მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

Geosky Airlines აზიაში საჰაერო სატვირთო მარშრუტებს აფართოებს

news image


ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ავიაკომპანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შუალედური დაჯდომით ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას, ახალ ჩინურ მიმართულებას ამატებს. 

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი-ჩუნცინის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო რეისი 13 სექტემბერს წარმატებით შესრულდა.

„აღნიშნული რეისი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების გაფართოების პროცესში“, — აცხადებენ Geosky Airlines-ში.
დღეისათვის Geosky Airlines ჩინეთსა და ევროპას შორის კვირაში რამდენიმე სიხშირით ოპერირებს. ავიაკომპანია ჩინეთის სამი ქალაქიდან ევროპაში სამი მიმართულებით ასრულებს სატვირთო რეისებს.

Geosky Airlines სატვირთო ავიაპარკის გაფართოებაზეც ინტენსიურად მუშაობს. აგვისტოში ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტს Boeing 767-300 ტიპის ახალი სატვირთო თვითმფრინავი შეემატა. როგორც ავიაკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია Geosky Airlines-ის ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და გლობალურად სანდო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის საჰაერო ტვირთმომსახურების უზრუნველყოფის გზაზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი-ს (Airline Geo Sky) ბალანსზე რეგისტრირებულია 5 საჰაერო ხომალდი — საუბარია თვითმფრინავებზე, რომელთა ექსპლუატანტიც სწორედ ეს ავიაკომპანიაა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვიწყებთ ცქრიალა ღვინის წარმოებას - Bekauri Family Vineyards

17.09.2025.16:00

Bekauri Family Vineyards  ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანია საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ბექაურმა განუცხადა.

„ვამზადებთ ღვინოს ექსპორტისთვის რუსეთსა და ბრაზილიაში. მარტში დუსელდორფში გავიცანით ბრაზილიელი იმპორტიორი, ხოლო 27 სექტემბერს სან-პაულოში გამოფენაზე მივემგზავრებით, სადაც ჩატარდება დეგუსტაციები, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წელს, ბრაზილიაში გარკვეული რაოდენობის ღვინის გაგზავნას ვგეგმავთ. რუსეთთან უკვე შეთანხმებულები ვართ და ამჟამად საბუთებს ველოდებით “, - აცხადებს ანზორ ბექაური.

კომპანია ასორტმინეტს აფართოებს და ცქრიალა ღვინის წარმოებას იწყებს.

„უკვე დავიწყეთ მოსავლის აღება. წელს ვაპირებთ ცქრიალა ღვინოების წარმოებას. შამპანიურის ტიპის ღვინო აქამდე არ გვქონია, პირველად უნდა ვაწარმოოთ. მის ჩამოსხმას ვგეგმავთ ქისისა და საფერავისგან. ეს იქნება როზე და ასევე თეთრი “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. კომპანია ამჟამად, 30-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა