მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7029.9
0.0019
flag
AZN 1.617
-0.0003
flag
CNY 37.724
0.0123
flag
EUR 3.1354
-0.026
flag
GBP 3.6589
-0.0181
flag
KZT 52.99
-0.0003
flag
TRY 0.0718
-0.0001
flag
USD 2.7496
-0.0004

Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს - ლევან მოსეშვილი

news image

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“  თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი  რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს ფორლიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ შესრულდა.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას ლევან მოსეშვილმა ქართულ ავიაკომპანიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ზუსტად 2 დღეში საქართველოს დედაქალაქი პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის დედაქალაქს დაუკავშირდება. ჯამურად კი ჯორჯიან ეარვეისი იტალიის 3 ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს.

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად ოპერირება დაიწყეს British Airways-მა, easyJet-მა, შვეიცარიულმა Edelweiss-მა და ფრანგულ-ჰოლანდიურმა Transavia France-მა. ივნისიდან კი მათ რიცხვს Air Serbia შეუერთდება. ასევე, ლიონის მიმართულებით დაიწყება ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

 ამ ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ  კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტ ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება.

ჯორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე, ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს,-”განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას,  გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.

26 აპრილიდან  “ჯორჯიან ეარვეისი”   რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს  შეასრულებს. ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აპრილი თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით სრულდება

24.04.2025

ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება.  

25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ: 

25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში;

25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 200 ლარი, Redberry-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;

მხოლოდ 28 აპრილს - მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე, დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი, ავერსის ფიზიკურ და ონლაინ აფთიაქებში;

29-30 აპრილი - დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარი, Veli.store-ზე. 

ამასთან, ისარგებლეთ მიმდინარე, გრძელვადიანი შეთავაზებებით: 

თიბისისა და მაგთის შეთავაზების ფარგლებში, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით აპლიკაციაში MyMagti,  პაკეტების  “ყველაფერი ულიმიტო” შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

28 აპრილიდან - 24 მაისამდე ონლაინ პლატფორმებზე:  myhome.ge, mymarket.ge, myauto.ge, myparts.ge განცხადების განთავსების ფასიანი სერვისების შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, მაქსიმუმ 10 ლარს დაიბრუნებთ.

28 აპრილიდან - 28 მაისამდე, ყოველ კვირა დღეს, “ქონექთის” ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლებლობა გექნებათ გადახდილი თანხის 10%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი დაიბრუნოთ. 

შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ახალი თიბისი ბარათი სრულიად უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურად, თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე მობაილბანკიდან.

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა