Global Benefits Georgia — სადაზღვევო ბაზრის ტოპ 5-ში!
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ 2025 წელს მტკიცე და წარმატებული სტარტით იწყებს: პირველი კვარტლის შედეგებით კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა.
2025 წლის 1 კვრტალის მთავარი მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
ასეთი დინამიური ზრდა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სტრატეგიული პროექტების, გამარტივებული სადაზღვევო პროდუქტებისა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული, გაუმჯობესებული სერვისის შედეგია. კომპანიამ წარმატებით გაიმყარა პოზიციები როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო ბაზარზე.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პორტფელში გაერთიანებულია ყველა ძირითადი და არასტანდარტული რისკი, რაც კომპანიას გამორჩეულად კონკურენტულს ხდის ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. მათ შორის გამორჩეული მაგალითია — საჰაერო ბოინგების დაზღვევა, იახტების დაზღვევა, მსოფლიო დაფარვის სპორტული ტრამვების დაზღვევა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებისა და ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების დაზღვევა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში და სხვა.
2025 წლის ბოლომდე „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ მიზნად ისახავს მინიმუმ 20%-იან ზრდას. კომპანიის სტრატეგია ეფუძნება ინოვაციური პროდუქტების განვითარებას, მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას და ბაზრის ეტაპობრივ გაფართოებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.06.2025.13:32
შეიძლება, ყინულის წარმოება ძალიან მარტივად ჟღერდეს — წყალს გაყინავ და გაყიდი. მაგრამ, როცა მის უკან დგას ფიქრი, სტრატეგია და ღირებულებებზე დამყარებული მომსახურება - ყინული გადაიქცევა არა პროდუქტად, არამედ საქმის კეთების სტილად. ასეთია კომპანია „თოში“, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა, როგორც ერთი მცირე გრანტის იდეა, ხოლო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გრძელვადიან პარტნიორს ჰორეკას სფეროში.
„თოშის“ შექმნის იდეა უჩა კვეზერელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გაუჩნდა, როცა საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ინოვაციური იდეა — ყინულის წარმოება — თავიდან ცოტა უცნაურადაც კი ჟღერდა, თუმცა მის უკან იდგა კონკრეტული საჭიროების გააზრება და ბიზნესგეგმის სტრუქტურირებული ხედვა. პირველი აპარატი დღეში მხოლოდ 80 კილოგრამ ყინულს აწარმოებდა. დისტრიბუციისთვის კი საკუთარი მამის მანქანას იყენებდა.
როგორც უჩა ამბობს, ბარებისა და კაფეების წარმომადგენლები თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წამოწყებას — მათი აზრით, ყინული ყველას მაცივარში შეიძლებოდა დამზადებულიყო. მაგრამ სერვისის ხარისხმა და თანმიმდევრულობამ ყველას შეუცვალა შეხედულება.
ამჟამინდელი მოცემულობით კი, ეს კომპანია უკვე დღეში 10 ტონამდე ყინულს აწარმოებს, ჰყავს 34 თანამშრომელი და სარგებლობს საკუთარი მაცივრიანი მანქანებით.
წლების განმავლობაში ბაზარი გაიზარდა, კონკურენტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ „თოში“ რჩება გამორჩეულად მორგებული სერვისის სიმბოლოდ.
სტანდარტული დისტრიბუციის ნაცვლად, „თოშიმ“ შექმნა ლოგისტიკური სისტემა, რომელიც უშუალოდ ერგება თითოეული კლიენტის სპეციფიკას — იქნება ეს ბარის ღამის რეჟიმი, ფესტივალის ლოკალური საჭიროება თუ სასტუმროს ყოველდღიური მომარაგება.
ამ ეტაპზე, „თოში“ საქართველოს მასშტაბით ყინულის დისტრიბუციის ბაზრის 40%-ს ფარავს. თუმცა მათი მთავარი მიზანი ბაზრის მონოპოლიზაცია არ არის. პირიქით — კომპანიის ფილოსოფიაა სტაბილურობა, ხარისხი და სწორი პარტნიორული ურთიერთობა.
დღეს კომპანია 2000-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტით ამარაგებს ობიექტებს: ერთჯერადი ჭურჭლით, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვა. დაახლოებით 300 ორგანიზაცია სარგებლობს მათი მომსახურებით — ზოგი მხოლოდ ყინულით, ზოგი მხოლოდ საკვებით, ზოგიც ორივეთი.
„თოშის“ განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი თიბისის მიუძღვის: „2017 წელს, როდესაც ჩვენი წარმოება დღეში დაახლოებით 200 კილოგრამს შეადგენდა, გვინდოდა 1-ტონიანი აპარატის შესყიდვა, რაც წარმოებას საგრძნობლად გაგვიზრდიდა. იმ პერიოდში ეს საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო — ბევრი არ გვიჯერებდა, რომ ამ რაოდენობის ყინულის რეალიზება შესაძლებელი იქნებოდა, ან რომ საერთოდ იდგა ამის საჭიროება. თუმცა ჩვენ გვჯეროდა — მე მჯეროდა, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, რადგან ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტი იქმნებოდა და თიბისიც გვენდო.
მომდევნო ეტაპზე „თოში“ აგრარული მიმართულებით გეგმავს განვითარებას. პირველ რიგში, იგეგმება ბოსტნეულისა და მწვანილის სათბურის ტიპის წარმოება.