„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის სტუმარი ზაზა ბურჭულაძეა - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
4 ივნისს, 21:00 საათზე ზაზა ბურჭულაძე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალ ეპიზოდში საკუთარი გამოცდილების, განვლილი გზის და რეფლექსიების შესახებ ისაუბრებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ეპიზოდი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ფარგლებში მომზადდა. მოგზაურობა 6 ეპიზოდს მოიცავს, რომელიც მაყურებელს სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებთან აკავშირებს.
ახალი ეპიზოდის ანონსი იხილეთ ბმულზე.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.
სხვა სიახლეები
04.06.2025.17:02
ფოთის საზღვაო ნავსადგურში, 2025 წლის მაისში, მანქანებით დატვირთული კონტეინერების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
როგორც APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს-ში განმარტავენ, 2025 წლის იანვრიდან დღემდე, პორტმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია (აპრილი - 50 848 TEU, მარტი - 53 083TEU), მაისი ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული იყო.
იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 255 944 TEU კონტეინერი დამუშავდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 30314 ტეუთი (13,44%-ით) მეტი დამუშავდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.
APM Terminals Poti-მა 2025 წლის მაისის თვეში 32 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში - 27 , ხოლო მარტში - 30.
მანქანით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაისის თვეში ნავსადგურმა 2527 კონტეინერი მიიღო და დაამუშავა 7513 მანქანა, რაც წინა ორ თვესთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია: მარტი - 6134 მანქანა, აპრილი - 6310 მანქანა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (მაისის თვეში) დამუშავდა 6709 მანქანა.