Georgia Capital-მა წყალმომარაგების ბიზნესში 20%-იანი წილი გაყიდა
Georgia Capital PLC ("GCAP")-მა გამოიყენა ოფციონის უფლება და 20%-იანი წილი გაყიდა წყალმომარაგების ბიზნესში. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა რომ, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ JSC Georgia Capital („JSC GCAP“) გაყიდა Georgia Global Utilities JSC-ში („GGU“) არსებული 20%-იანი წილი.
წილობრივი შეთანხმების თანახმად, უმრავლესობის მფლობელი — Aqualia Georgia LLC („Aqualia“) — ვალდებულია გადაუხადოს JSC GCAP-ს ოფციონის განხორციელებისთვის 70.4 მილიონი აშშ დოლარი. ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება მოსალოდნელია 2025 წლის ივლისის ბოლომდე.
ცნობისთვის, 2021 წლის 31 დეკემბერს „საქართველოს კაპიტალმა“ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში, რომელიც მანამდე მსხვილი კომპანიების პორტფელში შედიოდა, 80%-იანი წილის გასხვისებაზე. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების ბიზნესში დარჩენილი 20% შეფასებულ იქნა წინასწარ შეთანხმებული ფუთ ოფციონის კოეფიციენტით მყიდველთან ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან მიმართებით, რადგან სს „საქართველოს კაპიტალს“ ნათლად ჩამოყალიბებული ბიზნესიდან გასვლის გეგმა ჰქონდათ ფუთ და ქოლ სტრუქტურების გამოყენებით, წინასწარ შეთანხმებული EBITDA კოეფიციენტებით.
სხვა სიახლეები
09.07.2025.17:00
„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა : Pitti Immagine Bimbo და Playtime Paris. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო PonPon - იც. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ანუკა მეგრელიშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის.
„დადებითად შევაფასებდი გამოფენას. მოლოდინები გვქონდა საკმაოდ მაღალი. ორივე გამოფენის შემთხვევაში გავეცანით ადგილზე წარმოდგენილ სხვადასხვა ბრენდებს, ასევე გავიცანით ძალიან ბევრი პრესის წარმომადგენელი. მათ შორის იყვნენ ბაიერებიც, უცხოელი ინფლუენსერებიც. მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ბევრ ბენეფიტთან არის დაკავშირებული და ძალიან სასიკეთოა “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ამჟამად, კომპანია რამდენიმე Concept Store -თან აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორობის მიზნით. მათი მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია.
„წამოვიღეთ კონტაქტები რამოდენიმე Concept Store -დან, რომლებიც თავად დაინტერესდნენ ჩვენი კომპანიით. ამჟამად, მათთან კონკრეტულ კოლექციებზე გვაქვს მოლაპარაკება “, - აღნიშნავს ანუკა მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, ბრენდი ორი დედის – ლიკუნა რატიანისა და ანუკა მეგრელიშვილის სიყვარულითა და ხედვით დაიბადა. პროდუქციის წარმოებაში მაღალი ხარისხის ორგანული ბამბა გამოიყენება და ყოველ ნივთს გამორჩეული დეტალი და აქსესუარი ემატება, რაც ბავშვებისათვის განკუთვნილ ყოველდღიურ სამოსს უფრო ახალისებს. თითოეული ნივთი შექმნილია უდიდესი ზრუნვითა და სიყვარულით.