Globalcell-ის 10GB ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურებისას, SIM/eSIM ბარათი უფასოდ - UAG-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პარტნიორებთან ერთად საახალწლო კამპანია დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საახალწლო კამპანია მიმდინარეობს. მგზავრებს 15 იანვრის ჩათვლით ექსკლუზიური შეთავაზებები ელოდებათ აეროპორტის პარტნიორი ობიექტებისგან. კამპანიის ფარგლებში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო აეროპორტში, არამედ ისარგებლონ სპეციალური სერვისებითა და აქციებით.
გარდა ამისა, მგზავრებისთვის გათვალისწინებულია განსაკუთრებული შეთავაზება საერთაშორისო ინტერნეტთან დაკავშირებით, რაც საახალწლო პერიოდში მგზავრობის გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
გლობალ სელ - GLOBALCELL-ის ოფისებში, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე ფილიალში, მომხმარებლებს დახვდებათ 100%-იანი ფასდაკლება საერთაშორისო SIM, ისე eSIM ბარათებზე - აბონენტის მიერ 10GB-იანი ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებისას.
როგორც "გლობალ სელში" აცხადებენ, მომხმარებლებს საახალწლო აქციით სარგებლობა 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს უვადო/მუდმივ საერთაშორისო ქართულნომრიან SIM და eSIM ბარათებს, უფასო ზარებით როუმინგში.
"გლობალ სელის" ფილიალები და ოფისები მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის სივრცეში.

სხვა სიახლეები
ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო
24.12.2025.19:00
საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.
Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.
სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია მარინა გიორგაძე.
შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.
შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.
შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.