მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა

news image

ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში მუშაობისას, ახალგაზრდა ფინანსისტმა, გიორგი მესხმა შეამჩნია, რომ ხშირად მიზეზი, რის გამოც კომპანია ინვესტიციას ვერ იღებდა, ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია იყო.

ეს ის შემთხვევაა, როცა კარგი იდეა, პროფესიონალთა გუნდი და თუნდაც სწორი ბიზნესმოდელი თავისით ვერ ყიდის თავს. საჭირო ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია, სწორი პრეზენტაცია და საინვესტიციო მასალების ხარისხიანი მომზადება.

“საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ამ მასალებზე მუშაობა და, რაც მთავარია, იმ შედეგებისა და წარმატებების ნახვა, რასაც კომპანიები იღებდნენ ჩემ მიერ მომზადებული საინვესტიციო მასალების გამოყენების შემდეგ“,- იხსენებს გიორგი, რომელმაც თიბისი ბიზნესდაჯილდოების “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციაში მეორე ადგილი აიღო.

დღეს უკვე 600-ზე მეტ სტარტაპთან თანამშრომლობს მსოფლიოს 35-ზე მეტი ინდუსტრიიდან. მისი კლიენტები ძირითადად აშშ-დან, ევროპული და არაბული ქვეყნებიდან არიან. თემებიც მრავალფეროვანია: შვეიცარიის საგანმანათლებლო ინსტიტუტის პროექტები თუ საჰარის უდაბნოს ტურიზმი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტს განსაკუთრებით ხიბლავს, ხელოვნური ინტელექტია. მიმართულება, რომელიც დღითიდღე უფრო ხშირად საჭიროებს საინვესტიციო მასალების მომზადებას.

“პროცესი, როგორც წესი, ასე მიმდინარეობს: ჯერ ვადგენთ საინვესტიციო პრეზენტაციას, შემდეგ ფინანსურ მოდელს, სურვილის შემთხვევაში სხვა კომპონენტებსაც, შემდეგ ვეხმარები სტრატეგიულ პოზიციონირებაში, რათა დამაჯერებლად წარადგინონ საკუთარი ბიზნესის სიძლიერეები. საბოლოო ჯამში, კლიენტებს უფრო ნათლად ესმით, თუ როგორ მივიდნენ ინვესტორებთან და რას ელოდონ პროცესში“, -გვიხსნის გიორგი.

ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 18 თვეში, მის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, სტარტაპებმა $140 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, ხოლო გიორგის საქმიანობის მთლიანი მოცულობა $1.2 მილიარდს აჭარბებს.

“ბევრი სტარტაპი ფიქრობს, რომ კარგად მომზადებული „ფიჩ დექი“ ინვესტორების ავტომატურ ინტერესს გამოიწვევს, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია, მიზნობრივი ინვესტორების შერჩევა და პროცესის თანმიმდევრული მართვა. თან ხომ გახსოვთ? წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
ფრილანსერობა გიორგისთვის თავისუფლების სინონიმია. შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს პროექტები, იმუშაოს სხვადასხვა ინდუსტრიაში და ყოველ ჯერზე ახალი გამოცდილება მიიღოს. თუმცა, ამ თავისუფლებას თავისი სირთულეებიც ახლავს, მუდმივი მობილიზება”.

თიბისის მიერ „საუკეთესო ფრილანსერის“ ტიტულით დაჯილდოება მისთვის განსაკუთრებული მოტივაცია გახდა. აღიარება სტიმულია, ახალი ენერგიით გააგრძელოს განვითარება და საერთაშორისო მასშტაბზე კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი პროფესიული ადგილი.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

23.09.2025.18:34

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.

ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა