მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ღვინის კომპანია „ნაბერაული“ – რაჭიდან მსოფლიო ბაზრისკენ

news image

ღვინის კომპანია Naberauli • ნაბერაული, რომელიც ცნობილია ისტორიით, ემოციითა და სიყვარულით დამზადებული ღვინოებით, საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ოსეფაშვილი აცხადებს, „ნაბერაულის“ ღვინოები ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირს ქვეყნებში გადის, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის სურვილია, რომ საექსპორტო არეალი გააფართოოს და „ნაბერაულის“ ღვინო მეტ ქვეყანაში გაიყიდოს. გეგმას კომპანია ეტაპობრივად მიყვება და მალე, საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალს ახალ მიმართულებასაც დაამატებს.

დღეს „ნაბერაულის“ ღვინოები იყიდება გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში. უკრაინა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და პროდუქცია უკრაინაშიც შეგვაქვს. ბრიტანეთთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს და იმედი წლის ბოლომდე „ნაბერაულის“ ღვინოები დიდი ბრიტანეთშიც გაიყიდება.

„ექსპორტის წილი ამ ეტაპზე შედარებით მცირეა, თუმცა ჩვენი სტრატეგია მისი გაზრდაა. უკვე ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც პრემიუმ ხარისხის ღვინოების მიმართ მაღალი ინტერესია - აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და სკანდინავიის რეგიონი“, - განმარტავს ოსეფაშვილი.

ადგილობრივი ბაზარი და პოზიციონირება

მიუხედავად ექსპორტის გაფართოების გეგმისა, დღესდღეობით კომპანიის მთავარი ბაზარი კვლავ საქართველოა. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, „ნაბერაულის“ ღვინოები წარმოდგენილია პრემიუმ ჰორეკა ობიექტებში — მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე სპეციალიზებულ ალკოჰოლურ მაღაზიებში, როგორიცაა „ალკორიუმი“ და „8000 მოსავალი“, “ღვინის გალერეა” და “ალკოსფერო”. სუპერმარკეტებში პროდუქცია არ იყიდება, რაც ბრენდის მაღალი სეგმენტის პოზიციონირებას ასახავს.

ზრდა წარმოებაში

გაყიდვების ზრდის პარალელურად კომპანია ეტაპობრივად ზრდის წარმოების მოცულობასაც, თუმცა საწარმო ამ დროისთვის 100%-ით დატვირთული არ არის. ჩვენ გაყიდვების დინამიკას მივყვებით და წარმოებაც ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ წლიდან წლამდე მზარდ მოთხოვნას არ ჩამოვრჩეთ და ამავდროულად, არ მოხდეს პროდუქციის ჭარბი წარმოება. გვაქვს რესურსი, რომ ექსპორტის ზრდის პირობებში უპრობლემოდ ავითვისოთ მომატებული ტვირთი“, — ამბობს ოსეფაშვილი.

ვენახები და ყურძნის მოწოდება

„რაჭაში, რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე დიდი ვენახების ქონა რთულია, ძირითადად მცირე ზომის ნაკვეთებია. ვენახების ფრაგმენტაციის ფონზე, ჩვენ ხვანჭკარის მიკროზონაში გვაქვს ჩვენი, დაახლოებით 4 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახები, სადაც ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული მწვანე და საფერავი მოგვყავს. თუმცა ტვიშის მიკროზონაში ჩვენ ვენახი არ გვაქვს და ამიტომ გვყავს პარტნიორი ფერმერები, რომლებისგანაც ყოველწლიურად ვყიდულობთ ცოლიკაურის ჯიშის ყურძენს და ვამზადებთ ტვიშის ღვინოს“.

სადეგუსტაციო სივრცე რაჭაში

ახლახან „ნაბერაულმა“ ღვინის სადეგუსტაციო სივრცე გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს, თუ რაჭაში ჩასულ ტურისტს შეუძლია მისვლა და კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოების დაგემოვნება.

„სადეგუსტაციო სივრცეც მარანში თავიდანვე იყო გათვალისწინებული. თუმცა პანდემიის პერიოდში აქტიურად ვერ დავტვირთეთ. დღეს, ვხედავთ ტურისტული ნაკადების გააქტიურებას და მოთხოვნის ზრდას, თვითონ ბრენდის ცნობადობაც იზრდება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს სივრცე გაგვეხსნა. ძალიან ბევრი ტურისტი წინასწარაც გვიკავშირდება და გვითანხმებს ვიზიტს, აინტერესებთ მარნის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია და ადგილზე ღვინის შეძენის შესაძლებლობა“, - განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიის ხედვა და მემკვიდრეობა

„ნაბერაულის“ ისტორია 2018 წელს იწყება, მისია კი რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის რეგიონად დამკვიდრებაა. კომპანიის ქარხანა და ლაბორატორია მდებარეობს რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში — „ამ ადგილას ბერების მარნების ნაშთებია შემორჩენილი, ამბავი მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა, მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასი – ვაზი გაიხიზნა.

თითქოს, წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგებოდა და თავს გააცნობდა. ღვინოს ამ ისტორიის პატივსაცემად დაერქვა „ნაბერაული“. ეტიკეტებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ჰყვება.

„ნაბერაულის“ ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკაური, უსახელოური, რაჭული მწვანე“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Chelti Winery-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი

05.08.2025.19:00

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება. როგორც კომპანიის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ჩელთის“ ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა.

 „სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩელთის ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა!   
ღვინოები რომლებმაც მედლები მოიპოვა:
  ოქრო – Chelti Kisi Qvevri Dry White 2022
  ოქრო – Chelti Saperavi Qvevri Dry Red 2020
  ოქრო – Chelti Tsinandali Dry White 2023
  პლატინა – Chelti Saperavi Heritage Dry Red 2015“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა