მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა

news image

ყოველწლიურად, Global Private Banker-ის გამოცემა იმ კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ საბანკო გამოცდილებას სთავაზობენ. 

წლევანდელი Global Private Banking Innovation Awards-ის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად იქნა აღიარებული.ამასთან, საქართელოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.

ფინანსური ინსტიტუტების შესაფასებლად, ჟიური ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა, როგორებიც არის ციფრული ინოვაცია, მომხმარებლის გამოცდილება და ჩართულობა, ფინანსური და ბიზნეს შედეგები და კორპორატიული სტრატეგია. 

საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო Global Private Banker-ს მონიჭებული აღიარებისთვის. ეს ჯილდო დასტურია იმ ღრმა და ნდობით სავსე ურთიერთობისა, რომელსაც ჩვენი ბანკირები ჩვენს მომხმარებლებთან ამყარებენ. აღნიშნული ურთიერთობის საფუძველი ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და საერთო ხედვაა, რომელიც მომხმარებლის მიზნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენი წარმატების საფუძველი ადამიანური კავშირია: ჩვენი ბანკირები ჩვენი მომხმარებლების გვერდით არიან ყველა ამბიციის, ტრანზიციისა თუ წარმატების მიღწევის პროცესში. გვჯერა, რომ ქონების მართვა ღრმად პერსონალურია. მისი საფუძველი კი ხელმისაწვდომობა, რეაგირება და საფუძვლიანი ინტერაქციაა. სწორედ ასე ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მოლოდინს აჭარბებს - და სწორედ ამის დასტურია აღნიშნული ჯილდოც. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ჩვენი ერთგული გუნდის მიმართ, რომლის ზრუნვა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ყველა მომხმარებლებთან ურთიერთობას. და, რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის.

საქართველოს ბანკში ჩვენ მარტივი, მაგრამ ძლიერი მიზნით ვხელმძღვანელობთ: დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ეს აღიარება კი გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ამ მისიის მიმართულებით წინსვლა და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც ინოვაციებზე, თანადგომასა და ურყევ ერთგულებაზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნავს ნინო ლომთაძე, პირადი საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში

06.06.2025.18:01

SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება. 

 

Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.

 

ამასთან, ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა