მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

ქსელის გაფართოება და ჩურჩხელა როგორც ახალი ეტაპი - როგორია „გიშერის“ განვითარების გეგმა

news image

Cafe Gisheri • კაფე გიშერი თავისი მყუდრო, ავთენტური გარემოსა და ჯანსაღი, მაღალი ხარისხის კერძებზე ფოკუსირებით საქმიანობას ეტაპობრივად აფართოვებს. ბრენდი ამჟამად ორი ფილიალით არის წარმოდგენილი, უახლოეს მომავალში კი მესამე ფილიალის გახსნაც იგეგმება.

„გიშერი“ აქცენტს კახური ნუგბარის წარმოებაზე აკეთებს და ამიტომაც მომხმარებლებს ჩურჩხელა შესთავაზა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კაფის სტუმრებისთვის, ისე ონლაინ მომხმარებლებისთვის. „გიშერის“ ეს სტრატეგიული ნაბიჯი კომპანიას საშუალებას მისცემს გასცდეს კაფე-სივრცის ფარგლებს, ქართული გემოების პოპულარიზაციას გაუწიოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბრენდი რეგიონულ და ეროვნულ სცენაზე კიდევ უფრო გამორჩეულად წარმოაჩინოს. დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კაფე „გიშერის“ მარკეტინგის მენეჯერს ეთო ნებიერიძეს ესაუბრა. 

- როგორ დაახასიათებდით კაფე „გიშერის“ ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე და ვინ წარმოადგენს თქვენს ძირითად სამიზნე აუდიტორიას?

- კაფე-რესტორანი „გიშერი“ არის მყუდრო, ავთენტური და შინაარსიანი გარემო - ბრენდის ძირითადი ფილოსოფია ემყარება ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის კერძებს. „გიშერი“ განიხილება როგორც მრავალფუნქციური თავშეყრის ადგილი: ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია დროის ნაყოფიერად გატარება, მუშაობა, სწავლა, შეხვედრების გამართვა, ან უბრალოდ ქალაქის რიტმიდან დროებით გამოსვლა და სიმშვიდის პოვნა. „გიშერი“ ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც ერთნაირად ახლობელია და მიმზიდველი როგორც თელავის ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.

“გიშერის“ სამიზნე აუდიტორიის ბირთვს შეადგენენ თელავის ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც აფასებენ კომფორტულ ინტერიერსა და ჯანსაღ სამზარეულოს. ამასთან, კაფე მიზნად ისახავს ტურისტების მოზიდვას, რომლებსაც სურთ ავთენტური კახური გამოცდილების მიღება თანამედროვე და დახვეწილ ფორმატში. ბრენდის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია მისი საზღვრების გაფართოება. „გიშერი“ ეტაპობრივად აყალიბებს კახური ნუგბარის დამოუკიდებელ საწარმოო ხაზს, უმაღლესი ხარისხის ჩურჩხელების ფართო ასორტიმენტს. ეს პროდუქცია გათვლილია როგორც კაფის სტუმრებზე, ისე ონლაინ მომხმარებლებზე საქართველოს მასშტაბით. ამ სტრატეგიული ნაბიჯით  ბრენდი გასცდება კაფე-რესტორნის ფარგლებს, რაც ხელს შეუწყობს კახური გემოების პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- ამ დროისთვის რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი კაფე „გიშერი“ ბაზარზე და როგორია გაფართოების გეგმები უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში? სად ხედავთ ბრენდს ამ პერიოდში?

- ამ ეტაპზე  „გიშერი“ ბაზარზე ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. მესამე ფილიალის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება, რაც ბრენდის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა.

უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში „გიშერი“ საკუთარ თავს ხედავს როგორც მზარდ, სტაბილურ და გამორჩეულ ქართულ ბრენდს, რომელიც ეტაპობრივად აფართოებს ქსელს, თუმცა ხარისხი და კონცეფცია უცვლელი რჩება. ჩვენი მიზანია, „გიშერი“ დარჩეს მყუდრო, ავთენტურ სივრცედ.

ამ პერიოდში ბრენდის განვითარების მთავარი მიმართულება იქნება კაფე-რესტორნების სივრცეების გაძლიერება და პარალელურად კახური ნუგბარის ხაზის განვითარება, რაც „გიშერს“ შესაძლებლობას მისცემს, გასცდეს ერთი ლოკაციის ჩარჩოებს და იქცეს ცნობად ბრენდად როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის მასშტაბით.

- რა გახდა ჩურჩხელის წარმოების დაწყების მთავარი მოტივაცია და როგორ აპირებთ კახური ნუგბარის პოპულარიზაციას ბაზარზე?

ჩურჩხელის წარმოების დაწყების მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, „გიშერი“  გასცდენოდა მხოლოდ კაფე-სივრცეს და ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული, ავთენტური პროდუქტის სახით უფრო ფართო აუდიტორიამდე მიეღწია. კახეთი ისტორიულად ნატურალურ ნუგბარს უკავშირდება და სწორედ ამ რეგიონულ იდენტობაზე დაყრდნობით გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული ჩურჩხელა.

კახური ნუგბარის პოპულარიზაციას სხვადასხვა მეთოდით ვაპირებთ - იქნება ეს ბრენდირებული შეფუთვა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია თუ ისტორიის გაზიარება. პროდუქტი გაიყიდება როგორც კაფე „გიშერში“, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ არხების საშუალებით. მთავარი აქცენტი გაკეთდება გემოს ავთენტურობაზე, ჯანსაღ შემადგენლობაზე და ემოციურ კავშირზე, რომელსაც კახური ტრადიცია აღძრავს ნებისმიერ მომხმარებელში. 

- როგორ ერწყმის ჩურჩხელა კაფე „გიშერის“ საერთო ბრენდულ კონცეფციას და ღირებულებებს?

- ჩურჩხელა ბუნებრივად ერწყმის კაფე „გიშერის“ საერთო ბრენდულ კონცეფციას, რადგან ის პირდაპირ გამოხატავს იმ ღირებულებებს, რომლებზეც ბრენდი თავიდანვე აშენდა, ავთენტურობას, ხარისხს, სიმარტივეს და ზრუნვას დეტალებზე. „გიშერისთვის“ საკვები მხოლოდ პროდუქტი არ არის; ეს არის ისტორია, გარემო და განცდა, რომელსაც სტუმარი თითოეულ დეტალში გრძნობს.

როგორც კაფე-სივრცე ქმნის მყუდრო გარემოს შეხვედრებისთვის, სწავლისა და დასვენებისთვის, ისე ჩურჩხელა წარმოადგენს ტრადიციულ ქართულ ნუგბარს თანამედროვე ხედვით, ბუნებრივი ინგრედიენტებით, დახვეწილი ვიზუალით და სანდო გემოთი. ეს პროდუქტი აგრძელებს „გიშერის“ იდეას, რომ ქართულმა გემომ და კულტურამ შეძლოს თანამედროვე მომხმარებელთან სწორად, ბუნებრივად და ღირსეულად საუბარი.

- რატომ „გიშერის“ ჩურჩხელა?  რა კონკურენტული უპირატესობებით გამოირჩევა თქვენი პროდუქტი ბაზარზე არსებულ ანალოგებთან შედარებით?

- იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ ტრადიციული ნუგბარი. ეს არის კაფე „გიშერის“ ფილოსოფიის გაგრძელება. ჩვენი ჩურჩხელა ასახავს კაფე „გიშერის“ კონცეფციას - ბუნებრივი გემო, ნატურალური შემადგენლობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა.

კონკურენტული უპირატესობები ბაზარზე არსებულ ანალოგებთან შედარებით:

 • ბუნებრივი ინგრედიენტები და კონტროლირებული წარმოება, აქცენტი კეთდება ხარისხზე და არა მასობრივ წარმოებაზე;
 • კახური იდენტობა, პროდუქტი დაფუძნებულია რეგიონულ ტრადიციაზე და არა გენერიკულ რეცეპტზე;
 • ბრენდირებული, სუფთა და ესთეტიკური შეფუთვა, რომელიც ჩურჩხელას საჩუქრის სტატუსსაც აძლევს;
 • სანდოობა ბრენდისგან  მომხმარებელი უკვე იცნობს „გიშერს“ როგორც ხარისხზე ორიენტირებულ კაფეს, რაც პროდუქტზეც პირდაპირ აისახება.

- კაფეების გარდა, ჩურჩხელის რეალიზაციას გეგმავთ ონლაინ არხებითაც. რა მოლოდინები და გათვლები გაქვთ ამ მიმართულებით და მიწოდების კუთხით რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ ან გეგმავთ თანამშრომლობას?

- კაფეების გარდა, ჩურჩხელის ონლაინ რეალიზაციას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, „გიშერის“ პროდუქტი გასცდეს კონკრეტულ ლოკაციას და ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მოლოდინია, რომ ონლაინ გაყიდვები ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი და მზარდი არხი, განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ეძებს ხარისხიან, სანდო და საჩუქრისთვის ქართულ ნუგბარს.

გათვლები ეფუძნება ეტაპობრივ ზრდას. პირველ ეტაპზე ფოკუსი კეთდება ცნობადობის გაზრდასა და მოთხოვნის ტესტირებაზე, ხოლო შემდგომში შეკვეთების სტაბილურ მატებაზე. მიწოდების კუთხით ვგეგმავთ თანამშრომლობას სანდო საკურიერო კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს მასშტაბით. პარალელურად, ვიტოვებთ შესაძლებლობას, საჭიროების მიხედვით გავაფართოოთ პარტნიორთა წრე, რათა მომხმარებელს მივაწოდოთ პროდუქტი ხარისხის და ვადების სრული დაცვით.

- რა არის თქვენი მთავარი მარკეტინგული და ბიზნეს მიზნები მომდევნო წლისთვის?

- მომდევნო წლისთვის ჩვენი მთავარი მიზანია „გიშერის“ ბრენდის სისტემური გაძლიერება - როგორც კაფე-სივრცეების, ისე კახური ნუგბარის მიმართულებით.

ბიზნეს მიზნების კუთხით, ფოკუსი კეთდება არსებული ორი ფილიალის სტაბილურ ზრდაზე და მესამე ფილიალის წარმატებულ გახსნაზე, ისე რომ არ დაირღვეს ის ხარისხი და გარემო, რაც „გიშერს“ მომხმარებლისთვის ცნობად და სანდო ბრენდად აქცევს. პარალელურად, მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩურჩხელის წარმოების სტაბილიზაცია და მისი ჩამოყალიბება როგორც დამოუკიდებელი, მოთხოვნადი პროდუქტის.

მარკეტინგული თვალსაზრისით, მთავარი პრიორიტეტია ბრენდის ცნობადობის ზრდა, მკაფიო იდენტობის ჩამოყალიბება და იმ ნარატივის გაძლიერება, რომელიც „გიშერს“ აკავშირებს კახურ ტრადიციებთან, ბუნებრივ გემოსთან და თანამედროვე სტილთან. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა „გიშერი“ აღიქვას არა მხოლოდ კაფედ, არამედ ბრენდად, რომელსაც აქვს ისტორია, ღირებულებები და მომავალზე ორიენტირებული ხედვა.

- როგორია თქვენი ხედვა ბრენდის ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებით,  უფრო ორგანული ზრდა თუ აქტიური მარკეტინგული კამპანიები?

- ჩვენი ხედვა ბრენდის ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებით ეფუძნება ორგანული ზრდისა და მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობების ბალანსს. „გიშერისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის განვითარება იყოს ბუნებრივი და სანდო, ამიტომ ძირითადი საყრდენი რჩება პროდუქტის ხარისხი, მომხმარებლის გამოცდილება და რეკომენდაციები, რაც ორგანული ზრდის მთავარი წყაროა.

ამასთან, არ ვეყრდნობით მხოლოდ თვითდინებას  ვგეგმავთ შერჩევით, კონცეპტუალურ და ბრენდზე მორგებულ მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც არ იქნება აგრესიული, არამედ გააძლიერებს იმ ემოციურ კავშირს, რაც უკვე არსებობს მომხმარებელთან. ჩვენი მიზანია, „გიშერის“ ცნობადობა გაიზარდოს ეტაპობრივად, სწორი ტემპით და ისე, რომ ბრენდის ავთენტურობა და ნდობა ნებისმიერ ეტაპზე შენარჩუნდეს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია DOOR 032-ის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

09.03.2026.16:00

DOOR 032 წარმოადგენს ინტერიერის დიზაინისა და რემონტის სრული ციკლის სტუდიას. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მარიამ ხარშილაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

DOOR 032 წარმოადგენს ინტერიერის დიზაინისა და რემონტის სრული ციკლის სტუდიას, რომელიც მუშაობს იდეიდან სრულ რეალიზაციამდე - „გასაღებამდე“ პრინციპით.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი DOOR 032-ის სახელით შედარებით ახლახანს ჩამოყალიბდა, ჩვენი პროფესიული გამოცდილება რამდენიმე წელს ითვლის და ეფუძნება პრაქტიკულად განხორციელებულ პროექტებს.

ჩვენი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ დიზაინს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც ვიზუალურ კონცეფციას, არამედ როგორც სრულად სამართავ პროცესს.

თითოეული პროექტი მოიცავს:

• ინტერიერის სრულ დიზაინ-პროექტს;
• სამუშაო დოკუმენტაციას;
• ავტორ ზედამხედველობას;
• რემონტის პროცესის მართვას;
• მასალებისა და ავეჯის შერჩევას;
• სივრცის სრულად დასრულებულ ფორმატში ჩაბარებას.

ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ ესთეტიკურად გამართული სივრცე, არამედ კარგად დაგეგმილი, ფუნქციური და ხარისხიანად შესრულებული გარემო - მინიმალური ჩართულობითა და მაქსიმალური სიმშვიდით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინის სფეროში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მომხმარებელი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ვიზუალური ეფექტით. ის ეძებს პროფესიონალურ მენეჯმენტს, გამჭვირვალე პროცესს, დეტალურად გაწერილ ბიუჯეტს და შედეგის პროგნოზირებადობას.

⁠რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

DOOR 032-ის მთავარი უპირატესობა არის პროცესის სრული კონტროლი და სისტემური მიდგომა.

ჩვენთვის დიზაინი ნიშნავს არა მხოლოდ ფორმასა და ფერს, არამედ სივრცის ფუნქციურობას, მასალების სწორ შერჩევას, ტექნიკურ სიზუსტეს და რეალურად განხორციელებად გადაწყვეტილებებს.

ამიტომაც, ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ესკიზს ან ვიზუალს - ჩვენ ვმართავთ იდეის რეალიზაციის თითოეულ ეტაპს. ჩვენი ჩართულობა იწყება კონცეფციიდან და სრულდება სივრცის საბოლოო ჩაბარებით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით გაფართოებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით?

სამომავლოდ ჩვენი მიზანია DOOR 032-ის სტრატეგიული განვითარება და ბრენდის პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერება.

ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას და უფრო მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებზე მუშაობას. პარალელურად, ვმუშაობთ შიდა პროცესების დახვეწაზე, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხის სტანდარტი პროექტების რაოდენობის ზრდის პირობებშიც.

ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის მხოლოდ ზრდა - ჩვენთვის პრიორიტეტულია ხარისხი, პროფესიონალიზმი და ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც დროში მდგრადი და ღირებულებით გამორჩეული იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა