მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ღვინო სიმი წარმოებას ზრდის და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

news image

Simi Wine • ღვინო სიმი, რომელიც ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა, 2025 წელს გაყიდვების 70%-იან ზრდაზე აცხადებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ღვინო სიმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ვანო ხმიადაშვილმა განაცხადა, კომპანიის აქტიურობასთან და ცნობადობის ზრდასთან ერთად გაყიდვებიც მზარდია.

„ჯერ ახალი კომპანია ვართ და ბაზარზე დაახლოებით 2 წელია ვართ წარმოდენილები. დღეისთვის ღვინო სიმი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, წარმოდგენილები ვართ 8000 მოსავალი ყველა მაღაზიაში. ასევე ამბავი ვაინი ვაკეში. აბაშიძე და ასათიანის ქუჩაზე მდებარე ვინო ჯორჯიას ღვინის მაღაზიაში, ლესელიძეზე მდებარე ღვინის მაღაზიებში: მოდი ვაინ. ინ ვინო. ინ ვაინი. ქინგს ვაინერი. სულიკო, ასევე რესტორან მეტეხის ჩრდილში, რესტორან პურის სახლში. 

2025 წელს 2024 წელთან შედარებით გაყიდვები 70%-ით გვაქვს გაზრდილი. პრაქტიკულად 2024 წელს დამწყებები ვიყავით და ამიტომ წელს გაყიდვების ზრდა სახეზეა. ჩვენმა აქტივობებმა ის გამოიწვია, რომ თანდათან უფრო ცნობადები გავხდით, რაც ჩვენს გაყიდვებზეც აისახა“, - განმარტავს ვანო ხმიადაშვილი.

მისივე თქმით, წელს ღვინო სიმის წარმოება კიდევ უფრო გაზარდა, რადგან უფრო მეტი ყურძენი მიიღო და გადაამუშავა, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის წარმოების 50%-იან ზრდას ნიშნავს. გაზრდილი წარმოების ხარჯზე ღვინო სიმი ექსპორტზე გასვლაზეც ფიქრობს და ამ მიმართულებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ექსპორტის დაწყებას აქტიურად განვიხილავთ, უბრალოდ ჯერჯერობით მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. მოლაპარაკებების კუთხით ვსაუბრობთ აშშ-ში, პოლონეთსა და ჩინეთში ღვინო სიმის შეტანაზე“, - აცხადებს ღვინო სიმის დამფუძნებელი.

დღეისთვის ღვინო სიმი 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლებიც საშუალო სეგმენტზე გათვლილია. კომპანიის მენეჯმენტის აზრით, დამწყები კომპანიისთვის 5 სახეობის ღვინო საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე ასორტიმენტის ზრდას არ ვგეგმავთ, რადგანაც როგორც დამწყები კომპანიისთვის, 5 სახეობის ღვინო ნორმალურია. თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ“, - აცხადებს ვანო ხმიადაშვილი.

ღვინის სახელწოდება „სიმი“ მუსიკისა და ღვინის კავშირის გამო შეირჩა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს

11.12.2025.16:00

წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.

12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.

განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.

საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:

  • ახალი ნაძვის ხის საზეიმო ანთება;
  • განახლებული საახალწლო დეკორაციები
  • ცოცხალი მუსიკა;
  • სანტების ფლეშმობი;
  • გორის გოგონათა მუსიკალური გუნდის გამოსვლა;
  • საახალწლო თემატიკის ფოტოზონები.

ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა