მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

გლობალური კომპანიების ჩართულობით, მოვამზადეთ არქიტექტურული კონცეფციები და ვახორციელებთ ამ პროცესების ზედამხედველობას, რათა ინვესტორმა შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ნებართვები - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი

news image

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის გოჩა კამკიას განცხადებით, კომპანია საერთაშორისო პრაქტიკების ანალიზის საფუძველზე ტრანსფორმირდა და ამჟამად თავს არ წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების გამყიდველად, არამედ ბიზნეს-კონცეფციების შემთავაზებელ პლატფორმად, რომელიც ინვესტორებს ამზადებს სრულად განვითარებულ პროექტებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გეგმებს. რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტირების პროცესში საჭირო დროსა და ადმინისტრაციულ ბარიერებს.

„ამ საკითხს ორ ნაწილად დავყოფდი. პირველი ეხება ჩვენს სტრატეგიას - თუ როგორ წარვდგენილიყავით ამ უდიდეს საერთაშორისო კონკურენციაში. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ საერთაშორისო სისტემები, მათ შორის აბუ-დაბის ADIA-ს (Abu Dhabi Investment Authority), ინდონეზიის სუვერენული განვითარების ფონდისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტივობები. ამ სამი მსხვილი კორპორაციის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოვახდინეთ ჩვენი კომპანიის სრული ტრანსფორმაცია და საერთაშორისო ასპარეზზე განახლებული სტრატეგიით წარვდექით.

რას გულისხმობს ეს? ჩვენ არ ვპოზიციონირებთ, როგორც უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთების გამყიდველი კომპანია - ჩვენ ბიზნესკონცეფციების შემომთავაზებლები ვართ. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ვანითარებთ მსოფლიოში უნიკალურ პროექტს, ხოლო, მეორე მხრივ, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესგეგმები, რომლებიც დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია.

გლობალური კომპანიების ჩართულობით, ჩვენ მოვამზადეთ არქიტექტურული კონცეფციები და ვახორციელებთ ამ პროცესების ზედამხედველობას, რათა ინვესტორმა შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ნებართვები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თითოეულ საერთაშორისო ინვესტორს ვუზოგავთ დაახლოებით ორ წელიწადს - იმ დროს, რაც, ჩვეულებრივ, ნებისმიერ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პროცედურებს სჭირდება“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

 „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია ინვესტორებს სთავაზობს გამარტივებულ, „მზა გადაწყვეტილებებზე“ დაფუძნებულ ბიზნეს-მოდელს, რომელიც ამცირებს Due Diligence-სა და ბაზარზე შესვლის დროს, ხოლო საქართველოს პოზიციონირებას ახდენს როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველ განვითარებად ბაზარს, სადაც დაბალი ბიუროკრატია და საგადასახადო გარემო კონკურენტულ უპირატესობას ქმნის.

„პირდაპირ გეტყვით, მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი იშვიათად მოიძებნება. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ გვესმის ინვესტორების ენა და მათი მოლოდინები. ზუსტად ვიცით, რა ეკონომიკური თუ სამართლებრივი კითხვები უჩნდებათ მათ „დუ-დილიჯენსის“ (Due Diligence) პროცესში.

შესაბამისად, ჩვენ მათ მზა პასუხებითა და ე.წ. Off-the-shelf (უკვე რეგისტრირებული) კომპანიებით ვხვდებით. ვეუბნებით, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი - ქვეყანაში, სადაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, მშპ-ის მაღალი ზრდა და ბიზნესმეგობრული გარემოა.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განვითარებადი ბაზრის ქვეყანა ვართ და არა განვითარებული. აქ ორი კომპონენტი უნდა გამოვყოთ: ინვესტორს ხშირად განვითარებულ ბაზარზე ურჩევნია თანხის დაბანდება, რადგან იქ სისტემები და სპეციალისტები უკვე ჩამოყალიბებულია. თუმცა, განვითარებადი ბაზარი მისთვის ყოველთვის უფრო მიმზიდველია მოგების მაღალი მარჟის გამო.

რატომ იკავებენ ხოლმე ინვესტორები თავს? განვითარებად ბაზრებზე, როგორც წესი, მაღალია ბიუროკრატია და კორუფციის რისკი, ასევე იგრძნობა სპეციალისტებისა და ინტეგრირებული სისტემების ნაკლებობა. ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის სწორედ ის არის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა ეს საკითხი მოგვარებულია. ჩვენი კომპანია აბსოლუტურად მზად არის - სამართლებრივი, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - უმასპინძლოს მსხვილ ბიზნესს. ამ ტრანსფორმაციული სტრატეგიით შევქმენით კონკურენტული უპირატესობა, რაც განაპირობებს კიდეც იმ პროგრესსა და შედეგებს, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ“, - განმარტავს კამკია.

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო

06.04.2026.18:21

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის - ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.

ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე - 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.

ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.

ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა – თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა