მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

გიორგი ბარათაშვილი

news image

სადაზღვევო სექტორი ყოველწლიურად მზარდია და ის მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ხელს სავალდებულო დაზღვევის პროდუქტების ამოქმედებაც შეუწყობს ხელს. სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე Business Insuder Georgia სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს ესაუბრა.

- სადაზღვევო ბაზარი რომ შეგვიფასოთ, რა როლი აქვს დღეს სადაზღვევო სექტორს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაში?

- ბოლო სამი წელია, რაც სადაზღვევო ინდუსტრია იზრდება. რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება. თუ ეკონომიკა ვითარდება რეალურად ჩვენ ვხედავთ, დაზღვევის სექტორიც ვითარდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში დავინახეთ ეკონომიკის საკმაოდ სერიოზული ზრდა, რაც აუცილებლად აისახა, რადგანაც მშპ-ს ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სადაზღვევო სექტორის ზრდასთან. გამოწვევა დღეს არის ის, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ დაზღვევის სავალდებულო სახეობები. ეს არის არის ყოვლად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს. დავინახეთ არაერთი შემთხვევა, რომელიც იყო ძალიან დიდი ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის, იყო დაზღვეული და რეალურად ბიზნესმა მიიღო ანაზღაურება. ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ დაზღვევა არის რისკის მართვის მთავარი საშუალება. თუ ადამიანს დაზღვეული აქვს და მას მიადგა ზიანი, ნიშნავს ეს სტაბილურ ეკონომიკას. ბიზნესის სტაბილურ განვითარებას, ხოლო ბიზნესის სტაბილური განვითარება ნიშნავს ქვეყნის მშპ-ს სტაბილურ განვითარებას.

- ალდაგი მაგალითზე, რა მიმართულებით ხედავთ ზრდის პერსპექტივას არსებული პროდუქტებიდან?

- აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ქონების დაზღვევაზე. ქონების დაზღვევა არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ეკონომიკური სტაბილურობის და ბიზნესის სტაბილურობის. ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც არის უხვ თოვლიანობა და არაერთი ბიზნესი იყო დაზღვეული. ამ ბიზნესებმა რეალურად მიიღეს, ან მიიღებენ ანაზღაურებას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მათ ბიზნეს საქმიანობა გააგრძელონ სტაბილურად და რეალურად არ აისახოს როგორც ბიზნესსა და დასაქმებულებზე და აგრეთვე, ბიუჯეტში გადასახადები სტაბილურად გადაიხადონ. წელს ვნახეთ არაერთი დიდი ხანძარი, რომელიც მიადგათ ბიზნესებს და ასევე არაერთი შემთხვევა იყო დაზღვეული, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული ბიზნესების სტაბილურად განვითარებას. უფრო, რომ დავაკონკრეტოთ არსებულ პროდუქტებზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ქონების დაზღვევა, რათა მეტი ქონება იყოს დაზღვეული, როგორც იურიდიული პირის, ისე კერძო პირის?

- დღეს ქონების დაზღვევაში რა მაჩვენებლებია?

- საკმაოდ მზარდია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ 30%-იან ზრდას. საკმაოდ დიდი მოცვა გაქვს კორპორატიულ სეგმენტში. აქამდე არ გვქონდა დიდი მოცვა მცირე, საშუალო და წვრილ ბიზნესში. თუმცა ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ ცალკე მიმართულება, გავზარდეთ ხელმისაწვდომობა და გავაკეთეთ ცალკე პროდუქტები, რომელიც ორიენტირებულია ქონების დაზღვევაზე. შესაბამისად ქონების დაზღვევა არის მეორე სიდიდით და დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს ჯამურად მოზიდული პრემიების.

- თქვენც ბრძანეთ და სტატისტიკაც ამას გვეუბნება, რომ სახეზეა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბოლო პერიოდში სადაზღვევო ბაზარზე ვიხილეთ ასევე გარკვეული გადაადგილებები, ამ ფონზე მინდა გკითხოთ, როგორია ინვესტორების ინტერესი სადაზღვევო სექტორისადმი?

- ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება, როცა სავალდებულო სახეობა გვექნება. რა თქმა უნდა ინვესტორები ელოდებიან, ხედავენ პერსპექტივას ბაზარზე და ჩემი პროგნოზია, რომ ეს მოლოდინები კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც კი ჩვენ მესამე პირების პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონს მივიღებთ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ

02.05.2025.21:27

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. 

PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. „Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. 

EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და  აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. 

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმოამდგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ  სტუმრებს გააცნოსაწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები. PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო. 

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას.  ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხამრებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“

უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა