GITA-მ ახალგაზრდობის სააგენტოსთან სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსადა ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერებას, მათ სტრატეგიულ განვითარებასა დაახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სერვისების შესახებახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.
მემორანდუმს ხელი ასევე მოაწერეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ციფრული მმართველობისსააგენტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას განმარტებით, სააგენტოსთვის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს 9 ტექნოპარკი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ყოველწლიურად 100-მდე პროგრამახორციელდება ახალგაზრდებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში 100,000 - მდე ადამიანი იყოჩვენს პროგრამებში ჩართული. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტიქალაქი მოვიცვათ და იმ პროგრამებით, რაც GITA-ს აქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“ - განაცხადა თორნიკე ჯობავამ.
მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდული პროექტებისგანხორციელებას. ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმავახტანგ ბააკაშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემთორნიკე ჯობავამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ დავით ნადირაშვილმა, იუსტიციის სასწავლოცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.