მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესოდ 9 მიმართულებით დაასახელა

news image

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 გლობალურ და რეგიონულ კატეგორიაში დაასახელა. მათ შორის, საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად მსოფლიოში.

კატეგორიების გამარჯვებულები ჟიურიმ ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების, შეთავაზებების, მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის, განხორციელებული ციფრული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების მიხედვით გამოავლინა.

მსოფლიო:

  • საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში;
  • საქართველოს ბანკი აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საქართველოს ბაკს აქვს მსოფლიოში საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისები კორპორატიული მიმართულებით ;
  • საქართველოს ბანკს მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს კორპორატიული მიმართულებით;
  • საქართველოს ბანკის დაკრედიტება სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესოდ იქნა აღიარებული მსოფლიოში;
  • საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ციფრული გადახდების მიმართულებით;
  • ამასთან, საქართველოს ბანკი დასახელდა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის მქონე ბანკად მსოფლიოში.

ცენტრალი და აღმოსავლეთ ევროპა:

  • საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საქართველოს ბანკი აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მოწინავე, თანამედროვე საბანკო სერვისები და პროდუქტები, რომლებიც მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რათა ფეხი აუწყოს მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და შექმნას ინოვაციური საბანკო გამოცდილება 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებლისათვის. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება 9 კატეგორიაში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასება. მინდა მივულოცო ჩვენს 8000-ზე მეტ გუნდის წევრს ეს გამარჯვება და მადლობა გადავუხადო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 კერძო უნივერსიტეტი 2025 წლის IV კვარტლის ბრუნვის მიხედვით

03.04.2026.11:00

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები). როგორც ირკვევა მეოთზე კვარტალში წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა იგივეა, რაც 2025 წლის მესამე კვარტალში იყო. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5  უნივერსიტეტი გამოიკვეთა: 

  • შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • შპს კავკასიის უნივერსიტეტი
  • შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი
  • შპს ევროპის უნივერსიტეტი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 50%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.


შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.


შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი -  გია კავთელიშვილი.~


შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები - მანანა სანაძე და გიული ალასანია.


შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა