GSS Kids - Geo Sky School-ის ახალი სკოლამდელი საბავშვო პროგრამა
Geo Sky School-ის ახალი საბავშვო პროგრამა - GSS Kids - პატარებს სწავლა-განვითარების ახალ სტანდარტს სთავაზობს პატარებს. ინკლუზიური, ჰოლისტური და თამაშზე დაფუძნებული მეთოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვების უნარების გაღრმავებას ისეთ გარემოში, სადაც ისინი იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ. დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia GSS Kids-ის მეთოდიტს მანანა ახმეტელს ესაუბრა.
- როდის გაგიჩნდათ GSS Kids-ის საბავშვო პროგრამის შექმნის იდეა და რა მიზანს ისახავთ ამ პროექტით?
- GSS Kids-ის საბავშვო პროგრამის შექმნის იდეა სკოლის გახსნასთან ერთად დაიგეგმა. ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ სკოლა „ჯეო სქაის“ ჰქონდეს უწყვეტი კავშირი ბავშვებთან, რომლებიც დაუფლებიან სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, ისწავლიან და შეიყვარებენ სკოლას. ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ აღსაზრდელთა განვითარება ჰოლისტური მიდგომით, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ გარემოში ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით, თამაშზე დაფუძნებული სწავლებით და აღსაზრდელთა ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით, მშობლების, თემის და საზოგადოების ჩართულობით, არაძალადობრივ, მოწესრიგებულ, მრავალფეროვანი რესურსებით აღჭურვილ გარემოში, სადაც ბავშვი აღიარებულია, როგორც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მთავარი აქტორი.
- რით განსხვავდება თქვენი საბავშვო პროგრამა და სივრცე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან? რა ასაკის ბავშვებს იღებთ?
- GSS Kids-ში გვჯერა, რომ საუკეთესო მეთოდი არის თამაშით სწავლება. ჩვენს საბავშვო პროგრამაზე ბავშვები მიიღებიან 4-დან 6 წლამდე. პატარები სამყაროს შეიმეცნებენ თამაშის, ცნობისმოყვარეობის და ფანტაზიის გზით. თითოეულ ბავშვს ვუყურებთ როგორც უნიკალურს, ვუსმენთ, ვამხნევებთ და ვეხმარებით საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ჩვენი აღმზრდელები ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვი გრძნობდეს უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და სიხარულს, რადგან როცა ბავშვი ბედნიერია, მაშინ ნამდვილად სწავლობს. GSS Kids არის სივრცე, სადაც თამაშით სწავლება ნიშნავს განვითარებას, ხოლო თითოეული დღე ახალ ემოციასა და აღმოჩენას. ჩვენს გვაქვს, სრულყოფილად აღჭურვილი, ადაპტური სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, გვყავს ხარისხზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი.
- რა ტიპის საგანმანათლებლო მეთოდებს იყენებთ?
- GSS Kids-ში ვიყენებთ მარია მონტესორის კეთებით სწავლების მეთოდს. ბავშვები სწავლობენ თამაშით, კვლევითა და აღმოჩენით. ღია სივრცეში გამართული აქტივობებით ისინი სწავლობენ ერთმანეთზე ზრუნვას, თანამშრომლობასა და სამყაროს სიყვარულით შეცნობას ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დღე იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი ინტეგრირებული, შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობები ბავშვებს ეხმარება უნარების ბუნებრივად განვითარებაში. ინკლუზიურ და მზრუნველ გარემოში პატარები იზრდებიან ისეთ სივრცეში, სადაც დაცულია უნივერსალური მიდგომები და თითოეულ მათგანს ეძლევა შანსი გამოავლინოს საკუთარი საუკეთესო მხარე.
- როგორია დღის განრიგი ბავშვებისთვის?
- დღის განრიგის მიხედვით მუშაობს 9.00 საათიდან 18.00 საათამდე. აქ შედის ოთხჯერადი კვება, სხვადასხვა აქტივობები/ჯგუფებში-მცირე ჯგუფებში/ და თამაშები სუფთა ჰაერზე, დამატებით შეტანილია მებაღეობის, ცეკვის, სიმღერის, ჭადრაკის, ინგლისურის, მხიარული დედაენისა და სახალისო მათემატიკის გაკვეთილები. რომლებიც გაწერილია კვირის განმავლობაში.
- როგორია ბალანსი თამაშსა და სწავლებას შორის?
- ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია თამაშით სწავლება, რადგან სწორედ თამაშში ბავშვი იძენს ცოდნას ყველაზე ბუნებრივად. ბავშვი არ არის მხოლოდ მსმენელი ის არის პროცესის პირდაპირი მონაწილე და წამყვანი. თითოეულ აქტივობაში ბავშვი თავად იკვლევს, ცდის, აკვირდება და აღმოაჩენს აღმზრდელი კი მას სიყვარულითა და ინტერესით უძღვება ამ გზაზე.
- როგორ ხდება პედაგოგების შერჩევა?
- პედაგოგებს ვარჩევთ კონკურსის საფუძველზე. ჩვენი აღმზრდელ პედაგოგები ჩართულები არიან სასწავლო-პროფესიულ ტრენინგებში უწყვეტად, ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით მუდმივად ხდება დაწესებულების მოდერნიზება.
- რა ზომები გაქვთ მიღებული ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად?
- ჩვენს დაწესებულებაში ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის ყველა პირობაა შექმნილი.გვაქვს უსაფრთხო შენობა-ნაგებობა, რომელიც აკმაყოფილებს ფიზიკური უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. შენობას აკონტროლებს 24-საათიანი დაცვა, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს პერიმეტრისა და ვიდეოკამერების სისტემის მონიტორინგს.დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, გათვალისწინებულია კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი პრინციპები.ასევე, მუშაობს კვალიფიცირებული ექიმი, რომელიც ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე და ახორციელებს მათ მუდმივ მონიტორინგს.
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:48
საერთაშორისო ბრენდების კოლაბორაციით თბილისში Babolat X Lamborghini-ს პადელის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებას კუს ტბის პადელის კლუბმა უმასპინძლა. სამოყვარულო ჩემპიონატი Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით ჩატარდა. პრემიუმ ბრენდების ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის მთავარი ინსპირაცია ორი კომპანიის გლობალური თანამშრომლობა გახდა.
მადონა ბაკურაძე, Lamborghini Tbilisi-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი აქტიურად არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით და მათთვის ეს ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. პადელი საკმაოდ სხარტი სპორტია, რომელიც მოქნილობასთან, სწრაფ მოძრაობებსა და გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ასეთივეა Lamborghini, რომელიც განსაკუთრებული ხასიათითა და სიმძლავრით გამოირჩევა. სწორედ აქ ვხედავთ ამ ორ ბრენდს შორის კავშირს. ეს ტურნირი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, არამედ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში პადელის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ჩვენს მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას“.
ჩემპიონატს, რომელიც წყვილებში ჩატარდა, ჯამში, 90 მონაწილე ჰყავდა. ქალების კატეგორიაში გაიმარჯვეს მაია ირემაშვილმა და ნარინე ეთარიანმა, კაცების კატეგორიაში კი - ლუკა კიკაბიძემ და ნუგზარ ბარქაიამ. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაციით შექმნილი ექსკლუზიური პადელის ჩოგნები გადაეცათ, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით არის წარმოებული.
დავით ისლამოვი, Babolat-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაცია თავისი შინაარსით უნიკალურია. ექსკლუზიური Babolat X Lamborghini-ს პადელის ჩოგნები პრემიუმ მასალებითა და დიზაინით გამოირჩევა. გლობალურმა ბრენდებმა ამ სერიის წარმოებისას სწორედ ის გრაფიტი (ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა) გამოიყენეს, რომლითაც Lamborghini-ს ავტომობილები იწარმოება, რაც თამაშის დროს ჩოგანს განსაკუთრებით კომფორტულსა და ეფექტურს ხდის. ასეთი ტურნირის მოწყობა ჩვენთვის საამაყოა. ვფიქრობთ, ამ ინიციატივამ საქართველოს სპორტულ ლანდშაფტს ახალი იმპულსი შესძინა“.
პადელის ტურნირისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეირჩა - სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც კუს ტბაზე ახლად გახსნილმა თანამედროვე სტანდარტებით შექმნილმა პადელის კლუბმა უმასპინძლა.
ბესო ხარძიანი, „კუს ტბა პადელის“ თანადამფუძნებელი: „Babolat X Lamborghini-ს ტურნირი, მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ქვეყანაშია ჩატარებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ სწორედ ჩვენს კლუბს მიეცა შესაძლებლობა, ამ ტურნირის მასპინძელი ყოფილიყო საქართველოში და პადელის ახალი კორტები ასეთი პრესტიჟული ღონისძიებით გაგვეხსნა.
დღეისათვის საქართველოში პადელის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს. ეს სპორტი განვითარების გზაზეა და, შესაბამისად, ხელშეწყობასაც საჭიროებს. ასეთი პოპულარული ბრენდების ჩართულობა კი სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისონ. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტურნირი პადელის განვითარების ახალი ეტაპის საწყისი იქნება საქართველოში“.
კუს ტბის პადელის კლუბი სპეციალურად Babolat X Lamborghini-ს ტურნირისთვის განსაკუთრებულად მოეწყო. პრემიუმ ბრენდებმა მომხმარებლებისა და მონაწილეებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ღონისძიების სპონსორები იყვნენ „ვისოლი“, „ალდაგი“, „სარაჯიშვილი“, „მაიზენი“ და DTK, რომლებმაც მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.