გოჩა კამკიას ინტერვიუ პოლონურ ბიზნზესმედიასთან Strefa Nieruchomości - ამბასადორი აილენდის საინვესტიციო შესაძლებლობებზე
პოლონურმა ბიზნეს გამოცემა Strefa Nieruchomości - Magazyn Inwestora-მ პროექტ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის პოტენციალზე, ასევე პროექტის მნიშვნელობაზე როგორც შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე პოლონელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ინტერესდებიან უძრავი ქონების სექტორით საქართველოში.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია ინტერვიუში ვრცლად საუბრობს პროექტის იდეის, მისი განვითარების გზებისა და ხელოვნური კუნძულის, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის შესახებ, არამარტო საქართველოს, არამედო ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის ჭრილში.
„ბათუმმა - როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ქალაქმა - მიაღწია გაფართოების ბუნებრივ ზღვარს. სანაპირო ზოლის ტერიტორია ფაქტობრივად აღარ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ინვესტიციებსა და პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. კუნძულის პროექტი არის, ერთდროულად, როგორც გამოსავალი, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში ის ქმნის ახალ სივრცეს განვითარებისთვის, ასევე სიმბოლო, რადგან ის ასახავს საქართველოს ამბიციას, გახდეს თანამედროვე, გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკა, სადაც ინოვაცია და ტრადიცია ჰარმონიულად თანაარსებობენ”.
პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში, გოჩა კამკიამ საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით მსგავსი თანამშრომლობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ტექნიკურ უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას გლობალურად აღიარებული ინსტიტუციები უზრუნველყოფენ. კამკიას თქმით ხელოვნური კუნძულის საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება დიდია, როგორც სპარსეთის ყურის, ისევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთიდან.

„ჩვენ ვაღრმავებთ კავშირებს აღმოსავლეთ ევროპასთან, მათ შორის პოლონეთთან, სადაც ინვესტორები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ ბაზრებს, რომლებიც აერთიანებს რეალურ ზრდის პოტენციალსა და ევროპულ ხელმისაწვდომობას. საქართველოს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ინოვაციებისადმი ღიაობა, მას უნიკალურად მიმზიდველ გარემოდ აქცევს. პოლონეთს აქვს სწრაფად მზარდი ეკონომიკა და გლობალური ამბიციები. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტში მონაწილეობით, პოლონელ ინვესტორებს შეუძლიათ ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ პოზიციონირება შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ბაზარზე, ამასთან, გაამყარონ ორმხრივი კავშირები ჩვენს ორ ქვეყანას შორის.”
როგორც კამკიამ ინტერვიუს მიმდინარეობისას აღნიშნა, ინვესტორებითვის სწორედ ახლა არის იდეალური დრო შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე, რომელიც დაცულია, გააჩნია სტრატეგიული მდებარეობა და სრულად მზადაა გლობალურ ასპარეზზე გასვლისთვის. ეს ეხება პოლონელ ინვესტორებსაც, რომელთა მიერ ბოლო წლებში, საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვები 7-8%-ს შეადგენს.
Strefa Nieruchomości - Magazyn Inwestora-ს მოცულობით სტატიაში, რომელიც მთლიანად საქართველოსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმს” მიეძღვნა, არაერთხელ არის აღნიშნული, რომ საქართველო დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დინამიური, ღია და შესაძლებლობებით სავსე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, „ამბასადორი აილენდ ბათუმი” კი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ გაფართოებას განაგრძობს
06.11.2025.12:00
ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში ახალ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა არჩილ გობეჯიშვილმა განუცხადა.
საბედნიეროდ, კარგი ამბები გვაქვს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მიმართულებით.
ბავშვთა დაცვის დღეს ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე და ძალიან კარგი შედეგები მოგვიტანა, ბევრი ახალი გულშემატკივარი შევიძინეთ. ყველაზე დიდი სიხარული და მოტივაცია იყო ის, თუ როგორ გულწრფელად და სასიამოვნოდ რეაგირებდნენ ადამიანები, როცა ხედავდნენ, რომ საქართველოში მზადდება ასეთი ხარისხიანი და ლამაზი სათამაშოები.

რეალიზაციამაც გადააჭარბა იმ მოლოდინებს, რაც გვქონდა, და ამან დიდი სტიმული მოგვცა.
ამ წარმატებამ გვაჩვენა, რომ სწორ გზაზე ვართ, ამიტომაც კიდევ უფრო დავაჩქარეთ გაფართოების პროცესი, რათა მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი სათამაშოები სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებში. უკვე ვაფორმებთ ხელშეკრულებას და დეკემბერში ვხსნით ახალ ბრენდულ კუნძულს ისთფოინთის ულამაზეს ახალ სივრცეში, რომელიც იქნება თანამედროვე დიზაინით მოწყობილი და გამორჩეული ინტერიერით.
ძალიან გვიხარია, რომ ამ ლამაზ სივრცეში განთავსდება ჩვენი შემდეგი ბრენდული კუნძული “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.
მოთხოვნა „დადარის“ პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია.

„ინტერესი და მოთხოვნა ხარისხიან ქართულ სათამაშოებზე ნამდვილად მზარდია. ამას ვხედავთ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, ისე უცხოელებისგან, რომლებისთვისაც ქართული წარმოება ხშირად სასიამოვნო აღმოჩენაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლების დამოკიდებულება, ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ ეკომეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს თავიანთი შვილებისთვის. ამ ტენდენციას ყოველდღიურად ვგრძნობთ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.