„გორგიამ“ ერევანში, ჰომპლექს მოლში, 3,000 კვ.მ-იანი შოურუმი გახსნა
საქართველოს უმსხვილესმა სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ საერთაშორისო გაფართოების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ჰომპლექს მოლში, 3,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული შოურუმი და 100 კვ/მ-ზე განლაგებული საწყობი გახსნა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ „გორგიამ“ სომხეთში უკვე შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ძლიერ სოციალურ პასუხისმგებლობას და რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას, ახალი ფილიალის გახსნა არ არის მხოლოდ კომპანიის სტრატეგიული განვითარების ნაწილი — ის მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოზიციონირების განმტკიცებას რეგიონში.
„ამ ეტაპზე „გორგიას“ მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია და მომსახურება. ერევანში შოურუმის გახსნა არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ გამოხატავს ჩვენს ნდობას რეგიონული ბაზრის პოტენციალის მიმართ,“ — განაცხადა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა
2025 წელი „გორგიასთვის“ აქტიური გაფართოების ეტაპია. ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიაში პოზიციების განმტკიცებასთან ერთად, კომპანიამ უკვე ჩამოაყალიბა სტაბილური პარტნიორული ქსელი სომხეთში, რაც მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქციის მიწოდების წინაპირობაა.
„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, სოფიასა და ერევანში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.12:39
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.
ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.
„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.