Global Finance - მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა.
გარდა ამისა, Global Finance-მა საქართველოს ბანკი ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.
საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დასახელდა შემდეგ კატეგორიებში:
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა: Relovut, Bank of America, BBVA, DBS,Citi და სხვა. მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო,ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
Global Finance გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან არსებობს და მკითხველები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჰყავს. გამოცემა რეგულარულად გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ და ქვეყნის დონეზე. დაჯილდოება, რომელიც უკვე 26-ედ გაიმართა, მსოფლიო ფინანსური ინდუსტრიისთვის სანდო წყაროდ იქცა.
სხვა სიახლეები
“თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
08.12.2025.18:17
„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.