გიორგი ლიპარიშვილი, მასწავლებლების ჯილდოს ათეულის წევრი - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, საერთაშორისო „The Global Teacher Prize“-ის ფარგლებში, კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
მასწავლებლების ჯილდოს ათეულის წევრია გიორგი ლიპარიშვილი - მასწავლებელი, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება.
“მამარდაშვილი ამბობდა, რომ ადამიანი თუ აზროვნებამდე მივიდა, ეგ არის უკვე გადარჩენაო. განათლების გზაზე არგაჩერებაც ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ განვითარდე და არ გახდე მოსაწყენი ნებისმიერ სფეროში, სადაც კი მომავალში მოხვდები. არგაჩერება ამ გზაზე გაძლევს ძალას, სწორად იარო აზროვნებისკენ”, - ამბობს გიორგი.
გიორგი ხელოვნების მასწავლებელია მე-6 საავტორო, ათასწლეულისა და საერთაშორისო ქართულ სკოლებში; კრეატივის სკოლაში ასწავლის იდეების პრეზენტაციას, მამების სკოლაში – როგორ გახდნენ მამები უკეთესები, ასევე ონლაინ ასწავლის ქართულს ქართველ ემიგრანტებს ამერიკასა და აზიაში. აქვს დამატებით YouTube-არხი და საავტორო გადაცემა ბავშვებისთვის -„ლიპარასკეობა“.
“თუ გაჩერდები, ერთხელ ფეხს თუ აურევ, შეიძლება გადაგეხლართოს ფეხი, წაბორძიკდე და წაიქცე. იმაზე მეტი სამსახური მაქვს გამოცდილი და გამოცვლილი, რამდენი წლისაც ვარ. ბავშვობაში მუშაობის სიმორცხვე მქონდა, მაგრამ თან ვიყავი ბედნიერი, რომ შრომით საკუთარ სწავლას ვაფინანსებდი. ჩემს ძმას რომ პირველად რაღაც ვუყიდე, ვიტირე სიხარულით, ბავშვი ვიყავი და ეს რომ თავად მე შევძელი, ეს იყო ბედნიერების ნაწილი და ეს ძალა წამომყვა მერეც”, - აღნიშნავს გიორგი.
ამბობს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია არასდროს არის გვიანი. ის საკუთარ თავს მოსწავლებელს ეძახის - მუდმივი სწავლისა და თვითგანვითარების გზაზე შეუძლებელია მიღებული ცოდნით დაკმაყოფილდე. ყოველთვის ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა არის ის, რაც გვეხმარება, განათლების გზაზე არ გავჩერდეთ.
„მე გვიან დავიწყე ფეხბურთის თამაში, გვიან დავიწყე ინგლისურის სწავლა. გვიან ვგულისხმობ, რომ ასაკით გვიან, თორემ არასდროსაა სწავლა გვიან და ყოველთვის შეიძლება მიიღო განათლება, ნელა აკეთო რაღაც საქმე, მაგრამ მაინც აკეთო და არ გაჩერდე. სულ დამაქვს წიგნი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ წაკითხვას, იქნებ გამოჩნდეს დრო, თვალს ჩავკრავ, მეგობარივითაა, მინდა, ჩემთან იყოს ახლოს“, – ამბობს გიორგი.
სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გიორგი ლიპარიშვილი მასწავლებლების ჯილდოს ათეულის წევრია.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლების ჯილდოს პროექტი მეცხრე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი მასწავლებლების გამოვლენას, რომლებიც განათლების სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია. ასევე, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მათთვის სასურველ მასწავლებელს გაუწიოს ნომინირება.
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:https://application.tprize.ge/
„როცა მოსწავლეები შეცდომას უშვებენ, ხშირად ამბობენ ხოლმე “არ გამოდის, მას!”– მე ვპასუხობ, რომ ეს თუ არის ჩიხი და თუ შესავალია, აუცილებლად ექნება უკან გამოსავალი“, - გიორგი ლიპარიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.