,,გნომო" საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს
საბავშვო, სადღესასწაულო და საკანრნავალო ფორმების მწარმოებელი კომპანია Gnomo • გნომო, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, გამორჩეულია მაღალი ხარისხის პროდუქციით. ბრენდი, სხვადასხვა სიახლის შეთავაზებას გეგმავს საკუთარი მომხმარებლისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელი სალომე სუხიშვილი ესაუბრა.
„კომპანიის შექმნის იდეა გაგვიჩნდა 2020 წელს, კოლექცია კი ჩავუშვით 2021 წელს. მომხმარებლებს ვთავაზობთ, მაღალი ხარისხის საბავშვო, საკარნავალო, სადღესასწაულო ფორმებს. კომპანიას სხვადასხვა უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, ფორმები მაღალი ხარისხის და არა ერთჯერადი გამოყენებისაა, ასევე დამახასიათებელია განსხვავებული დიზაინი. წელიწადში ოთხი კოლექცია იქმნება და ჯერ-ჯერობით არაფერი გაგვიმეორებია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი სალომე სუხიშვილი.
პროდუქციაზე მოთხოვნა და დაინტერესება მზარდია.
„დაინტერესება არის. ერთხელ თუ შეიძენენ ჩვენთან პროდუქციას შემდეგ აუცილებლად ბრუნდებიან. იმიტომ რომ ხარისხით ძალიან კმაყოფილები არიან. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნაა ჰელოუინის, ასევე ახალი წლის პერიოდში. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია საჩუქრად იძენს ბევრი და მიაქვს დაბადების დღეებზე. ადგილობრივად, ერთ-ერთ მაღაზიაში გვაქვს შეტანილი მხოლოდ. ჩვენი კოლექცია MON CHOU-ში იყიდება. უცხოეთში გამოფენებზე ხშირად დავდივართ, სადაც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენი პროდუქცია. ძირითადად, არის ჩინური კოსტიუმები - მათი ხარისხი ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვენი. ამიტომ ჩვენი ფასიც შედარებით მაღალია. ჩვენ არ ვაწარმოებთ 300-400 ცალს. არის კაფსულა კოლექციები, სადაც შეიძლება ათი ფორმა იყოს და მეტი აღარ დამზადდეს “, - აცხადებს სალომე სუხიშვილი.
კომპანია საექსპორტო ბაზარების გაფართოებას გეგმავს.
„უცხოეთში, კორეაში გავიტანეთ და ინგლისში. ეხლახანს, გავუშვით ესპანეთში ბარსელონაში. მოხდება პროდუქციის მაღაზიაში განთავსება საცდელად და მოთხოვნის შესაბამისად გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ამასთან, გერმანიიდან ჩამოვედით. მოლაპარაკება გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც და ველოდებით მათგან გამოხმაურებას“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი სალომე სუხიშვილი.
სამომავლოდ, იგეგმება საკუთარი შოურუმის გახსნა, რომელსაც თავისი სამკერვალოც უნდა ჰქონდეს.
„სამომავლოდ, ყველაზე მეტად გვინდა რომ ჩვენი შოურუმი გავაკეთოთ, რომელსაც თავისი სამკერვალო ექნება. ადგილზე, როცა მოდიან მომხმარებლები ნახულობენ ხარისხსაც, ბავშვებიც რომ შემოდიან და ბრჭყვიალებს ხედავენ ბევრად უფრო აღსაქმელია, ვიდრე ფოტოში. ასევე ძალიან გვინდა, რომ დავამატოთ გაქირავების სერვისი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. უბრალოდ, ჯერ ამის რესურსი არ გვაქვს. ვფიქრობთ, გასაქირავებელი პროდუქცია უფრო სხვა ნაჭრებისგან უნდა იკერებოდეს, ვიდრე გასაყიდი და ამასთანავე, უნდა იყოს უფრო გამძლე და ძალიან მრავალფეროვანი. თუ დავიწყებთ აუცილებლად უნდა გვქონდეს დიდი არჩევანი. სწორედ ამ საკითხებზე გვინდა მუშაობა და ნელ-ნელა დავიწყებთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი სალომე სუხიშვილი.
სხვა სიახლეები
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად
05.12.2025.18:42
31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.
1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.
ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.