Global Finance-მა თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.
ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.
გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინიდა ფუნქციონალი.
„თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, - ანა ტატიშვილი, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.
ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაშიკითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის, Global Finance-ის ჯილდოები საბანკოსაქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
GCCA-მა ბათუმის თევზის ბაზრობის საქმეზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დაადასტურა
სხვა სიახლეები
19.09.2025.13:00
ეკონომიკური ზრდა - ეს ყველაფერი ისე ჰაერიდან არ მოდის. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე, იუსტიციის სახლიც, როგორც ერთ-ერთი კი არადა, ყველაზე დიდი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება, მნიშვნელოვანი ელემენტია ამ დიდ ჯაჭვში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესს მათზე მორგებული სერვისები შესთავაზოს, და ამის კარგი მაგალითი კი „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისია.
„მაჩვენებლების შეფასების ნაწილშიც შეუძლებელია, რომ ისეთი დიდი დაწესებულება, როგორიც იუსტიციის სახლია, ასე მშვიდად, უბრალოდ მაყურებლის სტატუსით ყოფილიყო ამ პროცესებში. ჩვენ, ბუნებრივია, როგორც სერვისების მიწოდების ნაწილში, ასევე იმ სიახლეების დანერგვის კუთხით, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვთავაზობთ მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ზოგადად ბიზნესს - ბუნებრივია, ჩვენც ამ პროცესს ვერ ჩამოვრჩებოდით, და ამ მოცემულობის შედეგი გახლავთ სწორედ ის ინოვაციური პროექტი - მორიგი ინოვაციური პროექტი „ბიზნეს ასისტენტი“, რომელიც შევთავაზეთ ბიზნესს. რაც, თავიდან ბოლომდე, თავისი შინაარსით და არსით, ორიენტირებული არაა, ვთქვათ, მოგებაზე და იმაზე, რომ იუსტიციის სახლმა დამატებითი რაღაც შემოსავლები მიიღოს. ამ პროექტის ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ კიდევ უფრო მეტად გავუზარდოთ წვდომა სერვისებზე ბიზნესის თითოეულ წარმომადგენელს. თუმცა ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ ბევრად უფრო გავუმარტივოთ და ბევრად უფრო სწრაფი გავხადოთ კომუნიკაცია ყველაზე მსხვილ სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებასა და ბიზნესს შორის“, - აცხადებს ჟვანია.
მისი თქმით, ყველა ის სერვისი და საუბარი 500-მდე სერვისზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლში, დღესაც მარტივად შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელმა.
„მაგრამ ყველაზე კარგად ალბათ ბიზნესს ესმის, რამდენად ღირებულია დრო. აქედან გამომდინარე, „ბიზნეს ასისტენტის“ - ამ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველა ის სერვისი, რომელიც ბიზნესისთვის საჭიროა. ამ სერვისებთან წვდომა ბევრად უფრო მარტივი გახდეს. რას აკეთებს ამისთვის იუსტიციის სახლი? ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდება, პირველ რიგში ირჩევს მომსახურების კონკრეტულ პაკეტს და ამ პაკეტიდან გამომდინარე, როგორც კი უკვე სამართლებრივი ნაწილი თანამშრომლობისა მოგვარდება, კონკრეტულ ბიზნესს გამოეყოფა თავისი ასისტენტი. ეს ასისტენტი გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რომელსაც გამოცდილება აქვს სერვისების მიწოდების ნაწილში. ამ ასისტენტის მთავარი ფუნქცია-მოვალეობა გახლავთ ის, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეს შესაბამის ბიზნესთან და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ბიზნესს იმ მომენტში წამოეჭრება და საჭიროებს იუსტიციის სახლთან მჭიდრო თანამშრომლობას - ამ საკითხებს ყურადღება მიაქციოს. ის იყოს ჩვენი წარმომადგენელი ბიზნესის ნაწილში, ანუ ყოველდღიური კომუნიკაციის საფუძველზე დაამუშაოს დოკუმენტაცია, მისცეს კონკრეტული მითითებები - ყველაფერი ქნას იმისთვის, რომ ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც იუსტიციის სახლში გააკეთებს ბიზნესი, იყოს წარმატებული და ხარვეზების გარეშე დასრულდეს პროცესი. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ხარვეზი გამორიცხულია. ეს თანმდევი პროცესია ზოგადად ამ სერვისის მიწოდებისა, მაგრამ პირადი ასისტენტი არის გარანტი და საფუძველი იმისა, რომ ეს ხარვეზების რაოდენობა დაიკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი ძალიან მალე დაუდგება ბიზნესს.
ბიზნესისთვის შედეგი რა შეიძლება იყოს? ეს არის ქონების რეგისტრაცია, გადაფორმება, ვთქვათ, თუ საჭიროა მუშა ხელი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის - მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადება, ახალი შპს-ს დარეგისტრირება, წილების გადაფორმება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ის სერვისი, რომელიც ბიზნესისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, რეალურად ეს ყველაფერი, უფრო სწორად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ამ პროექტს ახასიათებს არის ის, რომ ბიზნესს შეუძლია ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თვითონ კი არ ეწვიოს იუსტიციის სახლს, არამედ თავისი ასისტენტი გამოიძახოს თავის ტერიტორიაზე, თავის ოფისში, და საქმის სისწრაფიდან გამომდინარე, ან კომფორტულობიდან გამომდინარე, იქვე მოხდეს კონკრეტული განაცხადის მიღება. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს კარგად გავიაზრებთ და ბუნებრივია, ბიზნესს ამის გააზრება საერთოდ არ გაუჭირდება, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ურთიერთობა იუსტიციის სახლთან ჩათვალეთ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ბიზნესზე ორიენტირებული სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლმა დანერგა“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
მისივე თქმით, „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით და სწორი კომუნიკაციის საფუძველზე, შესაძლებელია, ბიზნესმა დაზოგოს ძალიან დიდი რესურსი და, ყველაზე მთავარი - სწრაფად მიიღოს ის შედეგი, რაც მას სურს.