მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

„გემო ფესტმა“ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და გაყიდვებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ - „გურული ბიჭები“

news image

„გემო ფესტმა“ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და გაყიდვებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ, - აცხადებს ბრენდი „გურული ბიჭები“, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა.

როგორც „გურული ბიჭების“ წარმომადგენელი, რამაზ შენგელია ამბობს, ამ წამოწყების შემდეგ გადაწყდა, რომ ბრენდმა არსებობა გააგრძელოს და საბოლოოდ ოზურგეთში აზიური კერძების ობიექტი გაიხსნას.

„გემო ფესტში“ მონაწილეობისთვის სპეციალურად შევქმენით ბრენდი „გურული ბიჭები“ და ვაპირებთ, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელოთ. ფესტივალზე მომხმარებლებს შევთავაზეთ ქათმის და სულგუნის ბურთულები გურული ხემსით - ჯონჯოლით და ტრადიციული გურული სუნელით, კენკრის სოუსთან ერთად. კერძი ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შევქმენით.

„გემო ფესტი“ წარმატებული გამოდგა და გაყიდვებითაც კმაყოფილები ვართ. ამდენ მოთხოვნას არც კი ველოდით. კმაყოფილები ვართ და ვაპირებთ, რომ სამომავლოდაც გავაგრძელოთ სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობა. ასევე, ვგეგმავთ კვების ობიექტის გახსნას. რეალურად, გურიაში არ არის ხარისხიანი სუში და გვინდა, რომ აზიური მხარე დავამატოთ ოზურგეთს. წინასწარ არ ვიცით, მაგრამ გვინდა, რომ დავარქვათ „გურული ბიჭების სუში“ ან მსგავსი რამ - იდეა მოგვწონს.

მომავალში ყველას ვურჩევდი, რომ „გემო ფესტში“ მიიღონ მონაწილეობა და ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციების შერწყმით წარადგინონ კერძები. ჩემი აზრით, ეს მოსწონს ხალხსაც და ამით ძველი კერძების თანამედროვე ვარიაციებით გაცოცხლება მოხდება“, - აცხადებს რამაზ შენგელია.

აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Le Méridien Batumi ახალი ტრადიციის საწყისში - კლასიკა, კულტურა და ქველმოქმედება ერთ სივრცეში

27.08.2025.10:00

28 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა შთაგონებით სავსე სივრცეში, სასტუმრო Le Méridien Batumi, ბათუმის მერიასთან პარტნიორობით, უმასპინძლებს გამორჩეულ კულტურულ საღამოს. კლასიკური მუსიკის მაგიურ ატმოსფეროს შექმნიან გამოჩენილი ქართველი შემსრულებლები — სანდრო გეგეჭკორი და ლიზა რამიშვილი.

ეს საღამო მხოლოდ ხელოვნების ზეიმი არ არის — ის გულისხმობს თანადგომას და ჰუმანურ ღირებულებებს. მიღებული შემოსავალი გადაეცემა საქველმოქმედო კამპანიას „ანათე სითბოს“, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით მხარს უჭერს მარტოხელა, ხანდაზმულ  ადამიანებს.

ღონისძიება ეძღვნება მათ, ვისაც ყოველდღიურობაში მეტი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება.

Le Méridien Batumi, როგორც Marriott-ის ბრენდის წევრი და მდგრადი განვითარების აქტიური მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელოვნება, გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ჰარმონიულად შერწყმული.

ღონისძიებას მხარს უჭერენ: ტოიოტა ბათუმი, ლუტეცია, პსპ, მარდი ჰოლდინგი, ისი პარი, გაგრა პლუსი და ჯეო ქარი — კომპანიები, რომლებსაც სჯერათ პოზიტიური ცვლილების ძალის.

ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება - Le Méridien Batumi იწყებს კულტურული საღამოების სერიას, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს კლასიკურ ხელოვნებასა და ქველმოქმედებას შორის ხიდის გაბმას.


ეს ინიციატივა აერთიანებს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს, ვინც მზად არიან იყვნენ კულტურული ცხოვრებისა და ქველმოქმედების ნაწილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა