მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

GGU ჯგუფმა ლონდონში EMEA Finance-ის ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

news image

2025 წლის 18 ივნისს, ლონდონში, ბრიტანული იურიდიული საზოგადოების (The Law Society) ისტორიულ შენობაში, EMEA Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ჯილდოები გადაეცა რეგიონში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, კომპანიებს და პროქეტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონში ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.

თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ Georgian Global Utilities (GGU)  EMEA Finance-ის  2024 წლის მიღწევებისა და პროექტების დაფინანსების საერთაშორისო დაჯილდოვებებზე ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა:

საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

,,Aqualia-სთვის ეს ორი ჯილდო მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ კომპანია როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში განაგრძობს განვითარებას და ზრდის საინვესტიციო შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ მდგრადობისკენ მიმართულ პროექტებზე მუშაობა და უზრუნველვყოთ მათი გრძელვადიანი გაგრძელებაჩვენი პროექტი საქართველოში გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე და მისი წარმატებისთვის აუცილებელია საკმარისი ფინანსური რესურსებისა და ინვესტირების შესაძლებლობების არსებობა. საქართველოს წყალმომარაგების განვითარების გენერალური გეგმა ძალიან მასშტაბურია, და სწორედ ამ სახის დაფინანსება გვიქმნის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ძირითადი ინდიკატორების კიდევ უფრო გაუმჯობესება შევძლოთ.” -სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

,ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის დიდი აღიარებაროგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ დიდი ძალისხმევას ვწევთ, რათა საქართველოს წყალმომარაგების პროექტი წარმატებით განვახორციელოთ და დაგეგმილ მიზნებს მივაღწიოთ. Aqualia-სთვის საქართველოს წყლის სექტორის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა და ეს ჯილდოც ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევასრაც შეეხება დაფინანსებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენი საინვესტიციო პროგრამების განსახორციელებლად. მსგავს პროექტებს სოლიდური ფინანსური რესურსები სჭირდება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოვახერხეთ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის მოზიდვა, ჩვენი მადრიდის და თბილისის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობის დამსახურებაა.” - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე,FCC Aqualia -ს რეგიონული დირექტორი.

GGU ჯგუფმა EMEA Finance-ის პრესტიჟული ჯილდოები 2024 წლის ივლისში 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების წარმატებული გამოშვებასა და განთავსებას უკავშირდება - გარიგებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ისე წყალმომარაგების სექტორის მდგრად გაუმჯობესებაში.

,,მწვანე ობლიგაციებით მოზიდული რესურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და  მყარი საფუძველი მომდევნო წლების გეგმებისათვის. ეს დაფინანსება GGU-ს მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებითმათ შორის ქსელის ეფექტიანობის ზრდის, სათავე ნაგებობების მოდერნიზებისა და მომსახურების ისეთი ტექნიკური გადაწყვეტების დანერგვაში, რომლებიც ენერგომოხმარების კუთხით უფრო ეფექტიანია. გასაკეთებელი ბევრიაინვესტიციებიც სოლიდურიამაგრამ ჩვენი მიზანია GGU ჯგუფის ამჟამინდელი მდგომარეობა დავაახლოოთ იმ სტანდარტებთან, რაც უკვე წარმატებით გვაქვს დანერგილი სხვა ქვეყნებში.” -  ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი,  FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი.

,,ეს აღიარება ჩვენთვის, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენი ობლიგაციების მფლობელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხარდაჭერასა და ნდობას. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები — EBRD, IFC, ADB, DEG და სხვა ინვესტორები, გვეუბნებიან, რომ ისინი ხედავენ პროექტის დიდ პოტენციალს საქართველოში, და, ასევე, აფასებენ კომპანიის ძლიერ მხარეებსა და პროფესიონალურ შესაძლებლობებს. ეს ჯილდოები ხაზს უსვამს მათ მხარდაჭერას ჩვენი ხედვის მიმართ, რაც გულისხმობს მწვანე პროექტების მეშვეობით საქართველოს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას და მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას.” - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, gwp-ს გენერალური დირექტორი.

დაჯილდოვების ღონისძიებას ლონდონში ესწრებოდნენ FCC Aqualia-  აღმასრულებელი დირექტორი - სანტიაგო ლაფუენტე პერეზ ლუკას; რეგიონალური  დირექტორი - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე; ფინანსური დირექტორი - ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი; gwp-ს გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი; GGU-  მრავალწლიანი პარტნიორი და წამყვანი ინვესტორი EBRD  და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ვაქციოთ საკონდიტრო და კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთ რეგიონულ ჰაბად - DGF ICC Georgia

25.06.2025.18:00

DGF ICC Georgia • დგფ აისისი ჯორჯია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მეტი დეტალისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნათია ცხომელიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია "აისისი ჯორჯია" (ICC Georgia / DGF AREA) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვთავაზობთ ბაზარს პრემიუმ კლასის ევროპულ ბრენდებს და ხარისხიან პროდუქციას. ჩვენ ვართ ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიცაა: DGF (Délice & Création), IRCA, Maison ROUTIN (1883), Silikomart, Lubeca, Brousse-bergez და სხვა. ჩვენ ვემსახურებით როგორც HORECA სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), ასევე ჰიპერმარკეტებს, ბარებს და საკონდიტროებს, ვთავაზობთ მათ სრულ სერვისსა და პროდუქციის ფართო არჩევანს.

გარდა პროდუქციის დისტრიბუციისა, ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა პროფესიული საგანმანათლებლო პლატფორმა - საკონდიტრო-საცხობი სკოლა, სადაც უკვე მრავალი წელია ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასტერკლასებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი შეფების მონაწილეობით. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ქართული საკონდიტრო ინდუსტრიის განვითარებას და პროფესიონალთა მუდმივ ზრდას.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:

გასტრონომიულ, საკონდიტრო და ნაყინის ინგრედიენტებს;

ბარისა და სასმელების ინგრედიენტებს;

საცხობ და საკონდიტრო აღჭურვილობას;

სპეციალურ ტექნოლოგიურ და სხვა ინოვაციურ პროდუქტებს.

ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია, რათა მოვახდინოთ ბაზრის სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ევროპული ხარისხი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება ინტერესი ხარისხიან საკონდიტრო პროდუქტებსა და კულინარიულ ტექნოლოგიებზე. ბაზარი ვითარდება, მეწარმეები და შეფ-კონდიტერები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, რაც ჩვენს კომპანიის პროდუქტს მუდმივი მოთხოვნით უზრუნველყოფს. ჩვენი პროფესიული სკოლა და მასტერკლასები ეხმარება პროფესიონალებს ცოდნის ამაღლებაში, რაც თავის მხრივ ზრდის ხარისხიანი პროდუქტის გამოყენების საჭიროებას. მოთხოვნა, როგორც საცალო, ასევე პროფესიულ დონეზე, მზარდია და ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის უპირატესობებია: 

ევროპული პრემიუმ ბრენდების ფართო პორტფოლიო;

• 15 წლიანი გამოცდილება და ბაზარზე მაღალი რეპუტაცია;

მძლავრი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფ მიწოდებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;

პერსონალიზებული მომსახურება და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების საჭიროებების მიმართ;

პროფესიული განათლების და ტრენინგების ცენტრი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

DGF AREA / ICC Georgia-ს სამომავლო ხედვა ორიენტირებულია მდგრად ზრდაზე, ინოვაციაზე და ქართული პროფესიული საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ვაქციოთ საკონდიტრო და კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთ რეგიონულ ჰაბად, სადაც პროფესიონალებს ექნებათ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე.

სამომავლოდ ვგეგმავთ:

ახალი ევროპული ბრენდების დამატებას და პორტფოლიოს გაფართოებას;

ინოვაციური პროდუქციის ინტეგრაციას, რომელიც მიესადაგება საერთაშორისო ტენდენციებს;

პროფესიული სასწავლო ცენტრის განვითარებას - მეტი მასტერკლასი, მეტი საერთაშორისო ტრენინგი და კოლაბორაცია მსოფლიო დონის შეფებთან;

პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ადგილობრივი ბაზრის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას.

ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიული განათლება, ინოვაციური პროდუქტი და მუდმივი განვითარება არის მთავარი წინაპირობები, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს კულინარიისა და საკონდიტრო სფეროში.

ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს თბილისში, .აბაშიძის 38 ნომერში. მასტერკლასებზე ჩაწერა წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის, მსურველები უშუალოდ კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა