Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით.
გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესოდ ბანკად დაასახელა საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
როგორც Global Finance-ის რედაქცია აღნიშნავს, ჯილდოს მიზანი ისეთი გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ფინანსური ლიდერების გამოვლენა და აღიარებაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსება მიმართულია განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური მშენებლობების, ჯანდაცვის, განათლების და სხვა, დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის სექტორებისკენ/საქმიანობებისკენ.
„მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსების მოცულობის ზრდა. შესაბამისად, Global Finance-ის მდგრადი დაფინანსების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებასა და გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა კრეატიულ, ინოვაციურ გადაწყვეტებს და სექტორში მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციებს იკავებენ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
"Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო - “2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით” - ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა - ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო მოიპოვეს ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიც არის: Ameriabank (სომხეთი), Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.14:00
საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.
„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.
სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:
• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.
თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.