„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული თავგადასავლების სტუმარი სალომე ბენიძეა - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, პირველი გაჩერება სტამბოლია.ეპიზოდის სტუმარი კი მწერალი, სალომე ბენიძეა.
საინტერესო ისტორიები, ჩაღრმავებული კითხვები, ახალი აღმოჩენები და თვითრეფლექსიების უსაზღვრო შესაძლებლობა - ეს გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეა. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
“წესი, საიმისოდ რომ არ გაჩერდე ასეთია - რომ... ერთ ცხოვრებაში იცხოვრო რამდენჯერმე... ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს, როგორც პერსონაჟს“, - სალომე ბენიძე.
ეპიზოდის ნახვა მაყურებელს 14 მაისს, 21:00 საათზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ Youtube არხზეშეეძლება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.