მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

GOLD WAY-ის 15-წლიანი წარმატების საიდუმლო ლოგისტიკის სამყაროში

news image

Gold Way ლოგისტიკური კომპანია, რომელიც წარმოადგენს საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას, აკონტროლებს მათი მდგომარეობის ყველა მნიშვნელოვან დეტალს და სრულყოფილად ახორციელებს საბაჟო პროცედურებს.

როგორია კომპანიის მაჩვენებლები და გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia შპს "გოლდ ვეი გრუპ"-ის დირექტორს გიორგი ლოლუას ესაუბრა. 

 - რა სერვისებს სთავაზობს Gold Way ქართულ ბაზარს და წლიდან წლამდე რა მიმართულებით იზრდება კომპანიის მიერ გატარებული ტვირთნაკადი?

- კომპანია Gold Way ქართულ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ პარტნიორს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესებისთვის. საკუთარ მომხმარებლებს, ჩვენ ვთავაზობთ სრულ ლოგისტიკურ სერვისს კარიდან კარამდე, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო გადაზიდვებს, საბაჟო-საბროკერო მომსახურებას, ტვირთისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, საბაჟო საწყობის მომსახურებასა და შიდა დისტრიბუციას.

წლიდან წლამდე ტვირთბრუნვის ზრდა განსაკუთრებით ევროპისა და შუა აზიის ტვირთნაკადებში ფიქსირდება, რაც განპირობებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მზარდი ინტერესით.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი სერვისის მიმართ გაზრდილი ნდობა, რაც კონვერტიდება გაზრდილ მოთხოვნაში, რომლის მთავარი მოტივატორი ერთი მხრივ არის გადაზიდვის ოპტიმალური ვადები და კონკურენტუნარიანი ტარიფები  და მეორე მხრივ უსაფრთხო, დაზღვეული გადაზიდვები და ინდივიდუალური მიდგომა.

- Gold Way-ს მაგალითზე ყველაზე აქტიური რა გზით  გადაზიდვებია და ასევე მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლებით ყველაზე მეტი ზრდა რა მიმართულებაში გაქვთ?

- მიმდინარე წლის I და II კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Gold Way-ში  ყველა ძირითად მიმართულებაზე ფიქსირდება სტაბილური ზრდა, რაც მიუთითებს კომპანიის ეფექტურობასა და სანდოობაზე.

ტენდენციის შესანარჩუნებლად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, მეტი ეფექტურობისთვის ვახდენთ პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით,  ვზრდით და ვავითარებთ პარტნიორულ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით და რაც მთავარია ვზრუნავთ თითოეული გუნდის წევრის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.

სწორედ ამ სინერგიის შედეგად, Gold Way დღეს გამორჩეულია, როგორც სტაბილურობით, ასევე განვითარების სტრატეგიული გეგმით,  რაც კომპანიას საშუალებას აძლევს სწრაფად და მოქნილად მოერგოს ბაზრის მოთხოვნებს.

- რატომ Gold Way, ანუ რა მიგაჩნიათ დღეს კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Gold Way-ის კონკურენტული უპირატესობა განპირობებულია არა მხოლოდ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, არამედ მომსახურების იმ სტანდარტით, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით ჩვენი პარტნიორებისთვის.

სერვისის მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებიც სიღრმისეულად ერკვევიან ლოგისტიკის თანამედროვე ტენდენციებში, საჭიროებებსა და გამოწვევებში. შესაბამისად თითოეული გადაზიდვა სრულდება ეფექტურად და მინიმალური რისკით რაც დამკვეთისთვის ითარგმნება კომფორტში, სანდოობა და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობაში.

გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებული კომუნიკაცია

გადაზიდვის სერვისის ეფექტურობისა და მაღალი სტანდარტების გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორთან  დროული და ეფექტური კომუნიკაცია, რაც სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების საწინდარია. თითოეულ პარტნიორს ჰყავს პირადი მენეჯერი, რომელთანაც არის მუდმივ კომუნიკაციაში გადაზიდვის პროცესის ყველა ეტაპზე.

სწრაფი რეაგირება და მოქნილი გადაწყვეტილებები

მენეჯერული მართვის მოქნილი სტრუქტურა, გვაძლევს შესაძლებლობას სწრაფი რეაგირებისა და მოქნილი გადაწყვეტილებების, რაც დამატებითი ბერკეტია პარტნიორისთვის ეფექტური სერვისების შესათავაზებლად.

ფართო პარტნიორული ქსელი და გლობალური მასშტაბი

Gold Way-ი ფლობს ფართო პარტნიორულ ქსელი ჩინეთში, თურქეთში, ევროპასა და შუა აზიაში, რაც გვაძლევს საშუალებას ოპერირება განვახორციელოთ ეფექტურად საერთაშორისო დონეზე.

კონკურენტული და ეფექტური ტარიფების პოლიტიკა

ჩვენი ფასები ყოველთვის მორგებულია მომხმარებელზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივაც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვართ. კორპორაციული მომხმარებლებისთვის გვაქვს ლოიალურობის სპეციალური პირობები, რაც მათ საშუალებას აძლევთ დაზოგონ ფინანსები ეფექტურად.

ინტეგრირებული სერვისები ერთ სივრცეში

ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ გადაზიდვას, არამედ საბაჟო მომსახურებას, სადაზღვევო მხარდაჭერას და საჭიროების შემთხვევაში – საბჟო საწყობის მომსახურებასაც. ერთი კომპანიის ქოლგის ქვეშ შესაძლებელა ლოგისტიკური ჯაჭვის სრულად მართვა რაც დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის

სანდოობა და მუდმივად მზარდი მომხმარებლების რიცხვი

Gold Way-ს მომხმარებელთა დიდი ნაწილი რეკომენდაციით მოდის – ეს ნდობის შედეგია. წლების განმავლობაში კომპანიამ წარმატებით განახორციელა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები რაც განაპირობებს რეპუტაციის ზრდას

ტექნოლოგიური განვითარება და ციფრული მხარდაჭერა

ინოვაციური ონლაინ პლატფორმის მეშვეობით შეკვეთების მონიტორინგი და დოკუმენტაციის მართვა ზოგავს კომპანიების დროს, რესურსს და კიდევ უფრო ზრდის პროცესის სისწრაფესა და ეფექტურობას.

 - ვინაიდან საქართველო ყალიბდება როგორც ლოგისტიკური ჰაბი განიხილავს თუ არა Gold Way სამომავლოდ სხვა სერვისების დამატებას და თუნდაც საკუთარი ტერმინალის ან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას?

 - აღნიშნული მიმართულებით კომპანია უკვე ფლობს საბაჟო საწყობების ინფრასტრუქტურას და დამატებით მიმდინარეობს 10 000 კვ.მ-ი საბაჟო საწყობის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2026 წლისთვის.   

- მესმის, რომ კომპანიის მომსახურების ტარიფები ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით წელს გადაზიდვების ტარიფები რა მიმართულებით შეიცვალა?

- გლობალური გამოწვევების ფონზე – იქნება ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობები, საწვავის ფასების მერყეობა თუ სატრანსპორტო მარშრუტების დროებითი ცვლილებები – საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფები პერიოდულად განიცდის ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს ტარიფები მეტ-ნაკლებად სტაბილური დავტოვეთ ყველა ტიპის ტრანსპორტზე, რაც მეტწილად ჩვენი შიდა ოპტიმიზაციისა და წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგია.

მუდმივად ვადევნებთ თვალს ბაზრის ტენდენციებს და ვცდილობთ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შევთავაზოთ ალტერნატიული მარშრუტები და კონკურენტუნარიანი სატარიფო გეგმები.

- დღეს ნებისმიერი გადამზადებისთვის მთავარი ბაზარი მაინც ჩინეთია, Gold Way-ს მაგალითზე როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით რა ტიპის ტვირთებზეა მოთხოვნა?

- მართალია, ჩინეთის ბაზარი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დინამიური პლატფორმაა და ის კვლავ ინარჩუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ლოგისტიკის კუთხით, თუმცა, Gold Way-ისთვის სტრატეგიულად არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ ევროპის ბაზარიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის კომპანია, ვინც აცოცხლებს ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის ლოგისტიკურ ხიდს.

- ასევე საინტერესოა, “Gold Way-ს ტვირთბრუნვაში რა წილი აქვს ტრანზიტს და საქართველოში შემოსული ტვირთების გადაადგილებას რა მიმართულებებით უზრუნველყოფთ?

- Gold Way-ის საერთო ტვირთბრუნვის დაახლოებით 30% წარმოადგენს ტრანზიტულ გადაზიდვებს, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მნიშვნელოვან როლს რეგიონულ ლოგისტიკაში. ჩვენი ოპერირების არეალი მოიცავს ევროპის, თურქეთის, დსთ-სა და შუა აზიის ქვეყნებს, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სწრაფად და ეფექტურად ვმართოთ ტვირთების გადაადგილება დიდ გეოგრაფიულ ფართობზე.

საქართველოში შემოსული ტვირთების ლოკალური გადაადგილების თვალსაზრისით, ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ სერვისს სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მოიცავს, როგორც საწყობებიდან მომხმარებლამდე დისტრიბუციას, ისე საკვანძო ლოგისტიკურ წერტილებს შორის გადაზიდვებს.

ეს მრავალმხრივი მიდგომა გვეხმარება დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები და უზრუნველვყოთ ტრანსპორტირების მაქსიმალური სიზუსტე და დროულობა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპლუატაციის შემდგომი მომსახურება - საიმედო პარტნიორობა „იმპოსტი მეპ“-თან

04.08.2025.17:10

დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.

ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.

მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა