Global Finance-ი: საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციაა მსოფლიოში
Global Finance-ი უკვე რამდენიმე ათეული წელია მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ მიერ შექმნილ თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებს აფასებს.
წელს, გამოცემის მორიგ, 24-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული კორპორატიული ბანკების ქვე-კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციის ნომინაციაში გამარჯვებულად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ეს არის ბიზნესებისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელსაც 71 500-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი რეკორდულ მაქსიმუმზეა და 90.5%-ს უტოლდება.
ბიზნეს მობილბანკი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, აკონტროლონ ტრანზაქციები, დააფიქსირონ განაცხადები და ციფრულად გაააქტიურონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტები. ეს კი ეხმარება მათ, მიიღონ საკუთარ ბიზნესებზე მორგებული საბანკო გამოცდილება.
„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების განვითარების პარალელურად, მუდმივად იზრდება საუკეთესო ციფრული შეთავაზებების შეფასების სტანდარტები. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც გაციფრულების სათავეში არიან“, - აღნიშნავს ჯოზეფ გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
გამარჯვებულების გამოსავლენად Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს და მათ მიერ შექმნილ ციფრულ პროდუქტებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
„საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ბანკია, რომელიც აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ბიზნესებს ეფექტურ ციფრულ საბანკო გადაწყვეტებს სთავაზობს - ეხმარება მათ ყოველდღიური ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და ტრანზაქციების მართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიზნესების ზრდასა და განვითარებას.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება, 2023 წლის მონაცემებით მას 71 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ამასთან, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე 90.5%-ია. Global Finance-ის მიერ მოპოვებული აღიარება თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ბიზნეს მობილბანკის შესახებ მომხმარებლის მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი, მათი მუდმივად მზარდი რაოდენობა და საერთაშორისო აღიარება ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორებია, რომლებიც გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე და ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც გაამარტივებს მათ ყოველდღიურობას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო ორ რაუნდად იმართება, პირველი რაუნდის ფარგლებში გამარჯვებულები 24 კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 20 ნომინაციაში დასახელდა. მეორე რაუნდში კი გლობალური და რეგიონული ჯილდოს მფლობელები გამოვლინდნენ.
Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად Global Finance მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, გადმოწერეთ აპლიკაცია.
სხვა სიახლეები
როგორი იყო რევაზ სოხაძის სტრატეგიული პროექტებისა და მათი ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ აქცენტები საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე - დეტალები
15.06.2026.20:15
,,ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს’’ ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვიყენებთ ყველა მსგავს ფორმატს, რომ ერთის მხრივ, ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას და ასევე, გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რაც კერძო სექტორს გააჩნია“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში - „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე”.
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო საგზაო დერეფნების და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს.
რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო და საინვესტიციო გარემოზე, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე.
დისკუსიის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები, სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხის სტანდარტების და კვალიფიციური სამუშაო ძალის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
ფორუმს ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების, საინვესტიციო, საფინანსო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.