მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.2
0.0027
flag
AZN 1.583
-0.0003
flag
CNY 37.804
0.0043
flag
EUR 3.1651
0.0076
flag
GBP 3.6556
0.0145
flag
KZT 50.13
-0.0022
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6921
-0.0004

გემო ფესტმა და მისმა გუნდმა დამარწმუნეს, რომ მე შემეძლო ამის გაკეთება და მართლაც შევძელი - ქოზი'219 საკუთარი განვითარების გეგმებზე

news image


სამცხე-ჯავახეთის გემო ფესტის მონაწილე იყო „ქოზი'219“, რომელიც არის ახალი სტარტაპი და სურს, რომ ავთენტური კერძებით თავი ყველას დაამახსოვროს. როგორც „ქოზი'219“-ის წარმომადგენელი თედორე სამსონიძე ამბობს, სწორედ „გემო ფესტმა“ მისცა საკუთარი შესაძლებლობების ფართოდ გამოვლენის შესაძლებლობა.

„მე ბაკურიანში პატარა საოჯახო სასტუმროს მფლობელი ვარ და, გარდა ამისა, მინდოდა მქონოდა ჩემი კერძები, რაც ავთენტური იქნებოდა. ამიტომ დავიწყე რეცეპტების მოძიება. თუმცა გეტყვით, რომ სახლში, ოჯახში აღმომაჩნდა მარგალიტი, რითაც სამცხე-ჯავახეთში გამართულ გემო ფესტზე წარვდექი. ეს არის ბებოსეული რეცეპტით მომზადებული ტოლმა. ბებომ მიაგნო ისეთ უნიკალურ გემოს, რომელიც ჩემს ტოლმას უკვე უნიკალურს ქმნის. არსად არ დამიგემოვნებია ასეთი გემოს ტოლმა. აქამდე არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ ასე თამამად წარმედგინა ჩემი კერძები. გემო ფესტზე წარვადგინე ის კერძი, რომელიც მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგია.

გემო ფესტში მონაწილეობით ჩემი მიზანი იყო, რომ ნამდვილად კარგი რეცეპტი მქონდა და ამიერიდან ჩემს სტუმრებს უკვე თამამად ვეტყვი, რომ „იცით რა? ეს რეცეპტი უკვე წარდგენილი მქონდა გემო ფესტზე.“ გემო ფესტი უკვე მაღალი დონეა. ძალიან ვნანობ, რომ უფრო მეტი ულუფა არ მქონდა წამოღებული, იმიტომ რომ აქტიურად მოდიან, სინჯავენ და შემდგომ უკვე მეგობრებიც მოჰყავთ. რატომღაც ძალიან აქტუალურია საოჯახო, სახლური გემოები.

გემო ფესტმა და მისმა გუნდმა მართლა მომცა იმის შესაძლებლობა და დამარწმუნეს, რომ მე შემეძლო ამის გაკეთება და მართლაც შევძელი,“ – ამბობს თედორე სამსონიძე.

თედორე სამსონიძე, რომელიც ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ქოზი ინის“ მფლობელია, სამომავლოდ საკუთარი გასტრონომიული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისთვის ამ მიმართულებით განვითარებასაც გეგმავს. თუმცა მანამდე ოჯახმა სასტუმროს გაფართოება შეძლო.

„ჩვენთვის ყველა სტუმარი არის ბედნიერება, რადგანაც თითოეული სტუმარი ჩვენთვის არის შემოსავალი. აქტიურად გვყავს ქართველი და ასევე უცხოელი სტუმრები. თავიდან გვქონდა 2 აპარტამენტი და შევძელით, რომ ავაშენეთ დამატებითი აპარტამენტები – გავფართოვდით. ნამდვილად არ გვაქვს სტაგნაცია და უკუსვლა. ჩვენც ძალიან ბევრს ვცდილობთ.

სტუმრებს განთავსების გარდა ვთავაზობთ სხვადასხვა ტურებს ქვეყნის შიგნით. ჩემი მიზანია, უცხოელ სტუმარს გავაცნო საქართველო და მისი გასტრონომია,“ – ამბობს თედორე სამსონიძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალციხური ყველის გზა თბილისის პრემიუმ სასტუმროებამდე - კომპანია „ელია“ წარმოების გაფართოებას გეგმავს

09.09.2025.16:00

სამცხე-ჯავახეთში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ელია•Elia, რომელიც ახალციხეში საკუთარ ფერმასა და ყველის საწარმოს ფლობს. „ელიამ“ „გემო ფესტზე“ სამი პროდუქტი წარმოადგინა: ქადა სენდვიჩი ტენილი ყველით, სალათი ტენილი ყველით, ქადა სენდვიჩი გამომშრალი ხორცით.

როგორც „ელიას“ მფლობელი ილია ინასარიძე განმარტავს, „გემო ფესტმა“ საკმაოდ კარგად ჩაიარა და გაყიდვებითაც კმაყოფილია. 

„კარგი აქტიურობა იყო და მოლოდინმაც გაამართლა. ზოგადად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ჩვენს ცნობადობას ძალიან ზრდის,“ — აცხადებს ილია ინასარიძე.

სამომავლოდ „ელია“ საკუთარი სამზარეულოს მიმართულების განვითარებას აპირებს. გეგმებშია სასტუმროს მშენებლობაც, თუმცა მანამდე „ელია“ ყველის წარმოების გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობს. 

„ჩვენი საწარმო 4 წელია ბაზარზეა და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. მანამდე იყო ოჯახური წარმოება. საწარმოში ძირითადად ტენილ ყველს ვამზადებთ, რაც ჩვენი ოჯახის ცოდნიდან გამომდინარეობს. ტენილი ყველი არის მესხური ყველი და ის ძალიან გემრიელია. ტენილი ყველი ყველას მოსწონს, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სასტუმროს ქსელები. გეტყვით, რომ ჩვენი ტენილი ყველი წარმოდგენილია ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიც არის „ბილტმორი“, „პარაგრაფი“, ასევე ვართ „გიუანში“ და ასე შემდეგ. 

წლიდან წლამდე გაყიდვების მინიმუმ 20%-იანი ზრდა გვაქვს. ცნობადობის გაზრდასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც და წარმოებაც. 

„ელიას“ მფლობელობაში არის ფერმაც და გვყავს ადგილობრივი ჯიშის ძროხები. რძის დიდი წარმოებით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ ხარისხიან რძეს იძლევიან. დაავადებებზე მეტად გამძლე ჯიშებია და ტენილ ყველსაც სჭირდება ადგილობრივი ჯიშის ძროხებისგან მიღებული რძე, რომ ის გემოვნური თვისებები ჰქონდეს, რაც რეალურად „ელიას“ მიერ წარმოებულ ყველს აქვს,“ — განმარტავს ილია ინასარიძე. 

სამომავლოდ „ელია“ ტენილი ყველით სუპერმარკეტებში შესვლასაც განიხილავს. 

„ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ჩვენი ყველი სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ, თუმცა ამისათვის წარმოება უნდა გავზარდო. დღეს, რასაც ვაწარმოებ, მისი მომხმარებელი გვყავს. გაფართოების მიმართულებით ჯერ მიწოდების ქსელია ასაწყობი, ასევე რძის წარმოების მოცულობებია გასაზრდელი,“ — აცხადებს „ელიას“ მფლობელი. 

„ელიას“ საწარმო ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს და წარმოების საწყის ეტაპზე მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც ისარგებლა, ხოლო შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორთან გააგრძელა თანამშრომლობა და კომპანიამ „ფАО“-დანაც მიიღო გარკვეული დახმარება. 

დღეისათვის „ელიას“ საწარმო მხოლოდ 30%-ითაა დატვირთული.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა