Georgia Palace Hotel-მა ციტრუსის რთველს უმასპინძლა – ღონისძიებაში Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald's Georgia-ს თანამშრომლები და სასტუმროს ერთგული დამსვენებლები მონაწილეობდნენ
ნარინჯისფერი შემოდგომა - მანდარინის არომატით. ქობულეთში სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-მ ნოემბრის ნარინჯისფერ ციტრუსის რთველს უმასპინძლა. ოქროსფერი შემოდგომის მონაწილეები კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald's Georgia-ს თბილისისა და რეგიონალური ჰაბების თანამშრომლები, ასევე სასტუმროს ერთგული დამსვენებლები იყვნენ.
ნარინჯისფერი რთველის ტრადიციას სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa წლებია ინარჩუნებს და ერთგული სტუმრებისთვის ნოემბერში დაუვიწყარ დღეს ქმნის.
ციტრუსის რთველი Georgia Palace Hotel & Spa-თვის არა მხოლოდ სეზონური აქტივობა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზავნილია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ტრადიციას მიჰყვება და დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელ დღეს ქმნის.
ციტრუსის რთველის ტრადიციით, Georgia Palace Hotel & Spa ზღვიპირა რეგიონში სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ სტანდარტს აყალიბებს. სასტუმროს უნიკალური ზღვისპირა ხედები და გარემო კი ღონისძიებას დამატებით ხიბლს სძენს.
ტრადიციული საშემოდგომო რთველის მონაწილეებს Georgia Palace Hotel & Spa-ს ეზოში ნამდვილი აჭარული, ქობულეთური ემოციებით დატვირთული პროგრამა დახვდათ. დილა ციტრუსის კრეფით დაიწყო. მანდარინის ბაღი სასტუმროს ტერიტორიაზეა გაშენებული.
მანდარინის მოსავლის აღების შემდეგ, ცოცხალი მუსიკალური პროგრამისა და ტრადიციული კერძების მომზადება-დაგემოვნების დრო დადგა. მასპინძლებმა ნარინჯისფერი ციტრუსის რთველზე სტუმრებს აჭარული შემოდგომისთვის დამახასიათებელი გარემო შეუქმნეს. ღონისძიება აჭარული ცეკვით გაიხსნა. სტუმრებმა სასიამოვნო გამოცდილებაც მიიღეს. შეფ-მზარეულებთან ერთად, შეშის ღუმელში ტრადიციული აჭარული ხაჭაპური და ქობულეთური კერძები - ბორანო, მაჯუნი და სინორი - მოამზადეს.
ოქროსფერ შემოდგომას განსაკუთრებული გემო და ელფერი Coca-Cola მიქსის კოქტეილებმა შესძინა. ახლადდაკრეფილი ციტრუსის ბაზაზე დამზადებულმა კოქტეილებმა, ნარინჯისფერი რთველი - 2025 ემოციით დატვირთული და ენერგიით სავსე გახადა. შემოდგომა მანდარინის არომატით - სიმბოლურად ტორტის გაჭრითა და ფრანების გაშვებით დასრულდა.
მანდარინის ბაღი სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-ს ტერიტორიაზე 10 წლის წინ გააშენეს. მას შემდეგ სასტუმროს ორგანიზებით, ოქროსფერის რთველი - უამრავი სტუმრით, მრავალფეროვანი პროგრამითა და არაერთი გასართობი აქტივობით - ერთგვარ ტრადიციად იქცა.
ნარინჯისფერი ციტრუსის რთველი აჭარაში, ზღვიპირა ქალაქებსა და სოფლებში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ფერადი ტრადიციაა. რთველის პროცესს თან ახლავს აჭარული სტუმარმასპინძლობა, ტრადიციული კერძები, ცეკვა, სიმღერა და ის განსაკუთრებული ემოცია, რომელსაც ოქროსფერ შემოდგომაზე შავი ზღვის სანაპირო ქმნის. ამ ტრადიციის შენარჩუნებაში უკვე წლებია გამორჩეულ როლს თამაშობს სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa, რომელიც ნარინჯისფერ ნოემბერს მასპინძლობს და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს თავად გახდნენ ამ დაუვიწყარი ამბის თანამონაწილეები.
სხვა სიახლეები

25.11.2025.19:00