Global Finance-მა საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატეგორიებში ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში 45 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის, დაჯილდოვდა როგორც ბიზნესის, ისე სამომხმარებლო ციფრული ბანკის საუკეთესო ინოვაციისა და ტრანსფორმაციისთვის. აღნიშნული დაჯილდოება პრესტიჟული გამოცემის, Global Finance-ის ინიციატივაა და იგი უკვე 25 წელია, საბანკო და ფინანსურ ორგანიზაციებს გამორჩეული პერფორმანსისთვის გადაეცემათ.
„საქართველოს ბანკი ყველა ასაკისა თუ ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის საყოველთაო პლატფორმებს ქმნის და ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრებისა და საქმიანობის წარმართვის უკეთეს შესაძლებლობებს აძლევს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის sCoolApp-ში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად თამაში დაემატა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ხელშესახებ ბენეფიტებს სთავაზობს, ამასთან, უახლესი ჩატბოტი ფინანსური განათლების დონის ამაღლების დამატებითი წყაროა. აღსანიშნავია მობილბანკში ხელმისაწვდომი დაზღვევის ფუნქციონალებიც, რომელთა გამოყენება მომხმარებელს მობილურით, მარტივად შეუძლია“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მისი თქმით, ინოვაციები დაინერგა ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც და მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად გახსნან ანგარიში საქართველოს ბანკში, დისტანციურად გამოიყენონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები და საჯარო სერვისებითაც ციფრულად ისარგებლონ. შეთავაზებების პლატფორმა Ads მენეჯერი კი 1 500 000-მდე მომხმარებელსა და ბიზნესს ერთმანეთთან აკავშირებს.
„ჩვენ მონაცემთა ანალიზის, მანქანური დასწავლის მეთოდებისა და სხვა ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით, დღითიდღე ვაუმჯობესებთ ციფრულ საბანკო გამოცდილებას და მას მომხმარებელზე ორიენტირებულს ვხდით. შედეგად, ვხედავთ, თუ რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია. აღნიშნული ჯილდო კი ამ ძალისხმევის აღიარებას ემსახურება, რისთვისაც მადლობას ვუხდით Global Finance-ს, ჩვენს გუნდსა და მომხმარებლებს“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ინფორმაციისთვის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის გარდა, 2024 წელს Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის, საუკეთესო მობილბანკის, საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზების, საუკეთესო UX დიზაინის და სხვა არაერთი კატეგორიის ფარგლებში დააჯილდოვა. გამარჯვებულების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო დონის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - გიორგი დოლიძე
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია შევქმნათ ბრენდი, რომელიც გამორჩეული ხარისხის, კრეატიულობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო იქნება - Incendio Events
18.05.2026.14:00
Incendio Events -ისთვის მიმდინარე პერიოდი განვითარებისა და მასშტაბური განახლების ეტაპია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Incendio Events-ის თანადამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა ქეთევან სიხარულიძემ განუცხადა.
რა მთავარი სიახლეები გაქვთ მიმდინარე პერიოდში კომპანიაში?
Incendio Events-ისთვის მიმდინარე პერიოდი განვითარების და მასშტაბური განახლების ეტაპია. აქტიურად ვმუშაობთ ახალი დიზაინ-კონცეფციების, ინოვაციური დეკორაციული გადაწყვეტილებებისა და მომსახურების მიმართულებების განვითარებაზე.
პარალელურად ვაფართოებთ ჩვენს მატერიალურ ბაზას, ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ელემენტებს და ვაძლიერებთ პარტნიორულ ქსელს, რათა თითოეულ პროექტში მომხმარებელს შევთავაზოთ დახვეწილი ესთეტიკა, ტექნიკური სიზუსტე და უმაღლესი ხარისხის შესრულება.

ივენთინდუსტრიაში ახლა განსაკუთრებით აქტიური სეზონი იწყება, როგორია მოთხოვნა ქორწილებზე, კორპორატიულ ღონისძიებებსა და კერძო ივენთებზე?
გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ტრადიციულად ყველაზე აქტიური პერიოდია ივენთინდუსტრიაში და წელს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა მოთხოვნა ღია სივრცეებში გამართულ ღონისძიებებზე. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ მარნებთან, აგროტურისტულ ობიექტებთან და სხვადასხვა ტიპის მეურნეობებთან, რომლებიც მომხმარებლებს ბუნებასთან ახლოს, ავთენტურ და გამორჩეულ გარემოს სთავაზობენ.
ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ ტენდენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა საღონისძიებო სივრცეების კონკურენტული ბაზარიც. თუ ადრე ძირითადი მოთხოვნა ქალაქში მდებარე კლასიკურ დარბაზებზე იყო კონცენტრირებული, დღეს დამკვეთები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ქალაქიდან მოშორებულ ლოკაციებს, სადაც ბუნებრივი პეიზაჟი, სიმყუდროვე და უნიკალური ატმოსფერო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
ამასთანავე, აქტიურად იზრდება მოთხოვნა კორპორატიულ ღონისძიებებსა და კერძო ივენთებზეც. მომხმარებლები უკვე მხოლოდ ორგანიზებას არ ეძებენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება იქცეს სრულყოფილ გამოცდილებად, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას, ემოციას და ინდივიდუალურ ხელწერას.

რა ტიპის ღონისძიებებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი თქვენს პორტფელში?
ჩვენს პორტფელში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ქორწილების ორგანიზება და დიზაინია. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ წყვილებს განსაკუთრებით იზიდავთ ის განსხვავებული კონცეფცია, ინდივიდუალური ხედვა და ესთეტიკური ხელწერა, რომელსაც Incendio Events თითოეულ პროექტში სთავაზობს. მათთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ვიზუალური შედეგი, არამედ კომუნიკაციის მაღალი ხარისხი, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიონალიზმი, რომელიც თანამშრომლობის პროცესს სასიამოვნოსა და სანდოს ხდის.
სწორედ ამიტომ, წყვილები საკუთარ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ანდობენ ჩვენს ბრენდს და ჩვენს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც აერთიანებს კრეატიულ, ტექნიკურ და საორგანიზაციო კომპეტენციებს.
ეს გუნდური სინერგია გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავი გარემო, არამედ სრულყოფილად დაგეგმილი და ემოციურად გამორჩეული ღონისძიება, სადაც თითოეული დეტალი საერთო კონცეფციის ორგანული ნაწილია.

რა ტენდენციებს ხედავთ დღეს ივენთების მიმართულებით, რას ანიჭებენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას მომხმარებლები ღონისძიებების დაგეგმვისას?
თანამედროვე ივენთინდუსტრიაში განსაკუთრებულად აქტუალურია ინდივიდუალური და არტისტული დიზაინ-კონცეფციები, რომლებიც სცდება ტრადიციულ ფორმებს და ქმნის სრულიად ახალ ვიზუალურ გამოცდილებას. ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ტენდენციად გვევლინება აბსტრაქტული კონსტრუქციების გამოყენება, არასტანდარტული ფორმები და სივრცის ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც ღონისძიებას უნიკალურ არქიტექტურულ ხასიათს ანიჭებს.
ასევე მზარდია ინტერესი გეომეტრიული პრინციპით დაგეგმილი განლაგებების მიმართ, იქნება ეს მაგიდების სიმეტრიული კომპოზიციები, წრიული ან მოდულური სტრუქტურები, თუ სივრცის მრავალშრიანი ორგანიზება. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ვიზუალურად ეფექტურია, არამედ სტუმრების გადაადგილებასა და საერთო გამოცდილებასაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტენდენცია კვლავ რჩება გარე სივრცეებში ჩატარებული ღონისძიებები. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ბუნებასთან ახლოს მდებარე ლოკაციებს, სადაც ავთენტური გარემო, ლანდშაფტი და ბუნებრივი განათება ღონისძიებას განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.

დღეს დამკვეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება იყოს პერსონალიზებული, ესთეტიკურად გამორჩეული და შინაარსობრივად უნიკალური ისეთი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, არამედ ემოციურ ისტორიად გარდაიქმნება.
როგორ ახერხებს Incendio Events კონკურენტულ ბაზარზე საკუთარი განსხვავებული ხელწერისა და სტილის შენარჩუნებას?
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება, არამედ ძლიერი და სანდო ბრენდის შექმნა. გვჯერა, რომ სწორედ ბრენდის სიძლიერე განსაზღვრავს მომხმარებლის ნდობას და გრძელვადიან ურთიერთობას. ბაზარზე მრავლად გვხვდება ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლები, თუმცა გამოკვეთილი ბრენდული იდენტობის მქონე კომპანიები ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა. სწორედ ეს ხედვა, სხვა პროფესიულ უპირატესობებთან ერთად წარმოადგენს Incendio Events-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას და საფუძველს, რომ მომხმარებელმა ჩვენთან თანამშრომლობა აღიქვას როგორც ხარისხის, სტილისა და სანდოობის არჩევანი.
აღსანიშნავია, რომ დღეს ღონისძიებების ინდუსტრია საქართველოში ხშირად აღიქმება, როგორც თვითდასაქმების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულება, რის შედეგადაც ბაზარზე მრავლად არიან წარმოდგენილი არასტრუქტურირებული და არასაკმარისი პროფესიული საფუძვლის მქონე ოპერატორები. ასეთ გარემოში კონკურენცია ხშირად ფასზე გადადის, რაც უარყოფითად აისახება მომსახურების ხარისხზე, ამცირებს პროფესიულ სტანდარტებს და მომხმარებელში აჩენს არაერთგვაროვან, ზოგჯერ კი ნეგატიურ დამოკიდებულებას მთლიანად სექტორის მიმართ.

ივენთმენეჯმენტი არ არის მხოლოდ კარგი გემოვნების, დეკორაციის სიყვარულის ან ესთეტიკური ხედვის შედეგი. ეს არის კომპლექსური და მრავალშრიანი პროფესია, რომელიც აერთიანებს სტრატეგიულ დაგეგმვას, ოპერაციულ მენეჯმენტს, ფინანსურ კონტროლს, ლოჯისტიკას, ადამიანური რესურსების კოორდინაციას, ტექნიკურ ცოდნას და მაღალი დონის პასუხისმგებლობას.
თითოეული წარმატებული ღონისძიების უკან დგას ასობით დეტალი, ათეულობით ჩართული მხარე და გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროებს გამოცდილებას, ანალიტიკურ აზროვნებასა და სწრაფ რეაგირებას. ივენთმენეჯერი პასუხისმგებელია არა მხოლოდ ვიზუალურ შედეგზე, არამედ პროცესის თითოეული ეტაპის ეფექტიან მართვაზე კონცეფციის შექმნიდან დაწყებული, რისკების შეფასებით, მომწოდებლების კოორდინაციითა და საბოლოო შესრულების კონტროლით დასრულებული.

ამ სფეროში წარმატება ეფუძნება ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, დისციპლინას და მენეჯერულ უნარებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ღონისძიებების ორგანიზება უნდა აღიქმებოდეს, როგორც პროფესიონალური ბიზნესი და არა მხოლოდ გემოვნებაზე დაფუძნებული საქმიანობა. ჩვენი მიზანია, საკუთარი საქმიანობით ხელი შევუწყოთ იმ სტანდარტის დამკვიდრებას, სადაც ინდუსტრიის განვითარება დაფუძნებულია განათლებაზე, გამოცდილებაზე, სისტემურ მართვასა და მკაფიო პროფესიულ პასუხისმგებლობაზე.
სამომავლოდ რა მიმართულებებზე გეგმავთ ფოკუსირებას თუ მუშაობთ ახალ პროექტებზე ან გაფართოების გეგმებზე?
სამომავლოდ ჩვენი სტრატეგიული ხედვა უკავშირდება, როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ისე სრულიად ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ღონისძიებების დიზაინისა და ორგანიზების სფეროში. ვგეგმავთ როგორც საკუთარი ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცის განვითარებას, ისე ინოვაციური მექანიკური, კინეტიკური და ტექნოლოგიური დეკორაციების დანერგვას, რაც მომხმარებლებს სრულიად ახალ ვიზუალურ და ემოციურ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ სოციალურ არხებში:
IG: https://www.instagram.com/incendio_events/
FB: https://www.facebook.com/profile.php?id=61574947478335
TikTok: https://www.tiktok.com/@incendio.events
YouTube: https://www.youtube.com/@IncendioEvents
LinkedIn: https://lnkd.in/djAMsNGH
ან შემდეგ საკონტაქტო ნომერზე : 598 00 60 12.