Georgian Airways-ის მგზავრთნაკადი 226%-იან ზრდას აჩვენებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრთნაკადი 226%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც Business Insider Georgia-ს Georgian Airways-ში განუცხადეს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია 69 481 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგულარული რეისებით 21 302 მგზავრი გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარ-თებერვალში კომპანია 4 მიმართულებებზე ასრულებდა ფრენებს, 2024 წლის ორი თვის მონაცემებით კი ეს მიმართულებები საკმაოდ გაზრდილია და ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს კიდევ დაამატებს.
კომპანიის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში Georgian Airways-ი ოპერირებდა თელ ავივის, ამსტერდამის, ვენის და პარიზის მიმართულებით. ხოლო დღეისათვის ავიაკომპანია უკვე ასრულებს რეგულარულ ფრენებს ლარნაკის, ვენას, ბერლინის, მიუნხენის, ნიცას, პარიზის, მილანის, ამსტერდამის, ერევნის, მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით.
საგულისხმოა ისიც, რომ Georgian Airways-ი ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, 2023 წლის ბოლოდან რეგულარულ რეისებს აღარ ახორციელებს თელ ავიავის მიმართულებით. ავიაკომპანია ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც თელ ავივის მიმართულებით ფრენები გააჩერა.
სხვა სიახლეები
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
17.11.2025.17:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებულ თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
• გასცნობოდნენ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვედროდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიეღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დასწრებოდნენ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.
თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.