებით სარგებლობასაც აფერხებს.

აგრარული სფეროს მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, სექტორში დასაქმებულ მომხმარებლებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, რათა მათ არა მარტო საკუთარი საქმიანობების, არამედ მთლიანად სექტორის განვითარება შეძლონ. სწორედ ამ მნიშვნელობასა და სპეციფიკურობას ითვალისწინებს „მიკრობანკი კრისტალის“ აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანების მხარდაჭერას ემსახურება.

როდისაა ოპტიმალური „მიკრობანკი კრისტალის“ აგრო სესხის იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით გამოყენება

აგრო სესხი იპოთეკური მიზნობრიობით განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც შემოსავალს სოფლის მეურნეობიდან იღებს და უძრავი ქონების შეძენა, აშენება ან გარემონტება სურს. რაც შეეხება სამომხმარებლო მიზნობრიობას, ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როცა აგრარულ სფეროში დასაქმებულ პირს ავტომანქანის შეძენა, რემონტი და შეკეთება, საოჯახო ტექნიკის ან ავეჯის შეძენა, სწავლის, მოგზაურობის, მკურნალობის ან სხვა პირადი ხარჯების დაფინანსება უნდა. რაც მთავარია, ორივე მიზნობრიობით სარგებლობისას, აგრო სესხის საშეღავათო პირობებში ზედმიწევნითაა გათვალისწინებული მომხმარებლების სპეციფიკური საჭიროებები.

პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები მოჰყავთ, საქმიანობენ მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის მიმართულებებით, უძღვებიან სასათბურე მეურნეობას, ეწევიან სოფლის მეურნეობის ან სხვა სასოფლო დანიშნულების სპეცტექნიკით მომსახურებას და შემოსავალს ამ საქმიანობებიდან იღებენ.

პროდუქტის მოქნილი პირობები და უპირატესობები

მიკრობანკი კრისტალის აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით მაქსიმალურად მოქნილია. ამას გარდა, ის შემოსავალზე მორგებულ გრაფიკს, საშეღავათო პერიოდსა და სხვა ხელშემწყობ პირობებსაც ითვალისწინებს.

სესხი 84 თვემდე ვადით გაიცემა. მისი მინიმალური თანხა 100 ლარია, მაქსიმალური კი — 300 000 ლარი. სესხის საპროცენტო განაკვეთი 18%-იდან იწყება, ხოლო ეფექტური — 22%-დან. პროდუქტის განსაკუთრებულ პირობას წარმოადგენს საშეღავათო პერიოდი11 თვემდე, რომელიც ძირსაც გულისხმობს და პროცენტის თანხასაც: მომხმარებელი ყოველწლიურად ბანკში თანხას მხოლოდ 1 თვეში ფარავს, 11 თვის განმავლობაში კი არაფერს იხდის. საგულისხმოა, რომ წინასწარ ინდივიდუალურად თანხმდება გრაფიკიც, რომელიც მომხმარებლის შემოსავლებს მაქსიმალურად ერგება. ამას გარდა, თუ კონკრეტული საჭიროება არსებობს, მსესხებელს შეუძლია, თანხა მხოლოდ მოსავლის რეალიზაციის შემდეგ გადაიხადოს.

აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით თანამონაწილეობას არ მოითხოვს, შემოსავლის სახით კი აგრო აქტივობასთან ერთად, ხელფასის, იჯარის ან ფულადი გზავნილის გათვალისწინებაცაა შესაძლებელი.

პროდუქტის მოქნილობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ 50 000 ლარამდე სესხის შემთხვევაში მომხმარებელს თანხის მიღება დაჩქარებული წესით, იმავე დღეს, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე შეუძლია. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა პარამეტრების მიხედვით, „მიკრობანკი კრისტალის“ აგრო სესხი 50 000 ლარამდე ყოველგვარი უზრუნველყოფისა და თავდებობის გარეშეც გაიცემა.

ამავდროულად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სხვა საფინანსო ორგანიზაციებში არსებული სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხები გააერთიანონ, “კრისტალში” გადაპორტირდნენ და მათთვის ხელსაყრელი, ოპტიმალური პირობები და საუკეთესო შესაძლებლობები მიიღონ.

მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებისთვის, კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია კალკულატორი, რომელიც პროდუქტით სარგებლობის მსურველებს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების გაცნობაში ეხმარება. კალკულატორი და სესხის დეტალური პირობები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://go.crystal.ge/4veLhE7

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა