Georgian Fish & Caviar არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბაზარზე შევიდა და 2026 წლისთვის მასშტაბური მოცულობის ექსპორტის განხორციელებას გეგმავს
თევზსაშენი და ხიზილალის მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან ფიშ ენდ კავიარის“ (Georgian Fish & Caviar) პროდუქცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უკვე იყიდება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის კომერციული და საოპერაციო განვითარების ხელმძღვანელმა ლერი ჭიჭინაძემ განაცხადა, Georgian Fish & Caviar-მა ამ ბაზარზე მცირე მოცულობით ხიზილალა უკვე გადაზიდა და 2026 წლისთვის უფრო მასშტაბური ექსპორტისთვის ემზადება.
„არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩვენი ხიზილალის ექსპორტის მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველი, თუმცა, პატარა მოცულობა უკვე გაიგზავნა დანიშნულების ადგილზე. უკვე ვიცით, რომ ამ კონკრეტულ კომპანიასთან გვექნება ექსკლუზიური შეთანხმება მთელი საამიროების მასშტაბით. ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ქართული ხიზილალა ემირატების პრემიალურ სივრცეებში იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ველოდებით წარმოების მოცულობის დაზუსტებას, რის შედეგადაც განისაზღვრება კონკრეტული საექსპორტო მოცულობები 2026 წლისთვის და შემდგომი პერიოდისთვის,“ - ამბობს Georgian Fish & Caviar-ის წარმომადგენელი.
ლერი ჭიჭინაძის თქმით, ექსპორტის პარალელურად Georgian Fish & Caviar-ს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების გაფართოების გეგმებიც აქვს და ამ მიმართულებით 2026 წლიდან რითეილ და ჰორეკა სექტორთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.
„ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ქსელებზე არ გავსულვართ, თუმცა, 2026 წლიდან ამ მიმართულებითაც ვიმედოვნებთ პროგრესს. გაყიდვის სატესტო მცდელობები გვქონდა ციფრული არხების მეშვეობითაც, მაგრამ რითეილ ბაზარზე ჩვენი წარმოჩენა მეტად პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დიდი მოთხოვნა ექსპორტზე, ჩვენი სურვილია, მოვიცვათ ადგილობრივი სეგმენტიც. როგორც ქართული კომპანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის ხელმისაწვდომობა”- აღნიშნავს Georgian Fish & Caviar-ის კომერციული და საოპერაციო განვითარების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ Georgian Fish & Caviar ღიაა ადგილობრივი ბაზარის ათვისების შესაძლებლობებისთვის. კომპანიის მთავარი მიმართულება ციმბირული ზუთხის ხიზილალის წარმოება და ამ უნიკალური სახეობების პოპულაციის გაზრდაა.
სხვა სიახლეები
08.10.2025.13:00
სწრაფი კვების ბიზნესი მთელს მსოფლიოში მზარდ მიმართულებად ითვლება, რაც თავის მხრივ საქართველოზეც აისახება. ამის მაგალითია ისიც, რომ ასეთი ობიექტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. Business Insider Georgia საქართველოში სწრაფი კვების ლიდერი კომპანიებით დაინტერესდა.
საქსტატის ინფორმაციით, სწრაფი კვების ტოპ 5 საწარმოს ჩამონათვალი 2025 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით ასე გამოიყურება
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს იბერია ფუდ კომპანი - რეგისტრაციის თარიღია 22/05/2013. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ოთარი ქათამაძე, ხოლო დირექტორი - ნიკოლოზ ცეცხლაძე.
შპს ვ-ჯეო რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 21/07/2020. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ლევან ფხაკაძე, 50%-ის სამსონ ფხაკაძე. კომპანიის დირექტორია გივი გვეტაძე.
შპს თ და კ რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 16/12/1997. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელია თემურ ჭყონია, ხოლო 10%-ის თენგიზ კაპანაძე. კომპანიის პრეზიდენტია თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი კი თენგიზ კაპანაძე.
შპს დან ჯორჯია - რეგისტრაციის თარიღია 20/07/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გლობალ ინვესტორს ლიმიტედ, ხოლო დირექტორი გივი გვეტაძე.
შპს ხარება - რეგისტრაციის თარიღია 21/02/2019. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის რამაზ ხარებავა.