მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

news image

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.

“გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

„Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სააღდგომო პასკები „ვარდოსგან“ - ტრადიციის გემო ყოველ ლუკმაში

06.04.2026.12:00

ვარდო არის ოჯახური ფრანგული ბულანჟერია, რომელიც ავთენტურ ევროპულ ტექნოლოგიებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას აერთიანებს. სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბულანჟერია მომხმარებელს კლასიკური პასკების ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ელენე ბეჟაშვილმა განუცხადა.

როგორია თქვენი სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს და რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ვარდო წელსაც რჩება მთავარი იდეის ერთგული და მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ კლასიკურ სააღდგომო პასკას. ჩვენი ხედვით, ნამდვილი პასკა არ საჭიროებს დამატებით კრემებს, ზედმეტ დეკორაციებს ან ექსპერიმენტებს. სწორედ ამიტომ, ასორტიმენტი მინიმალისტურია, თუმცა შინაარსით მდიდარი:

• კლასიკური პასკა ქიშმიშით;
• კლასიკური პასკა ქიშმიშის გარეშე.

ორივე ვარიანტი დაფარულია მხოლოდ შაქრის პუდრით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ავთენტურობას.

რა ტექნოლოგიით მზადდება „ვარდოს“ პასკები? 

ვარდოს პასკები მზადდება მრავალწლიანი, ოჯახური რეცეპტითა და ტრადიციული მეთოდით, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელად ინახება. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცომის დამუშავებას:

• გამოიყენება ორი განსხვავებული ტიპის ცომი;
• ერთ-ერთი მათგანი გადის ფერმენტაციას წყალში;
• საბოლოოდ ეს ორი ცომი ერთიანდება, რაც პასკას უნიკალურ სტრუქტურას ანიჭებს.

ეს მეთოდი უზრუნველყოფს პროდუქტის ღრმა გემოსა და ბუნებრივ არომატს, რომელიც მხოლოდ დროისა და გამოცდილების ერთობლიობით მიიღწევა.

რით არის გამორჩეული თქვენი პასკები გემოსა და ტექსტურის თვალსაზრისით? რა განასხვავებს მათ ბაზარზე არსებული სხვა პასკებისგან?

„ვარდოს“ პასკა გამოირჩევა თავისი ტრადიციული, ავთენტური ხასიათით. მისი მთავარი ნიშნებია:

• ცხიმიანი და ნოტიო ტექსტურა;
• მდიდარი, ბუნებრივი გემო;
• სახლში გამომცხვარი პასკის შეგრძნება.

თითოეულ ლუკმაში იგრძნობა აღდგომის სითბო და ბავშვობის მოგონებები. ეს სწორედ ის ემოციაა, რაც ბევრ თანამედროვე პროდუქტში იკარგება. ჩვენი პასკა არ ცდილობს იყოს განსხვავებული ფორმით, ის განსხვავებულია თავისი ღრმა და ტრადიციული გემოთი.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი?

„ვარდოს“ პასკები წარმოდგენილია ერთ სტანდარტულ ზომაში, 1.200 კგ.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ქიშმიშით ან მის გარეშე, ორივე მათგანის ღირებულებაა 50 ლარი.

„ვარდო“ ბულანჟერიიდან პასკებს წაიღებთ ესთეტიური და სადა, მაგრამ, ამავდროულად, სასაჩუქრე შეფუთვით, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს ადგომის ნათელ დღეებს.

ვარდოს პასკა არ არის უბრალოდ სააღდგომო პროდუქტი, ეს არის ტრადიცია, რომელიც არ იცვლება. თითოეული პასკა მზადდება სიყვარულით, წესების სრული დაცვით და იმ იდეით, რომ ნამდვილი გემო დროის გამოცდას უძლებს.

ცნობისთვის, „ვარდოს“ მისამართია იაკობ ნიკოლაძის 4.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა