გორგია 27 წლისაა – წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება 11 ივლისიდან იწყება
ჰიპერმარკეტების ყველაზე მასშტაბური ქსელი ამიერკავკასიაში – „გორგია“, რომელიც უკვე 27 წელია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აერთიანებს მშენებლობის, რემონტისა და სახლის მოწყობის ათასობით პროდუქტს, მომხმარებლებს იუბილესთან დაკავშირებით უპრეცედენტო შეთავაზებას სთავაზობს.
11 ივლისიდან „გორგიაში“ იწყება წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება, რომელიც შეეხება ყველა ძირითად მიმართულებას. პროდუქციის ფასები შემცირდება 76%-მდე, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ხარჯებს მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან პროდუქციას საუკეთესო პირობებით.
ფასდაკლება ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრმა, ნინა ოქროპირიძემ განაცხადა, წლევანდელი ფასდაკლება ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება და მიზნად ისახავს რომ, მომხმარებლებმა უფრო მარტივად დაგეგმონ სახლის განახლება, რემონტი ან ტექნიკის შეძენა.
„გორგია“ წლებია ახდენს ბაზრის ტრანსფორმაციას რეგიონში და ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობას. კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ფასდაკლების პოლიტიკას, რაც კიდევ ერთხელ აისახება მიმდინარე შეთავაზებაში.
ფასდაკლებები გავრცელდება როგორც ფიზიკურ ჰიპერმარკეტებზე, ისე ონლაინ მაღაზიაში, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო ფართო წვდომას ნებისმიერი ლოკაციიდან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.17:16
წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.
ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტალიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროპის 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, გაჩნდა იმედი, რომ მალე, ქართველი გოგონები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.
ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, განვლილი ტურნირის შესახებ შეფასება გააკეთა 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯაბა მალაღურაძემ.
„რა შედეგითაც არ უნდა დაგვესრულებინა ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ - ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია.
ტურნირი იყო საკმაოდ რთული. ვთამაშობდით 12 უძლიერეს გუნდს შორის და მოვიპოვეთ ერთი გამარჯვება - იტალიასთან, რაც, ასევე, ისტორიული ფაქტია.
ჩვენი მიზანი იყო, დავრჩენილიყავით ამ დივიზიონში, შეგვენარჩუნებინა ადგილი, თუმცა, ვფიქრობ, წარმატება არ უნდა გაიზომოს დივიზიონში დარჩენა-არდარჩენით. ვთვლი, რომ ჩვენ ბევრ საზომს ვაკმაყოფილებთ.
კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინიში; ეს გზაა, რომელსაც ქალთა რაგბი გადის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ტურნირიც და ეს წელიც, არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.
ზუსტად ვიცით, რომ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი - ხვალ ტოლი არ დავუდოთ მათ, ვინც დღეს ჩვენზე ძლიერი იყო. მთავარია, გვჯეროდეს“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.
უკვე 10 წელია, თიბისი ქართული რაგბის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ქართველი მორაგბე გოგონების ისტორია კი, ნამდვილად შთამაგონებელი და მამოტივირებელია, რადგან მათ არაერთხელ დაამტკიცეს - მთავარია გჯეროდეს და ყველა დაბრკოლებას გადალახავ; რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს.
#ერთადგავიმარჯვებთ