მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

Georgia Capital-ი 2025 წლის ფინანსურ შედეგებს 24 თებერვალს გამოაქვეყნებს

news image

Georgia Capital-ი 2025 წლის მეოთხე კვარტლის და სრული წლის ფინანსურ შედეგებს 24 თებერვალს გამოაქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ვებ - გვერდზე ვკითხულობთ. 

კომპანიის მიერ ორგანიზებული ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის განკუთვნილი ვებინარი გაიმართება 2026 წლის 24 თებერვალს, 12:00 საათზე (დიდი ბრიტანეთის დროით) / 13:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) / 07:00 საათზე (აშშ-ის აღმოსავლეთის დროით).

შედეგების ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებგვერდზე: www.georgiacapital.ge.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციები განხორციელდება როგორც მეფრინველეობის საწარმოების მხარდასაჭერად, ასევე ქსელის გაფართოების კუთხით - როგორია „ნოსტეს“ 2026-2027 წლების განვითარების სტრატეგია

16.02.2026.10:00

წელიწადში 6 000 ტონა პროდუქცია, გაორმაგებული წარმოება და 60-ზე მეტი საფირმო მაღაზია მთელი საქართველოს მასშტაბით - კომპანია „ჯი პი პი“, რომელიც ხორცპროდუქტების ბაზარზე Noste • ნოსტეს ბრენდით ოპერირებს, აგრძელებს როგორც საკუთარი საფირმო მაღაზიების ქსელის გაფართოებას, ისე წარმოების განვითარებას.

Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფიო მაისურაძე აცხადებს, რომ „ნოსტეს“ ხორცპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა კომპანიის მენეჯმენტს მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებისკენ უბიძგებს.

„ნოსტე“ ფლობს 60-ზე მეტ საფირმო მაღაზიას. თბილისის გარდა, ქვეყნის რომელ ქალაქებში ხართ წარმოდგენილი და როგორია კომპანიის 2026–2027 წლების სტრატეგიული გეგმა რეგიონების ათვისების კუთხით?

ნოსტეს ქართული ქათმის ნედლი ხორცპროდუქტების შეძენა მომხმარებელს შეუძლია თბილისის თითქმის ყველა უბანში და ასევე, წყნეთში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, გორში, გარდაბანში, გურიაში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, სამტრედიაში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდსა და კახეთში.

განიხილავთ თუ არა ფრენჩაიზინგის მოდელს ქსელის უფრო სწრაფი გაფართოებისთვის, თუ რჩებით მხოლოდ საკუთარი მართვის ფორმატზე ხარისხის მაქსიმალური კონტროლის მიზნით?

ფრანჩაიზის მოდელით უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე პარტნიორთან, თუმცა ძირითადი აქცენტები მაინც საკუთარ საფირმო ქსელის განვითარებაზე გვაქვს. ფრანჩაიზის მოდელით თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი, მაქსიმალურად და სრულფასოვნად ხარისხის კონტროლს უწევს ნოსტეს მენეჯმენტი.

გეგმავთ თუ არა „ნოსტეს“ კონცეპტუალური მაღაზიების ფორმატის განვითარებას - მაგალითად, მზა კვების (Ready-to-eat) სეგმენტის დამატებას?

ნოსტეს ხორცპროდუქტებზე არსებული მუდმივად მზარდი მოთხოვნა ნამდვილად გვაფიქრებინებს ასორტიმენტის გაფართოებას და ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებას, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზების მიზნით.

გეგმავთ თუ არა კვერცხის წარმოების დაწყებას, თუ კომპანიის ფოკუსი კვლავ მხოლოდ ხორცპროდუქტებზე დარჩება?

ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხი არ არის აქტიური ჩვენთვის.

ბოლო საწარმოო გაფართოების შედეგად, რამდენად გაიზარდა თქვენი წარმოების სიმძლავრე და გეგმავთ თუ არა 2026–2027 წლებში ახალი საწარმოო ხაზების დამატებას?

2024 წელს კომპანია „ჯი პი პი“-ს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად ნოსტეს ნედლი ხორცპროდუქტების წარმოების მასშტაბები გაორმაგდა და ამჟამად კომპანია 6,000 ტონა ფრინველის ხორცპროდუქტის რეალიზაციას ახორციელებს წლის განმავლობაში.

მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე ვფიქრობთ გარკვეული სიახლეების შეტანას წარმოების ხაზში, თუმცა კონკრეტული სიახლეების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.

იმპორტირებული, ხშირად დაბალფასიანი პროდუქციის ფონზე, რა არის თქვენი მთავარი სტრატეგია ბაზრის წილის გასაზრდელად?

იმპორტირებულ პროდუქტს არ განვიხილავთ ნოსტეს ქართული, ყოველდღიურად ახალი ნედლი პროდუქტის ალტერნატივად. ამას გარდა, მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა და სანდოობა თავისთავად განაპირობებს ჩვენი პროდუქტის სტაბილურად მზარდ წილს ბაზარზე. 

„ნოსტეს“ საექსპორტო პოტენციალზე რას იტყვით? 

ნოსტეს ხორცპროდუქტების ექსპორტზე გატანა არ იგეგმება უახლოეს მომავალში, რადგან საქართველოს ბაზარი სრულად ითვისებს ნოსტეს წარმოების ფარგლებში მიღებულ პროდუქტს.

რამდენად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა ბოლო წლებში - ამჩნევთ თუ არა მზარდ მოთხოვნას ჯანსაღ და ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებზე?

მომხმარებელი ყოველთვის გონივრულ არჩევანს აკეთებს როდესაც საქმე ჯანსაღ კვებას ეხება. სწორედ მათი მხრიდან დაფიქსირებული მუდმივი მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა ქსელი და შევსულიყავით რეგიონებში ნოსტეს  საფირმო მაღაზიებით.

რა არის „ნოსტეს“ მთავარი ინვესტიციური პრიორიტეტები 2026–2027 წლებში - საცალო ქსელი, წარმოება თუ ლოგისტიკა?

ინვესტიციები განხორციელდება როგორც მეფრინველეობის საწარმოების მხარდასაჭერად, ასევე ქსელის გაფართოების კუთხითაც.

ენერგორესურსებისა და ნედლეულის ფასების მერყეობის პირობებში, როგორ ახერხებთ პროდუქციის ფასის სტაბილურობის შენარჩუნებას?

მეფრინველეობის საწარმოების ოპერირებისთვის საჭირო ნედლეულის ფასები პროგნოზირებადად ცვალებადია, შესაბამისად აღნიშნული არ აფერხებს წარმოების წარმატებით ოპერირებას.

ციფრული გაყიდვების მიმართულებით გეგმავთ თუ არა ონლაინ შეკვეთებისა და მიტანის სერვისის გაფართოებას?

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლების ინტერესებზე და ადგილზე მიტანის სერვისით უკვე დიდი ხანია სარგებლობენ ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი პარტნიორი კომპანიების გლოვოს და ვოლტის საკურიერო მომსახურების საშუალებით.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა