მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

"გლობალ სელი" - ქართული ტელეკომ ბრენდი მთელ მსოფლიოში

news image

მრავალწლიანი გამოცდილების „გლობალ სელი“, რომელიც დღეს მომხმარებლებს ქართულ ნომრიან Sim/eSIM მომსახურებას სთავაზობს, საზღვარგარეთ ინტერნეტ-პაკეტების მოხმარების 80%-იან ზრდაზე საუბრობს და ამის მიზეზად კომპანიაში განსაკუთრებულ დაბალ ფასებს ასახელებენ. გარდა ტარიფებისა „გლობალ სელს“ ბაზარზე სხვა ბევრი კონკურენტული უპირატესობებიც გააჩნია.

რა შეთავაზებები აქვს „გლობალ სელს“ და როგორ პოზიციონირებს ბაზარზე, დეტალებზე Business Insider Georgia  კომპანიის დირექტორს, გიორგი მადუაშვილს ესაუბრა:

- „გლობალ სელი“, როგორც ტელეკომ ოპერატორი, ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობდა საერთაშორისო SIM ბარათებს ევროპული ნომრით, თუმცა, სულ ახლახან აბონენტებს შესთავაზეთ სრულიად ახალი სახის პროდუქტი - ქართულ ნომრიანი SIM და ყველასთვის სასურველი eSIM ბარათები. თუ კი წლების წინ ამ მიმართულებით კონკურენცია ფაქტობრივად არ იყო, დღეს გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც eSIM-ზე დაფუძნებულ როუმინგ ინტერნეტ მომსახურებას სთავაზობენ საკუთარ მომხმარებლებს, როგორ აფასებთ დღეს ამ ბაზარს და ეს გაზრდილი კონკურენცია როგორ აისახა ფასებზე?

- დიახ, „გლობალ სელი“, როგორც ტელეკომ ბრენდი, 16 წლის წინ სწორედ საქართველოში დაიბადა და შესაბამისად, მისი სახელი დღეს უკვე მთელ მსოფლიოში და საერთაშორისო ტელეკომ ინდუსტრიაში ცნობილია, როგორც ქართული ტელეკომ ბრენდი. 2009 წლიდან დღემდე ჩვენმა სატელეკომუნიკაციო სერვისებმა და პროდუქტებმა არაერთი საეტაპო და ტრანსფორმაციული ცვლილება განიცადა. ეს ბუნებრივიცაა და მხოლოდ დადებითად ვაფასებთ, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სატელეკომუნიკაციო სერვისების დახვეწა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არსებული გლობალური ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე. სატელეკომუნიკაციო სერვისების დახვეწა არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციის საკითხია, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, საზოგადოებრივი ჩართულობისა და გლობალურ სამყაროში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.

ჯერ კიდევ 16 წლის წინ, როდესაც მომხმარებლებს შევთავაზეთ ევროპულ ნომრიანი საერთაშორისო SIM-ები მაშინ, ეს პროდუქტი და მასზე გააქტიურებული სერვისები იყო უკონკურენტო და ყველაზე შეღავათიანი პირობების მქონე როუმინგში.

დღეს, 16 წლის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრულიად განსხვავებული და უნიკალური პროდუქტი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ტელეკომ ბაზარზე, ეს გახლავთ უკვე ქართულ ნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათი, ყველაზე ხელსაყრელი პირობებითა და სერვისების ფართო სპექტრით როუმინგში.

რაც შეეხება საბაზრო კონკურენციას, ობიექტური თვალსაზრისით, მოცემულობა ძალიან მარტივია და განსხვავებაც თვალსაჩინო:

eSIM-ზე დაფუძნებული მხოლოდ ინტერნეტ მომსახურების მქონე ბარათები, რაც დღესდღეობით ბაზარზე უხვად გვხვდება:

-         არის გაურკვეველი წარმომავლობის, მომხმარებელმა უმეტეს შემთხვევაში არ იცის ვინ არის ამ ელექტრონული სიმ-ბარათის გამომშვები/მწარმოებელი; ხოლო ამ უცხოური eSIM ბარათების რეალიზატორი კომპანიები, როგორც წესი, არიან არა ავტორიზებული მობილური ოპერატორები, არამედ ე.წ. შუამავალი დისტრიბუტორები;

-         შესაბამისად, მომხმარებელმა არ იცის უშუალოდ რომელი ქვეყნის რომელი ოპერატორი უწევს მას სატელეკომუნიკაციო მომსახურებას;

-         შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებები ვერ იქნება დაცული და გარანტირებული ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ უცნობია მომსახურების გამწევი ოპერატორის შესახებ ინფორმაცია და მით უფრო, როდესაც საუბარია ამა თუ იმ ქვეყნის უცხოურ ოპერატორზე;

-         ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არ იცის, რომელი ქვეყნის რომელი ოპერატორის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს მისი პირადი და პერსონალური მონაცემები, რაც მათ შორის, ინტერნეტ-ტრაფიკის გამოყენების დროს ზიარდება აბონენტის მიერ;

-         სურვილის მიუხედავად, მათ შორის, კრიტიკული აუცილებლობის დროს, მომხმარებელი ვერ სარგებლობს სტანდარტული ზარებით, ვერც შემავალი, ვერც გამავალი, რადგან მსგავსი eSIM ბარათები, როგორც წესი, არის უნომრო;

-         აბონენტები ასევე ვერ სარგებლობენ სტანდარტული SMS შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების სერვისით, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად ნეგატიური გავლენა იქონიოს თავად აბონენტის ინტერესებზე, რადგან აბონენტი ვერ შეძლებს, მაგალითად, მობაილ ბანკინგის თუ სხვა აუცილებელი საჭირო სერვისების SMS კოდებისა თუ სხვა შეტყობინებების მიღებას და ა.შ.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც მომხმარებელი აწყდება მსგავსი ტიპის სერვისებით სარგებლობის დროს.

თქვენ მკითხეთ განსხვავება „გლობალ სელსა“ და ამ სერვისებს შორის.

„გლობალ სელი“ ავტორიზებული მობილური ოპერატორია და ჩვენი აბონენტებისთვის მოხსნილია ყველა ის პრობლემა თუ დაბრკოლება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. 

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველ პირს, ე.წ. შუამავალ დისტრიბუტორებს, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან საუკეთესო პირობებით და ცხადია, არსებული საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში და მომხმარებლებს შესთავაზონ არა უცხოური და აბონენტთათვის უცნობი ქვეყნებისა და ოპერატორების სერვისები, არამედ სრულად ქართული, ავტორიზებული და ყველაზე კონკურენტული პროდუქტი და მომსახურება, რომლითაც, ერთი მხრივ, დაცული იქნება მომხმარებლის ყველა უფლება და მეორე მხრივ, აბონენტი შეძლებს სატელეკომუნიკაციო სერვისების სრული სპექტრის მიღებას ყველანაირი დაბრკოლების გარეშე და შედეგად, მომხმარებლები ისარგებლებენ ყველაზე იაფი, ხარისხიანი და სანდო სატელეკომუნიკაციო სერვისებით მთელ მსოფლიოში.

 - „გლობალ სელი“ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც შემომავალ/გამავალ ზარებს, ისე როუმინგ ინტერნეტ მომსახურებას - ამ ფონზე მინდა გკითხოთ წლიდან წლამდე რამდენად მზარდია კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა და რა მიგაჩნიათ დღეს „გლობალ სელის“ კონკურენტულ უპირატესობად?

- 2024 წლამდე, ვიდრე ჩვენი ახალი, ქართულ ნომრიანი SIM და eSIM ბარათებით წარვდგებოდით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, მხოლოდ საქართველოში, ჩვენი აბონენტების რაოდენობა 100.000-სს აჭარბებდა. ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მოგზაურობის დროს იყენებდნენ „გლობალ სელის“ როუმინგს, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც „გლობალ სელი“ ყველაზე ხელმისაწვდომ და იაფ კორპორატიულ როუმინგულ მომსახურებას სთავაზობდა.

ბოლო 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს ინოვაციური, ქართულ ნომრიანი, საერთაშორისო SIM და eSIM ბარათები შევთავაზეთ, ცხადია, მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს მზარდი ტენდენცია უფრო და უფრო მეტად იკრებს ძალას.

როდესაც სერვისის მიმღებ დაინტერესებულ პირს, პოტენციურ აბონენტს, აქვს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაცია ბაზარზე არსებულ შეთავაზებებსა და მომსახურების პირობებზე, მისთვის სწორი და მის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია - სწორედ ამ გზას მოჰყავს „გლობალ სელამდე“ თითოეული ახალი აბონენტი.  

 - ვიცით, რომ ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებების შემთხვევაში, აბონენტებს ყოველი მოგზაურობის დროს მუდმივად უწევთ ახალი eSIM-ის შეძენა და გააქტიურება. ამ კუთხითაც თუ აქვს კონკურენტული უპირატესობა „გლობალ სელს“?

- როდესაც მოგახსენებდით იმ მრავალ ნაკლოვანებასა და პრობლემაზე, რაც ბაზარზე არსებული ე.წ. უნომრო eSIM-ების გამოყენებას უკავშირდება, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთი დამატებითი ბარიერი სწორედ ამ საკითხსაც უკავშირდება. 

წარმოიდგინეთ ორი ალტერნატივა:

პირველი, „გლობალ სელის“ ავტორიზებული SIM და eSIM ბარათი, რომელიც გახლავთ ქართულ ნომრიანი, უვადო და რომლის გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელსაც არ ერიცხება არავითარი სააბონენტო გადასახადი და მეორე მხრივ, უნომრო eSIM ბარათი, რომლის წარმომავლობაც აბონენტისთვის უცნობია, რომლითაც ვერ სარგებლობს ზარებისა და SMS-ების სერვისით და ამ ყველაფერთან ერთად, აბონენტს მისი განმეორებითი შეძენა უწევს მუდმივად, ყოველი მოგზაურობის დროს.

ვფიქრობ, განსხვავება ძალიან მარტივია.

- რა უპირატესობით სარგებლობენ ქართულ ნომრიანი აბონენტები საერთაშორისო ნომრიან (+372) აბონენტებთან შედარებით და დღეს „გლობალ სელი“ რამდენ ინდექსზე ფლობს ლიცენზიას?

- ძველი კატეგორიის ევროპულ ნომრიან სიმ-ბარათზე აბონენტს მომსახურებას ევროპული მობილური ოპერატორი უწევდა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იყო კონკურენტული და საუკეთესო (იმ დროისათვის), ჩვენ მოკლებულნი ვიყავით რაიმე დამატებითი ფასდაკლების, ან სპეციალური შეთავაზების განხორციელების შესაძლებლობას ჩვენი აბონენტებისთვის.

დღეს კი, როდესაც „გლობალ სელი“ მისივე ქართულ ნომრიან საერთაშორისო SIM და eSIM ბარათზე თავად უწევს აბონენტებს მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, გვაქვს სრული შესაძლებლობა, ფასები განვსაზღვროთ თავად და ეს გავაკეთოთ მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, „გლობალ სელის“ ქართულ ნომრიან საერთაშორისო SIM და eSIM ბარათებზე მოქმედებს ბევრად იაფი ტარიფები ევროპულ ნომრიან სიმ-ბარათთან შედარებით, მაგალითისთვის, ინტერნეტ-პაკეტების ფასი რამდენჯერმე უფრო ნაკლებია „გლობალ სელის“ ქართულ ნომრიან ბარათებზე და ეს აბონენტებისთვის ძალიან დიდი შეღავათია.

წარმოიდგინეთ, 1 GB ინტერნეტ-პაკეტის საფასური, „გლობალ სელის“ ქართულ ნომრიან საერთაშორისო SIM და eSIM ბარათებზე, მხოლოდ და მხოლოდ 2.90 ₾-დან იწყება. ამით, ფაქტობრივად, ჩვენი როუმინგის ფასები თითქმის უთანაბრდება ადგილობრივი გამოყენების ინტერნეტ-პაკეტების ფასებს და მომხმარებელი თითქმის იგივე ფასად იაქტიურებს ინტერნეტ-პაკეტს უცხოეთისთვის, რასაც საქართველოში გადაიხდიდა ადგილობრივი ინტერნეტით სარგებლობისთვის.

რაც შეეხება „გლობალ სელის“ ქართულ მობილურ ინდექსებს, ამ ეტაპზე გახლავთ შემდეგი ინდექსები: 559, 515, 525, 535, 545, 585, 550, 507, 517.

დამატებით, მოგახსენებთ, რომ ძველი კატეგორიის ევროპულ ნომრიანი სიმ-ბარათის მქონე აბონენტებს ვთავაზობთ მის შეცვლას და ახალი ქართულ ნომრიანი SIM ან eSIM ბარათის მიღებას სრულიად უფასოდ, რათა ყველა ჩენს აბონენტს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს კიდევ უფრო იაფი, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ეროვნული პროდუქტით - „გლობალ სელის“ ქართულნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათით.

 - 2025 წლის ბოლო 6 თვის მაჩვენებლებით, „გლობალ სელის“ სერვისებიდან ყველაზე მეტად რომელ სერვისს იყენებენ ქართველები საზღვარგარეთ მოგზაურობისას და მათი მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რამდენ პროცენტიან ზრდას აჩვენებს?

- ბოლო 6 თვის მონაცემებით, დაახლოებით 80%-იანი ზრდაა ინტერნეტ-პაკეტების გამოყენებაზე და ამის მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, ინტერნეტ-პაკეტების განსაკუთრებით დაბალი ფასებია „გლობალ სელის“ ქართულ ნომრიან საერთაშორისო SIM და eSIM ბარათებზე.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სტანდარტული ზარების სერვისის გამოყენებაც და აქაც მიზეზი ძალიან მარტივია - „გლობალ სელი“ ერთადერთი ტელეკომ ოპერატორია, რომელიც საკუთარ აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ სრულიად  უფასო შემომავალი ზარებით როუმინგში. დიახ, იმის მიუხედავად, თუ სად ბრძანდებით, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში, თქვენ სრულიად უფასოდ მიიღებთ ზარს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

წარმოიდგინეთ, მოგზაურობაში მყოფ ჩვენს აბონენტს, პირობითად, მისი ოჯახის წევრი თუ ახლობელი, მაგალითად საქართველოდან, ადგილობრივი ქართული ტარიფით დაურეკავს (რადგან ჩვენს SIM და eSIM ბარათზე სწორედ ქართული ნომერია გააქტიურებული) და ასევე, „გლობალ სელის“ აბონენტისთვის მიღებული ზარი არის სრულიად უფასო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ზარის ხანგრძლივობის მიუხედავად…

რაც შეეხება სხვა ტელეკომ ოპერატორების სტანდარტულ როუმინგს, ამ შემთხვევაში, აბონენტთათვის შემავალი ზარი ფასიანია ნებისმიერ ქვეყანაში და ეს არცთუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ხოლო რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სხვა დამატებით ალტერნატიულ შეთავაზებებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს გახლავთ არა ტელეკომ ოპერატორების, არამედ ე.წ. შუამავალი კომპანიების მიერ უცხოეთიდან შემოტანილი ელექტრონული eSIM ბარათები, რომელსაც, ძირითადად, საერთოდ არ აქვს ნომერი და მხოლოდ ინტერნეტისთვის გამოიყენება.

შესაბამისად, „გლობალ სელის“ ქართულ ნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათი სრულიად უნიკალური და ექსკლუზიური პროდუქტია ტელეკომ ბაზარზე, რომელიც აბონენტებს არათუ უფასო ზარებს სთავაზობს როუმინგში, არამედ ყველაზე იაფ ინტერნეტ-პაკეტებსაც, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის.

- რომელია ყველაზე აქტიური მიმართულებები (ქვეყნები), სადაც ყველაზე ხშირად სარგებლობენ გლობალ სელის სერვისებით?

- ძირითადად, ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნები, ასევე, მეზობელი სახელმწიფოები (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები. და ამ ჩამონათვალს, ცხადია ემატება ის ძირითადი ტურისტული მიმართულებები, რაც მეტწილად პოპულარულია ჩვენს საზოგადოებაში (მაგალითად: ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, ტაილანდი და სხვ.).

„გლობალ სელის“ როუმინგი კი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, თანაბრად ხელმისაწვდომია ჩვენი აბონენტებისთვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა არც თუ მცირე ნაწილი, ერთი მოგზაურობის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანას სტუმრობს. ამის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებულია არა მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ინტერნეტ პაკეტები, არამედ ფართო დაფარვის ზონალური პაკეტებიც, რომელიც მოიცავს მთელ ევროპას, აზიას, აფრიკას, ამერიკას და მთელ მსოფლიოსაც კი.

- რაც შეეხება ფასებს, როგორია კომპანიის საფასო პოლიტიკა და რამდენად ხშირად აკეთებს კომპანია სააქციო შეთავაზებებს?

- სხვა დიდი ტელეკომ ოპერატორებისგან განსხვავებით, რომელთა მომსახურების მთავარი ხაზი ლოკალურ/ადგილობრივ მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გადის, „გლობალ სელის“ მიზანი იყო და არის აბონენტთათვის ყველაზე იაფი, ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი როუმინგული მომსახურების შეთავაზება.

ჩვენს მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებული როუმინგის ფასები, როგორც მოგახსენეთ, მთელ რიგ მიმართულებებზე, თითქმის ადგილობრივ ტარიფებს უტოლდება. ინტერნეტ-პაკეტების დაბალი ფასები როუმინგში, სრულიად უფასო შემომავალი ზარები უცხოეთში, უფასო 24 საათიანი ცხელი ხაზი და ტექნიკური მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - ეს, და არა მხოლოდ, ელით ჩვენს აბონენტებს „გლობალ სელისგან“.

რაც შეეხება დამატებით სააქციო შეთავაზებებს, ამითაც მუდმივად ვანებივრებთ ჩვენს არსებულ თუ ახალ აბონენტებს. მიმდინარე ეტაპზე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ნებისმიერი პირი, რომელიც გეგმავს მოგზაურობას, სრულიად უფასოდ გადაეცემა SIM ან eSIM ბარათი და ასევე, საჩუქრად გაუაქტიურდება 1 GB მობილური ინტერნეტი შესაბამისი დანიშნულების ქვეყნისთვის.

- დღეისათვის რა ლოკაციებზეა შესაძლებელი „გლობალ სელის“ SIM/eSIM-ის შეძენა?

- „გლობალ სელის“ ახალი, ქართულნომრიანი, ფიზიკური თუ ელექტრონული სიმ-ბარათის მიღება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ელექტრონული სიმ-ბარათის (eSIM) შესაძენად, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს (www.globalcell.ge), იქ ყველაფერი დაწვრილებითაა მითითებული და ელექტრონული სიმის (eSIM) მიღება ვებ-გვერდიდანვეა წამებში შესაძლებელი (სასურველ ინტერნეტ-პაკეტებთან ერთად).

ფიზიკური სიმ-ბარათის მიღება კი შესაძლებელია როგორც „გლობალ სელის“ ცენტრალურ ოფისში (თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს-ცენტრი „სახლი ოპერასთან“), ისე მთელი საქართველოს მასშტაბით – იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში (ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში) და ასევე, საქართველოს ფოსტის ყველა რაიონულ ოფისში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GELi-ს ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმათა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16.07.2025.18:35

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე მასწავლებელმა მიიღო. 

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობოდნენ ეკონომიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ციფრულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდებს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Kahoot, GooseChase და სხვ.). ამასთან, ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ-ეკონომიკური თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვასა და  მათ ეფექტურად განხორციელებას. 

ტრენინგები ხუთ ნაკადად გაიმართა:

  • 2 სესია ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა (Radisson RED-ში);
  • 1 სესია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა;
  • 2 სესია კი ონლაინ, Zoom პლატფორმაზე. 

ინიციატივაში მონაწილე მასწავლებლები იღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას და ერთვებოდნენ ინტერაქციულ აქტივობებში. მათ მიეცათ როგორც წვდომა სასწავლო რესურსებზე, ასევე შესაძლებლობა,  კონსულტაციები მთელი წლისგანმავლობაში გაიარონ მოწვეულ ეკონომისტებთან და მასწავლებლებთან. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა