მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.6
0.0193
flag
AZN 1.5866
0.0004
flag
CNY 38.686
0.0027
flag
EUR 3.1439
-0.0028
flag
GBP 3.6287
-0.0048
flag
KZT 52.88
-0.0002
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6975
0.0006

საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში სიახლეებია

news image

საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეებია.

2026 წლის მარტიდან Lion Finance Group PLC-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და მთავარი ფინანსური ოფიცრის პოზიციას (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას) დაიკავებს გიორგი შაგიძე, რომელიც აქამდე Maib-ის, მოლდოვის უდიდესი ბანკის, გენერალური დირექტორი იყო.

გიორგი შაგიძე ჯგუფის ფინანსებსა და საერთაშორისო ზრდაზე იქნება პასუხისმგებელი. იგი ამ პოზიციაზე სულხან გვალიას შეცვლის, რომელმაც ბანკში 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა. სულხან გვალია რჩება არააღმასრულებელ წევრად Lion Finance Group PLC-ის სხვადასხვა შვილობილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოებში, მათ შორის Ameriabank-ში, სომხეთში.

Maib-ში, გიორგი შაგიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა მასშტაბური Agile და ციფრული ტრანსფორმაცია, განვითარდა ციფრული შესაძლებლობები, დაინერგა მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა და, ბაზრის წილისა და ციფრული ჩართულობის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, გაძლიერდა ფინანსური მაჩვენებლები.

გიორგის საბანკო გამოცდილება მოიცავს TBC Bank Group-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის თანამდებობას, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯგუფის IPO-სა და უზბეკეთში მისი გაფართოების ადრეულ ეტაპებზე, ასევე მუშაობდა გლობალური ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორად Barclays PLC-ში. ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, არის CFA-ს პროფესიული წოდების მფლობელი და სტენფორდის ბიზნესის სკოლაში სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის კურსდამთავრებული.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, გიორგი გურეშიძე, რომელიც 2025 წლის მარტიდან წარმატებით ხელმძღვანელობს საქართველოს ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებას, გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას).

მას მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ის 2017 წლიდან 2023 წლამდე Georgia Global Utilities-ში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. გიორგი იყო საინვესტიციო ანალიტიკოსი, ფინანსური ანალიზისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი. ის ასევე იკავებდა სტრატეგიული პროექტებისა და ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას, 2020-2023 წლებში კი კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო.

გიორგი გურეშიძემ კარიერა Deloitte-ში აუდიტორად დაიწყო. ის ასევე მუშაობდა თიბისი ბანკში, ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერად. გიორგიმ ეკონომიკასა და გლობალურ საკითხებში ბაკალავრის ხარისხი იელის უნივერსიტეტში მიიღო.

“მინდა, მადლობა გადავუხადო სულხან გვალიას მისი თავდადებული საქმიანობისა და ჩვენს წარმატებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ის აღმასრულებელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჩვენს ფინანსურ მიმართულებას და ხელს უწყობდა ჩვენი ბიზნესისა და კულტურის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ ის ჯგუფში არააღმასრულებელ თანამდებობაზე დარჩება. ასევე, მივესალმები გუნდში გიორგი შაგიძეს. Maib-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობით, მას დიდი გამოცდილება აქვს ციფრული ტრანსფორმაციის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო საქმიანობის განვითარებაში. მჯერა, რომ მისი გამოცდილება, ლიდერული თვისებები და ფართო რეგიონის ცოდნა მთელ გუნდს გააძლიერებს. და ბოლოს, მინდა მივულოცო გიორგი გურეშიძეს დამსახურებული დაწინაურება. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მიმართულება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მას ახალ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ფრუტერა“ 2026 წელს ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

15.01.2026.16:00

„ფრუტერა“ არის ქართული საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის ნატურალურ ხილის პროდუქტებს და ძირითადად ორიენტირებულია ჩირის წარმოებაზე, კონსერვანტების, ემულგატორებისა და შაქრის დანამატების გარეშე. Business Insider Georgia- კომპანიის თანადამფუძნებელს, დავით გელუტაშვილს, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„2025 წელი გარკვეული სირთულეებით გამოირჩეოდა. მოსავლიანობის შემცირებამ შიდა ქართლში ნედლეულის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზოგიერთ ნედლეულზე ფასმა 5-ჯერ მოიმატა, რაც აისახა თვითღირებულებასა და პროდუქციის საბოლოო ფასზე. ამის გამო შევამცირეთ წარმოებაც, რადგან გაზრდილი ფასის პირობებში, თუნდაც შარშანდელი რაოდენობის რეალიზაცია, გართულდებოდა.

მოთხოვნიდან გამომდინარე ვცდილობთ ასორტიმენტის გაფართოებას. დავამატეთ სხვადასხვა სახის ჩირები და წვენები, დავიწყეთ პომიდვრის ჩირის წარმოება ზეითუნის ზეთში, ასევე პომიდვრის პესტოს წარმოება. მიუხედავად წარმოების მოცულობის შემცირებისა, ასორტიმენტის გაფართოების შედეგად, პროდუქციის რეალიზაცია სრულად ხდება.

ვფიქრობთ, მომავალი წელი უფრო მოსავლიანი იქნება და წარმოებაც გაიაფდება. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას: ვაპირებთ სხვადასხვა სახის მცენარეული ჩაის გამოშვებას, მათ შორის კრაზანას და სხვა მრავალ განსხვავებულ სახეობას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა