მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

„გემო ფესტი“ მცირე მეწარმისთვის განვითარების არაჩვეულებრივი საშუალებაა - „სამზეურა“

news image

„გემო ფესტი“ მცირე მეწარმეებისთვის განვითარების ძლიერი პლატფორმაა, - აცხადებს სამზეურა/Samzeura  დამფუძნებელი მარინა ჩიხლაძე.

გურიაში ჩატარებულმა „გემო ფესტმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონში ტურიზმისა და კულინარიის განვითარებისთვის ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა გადამწყვეტია. ფესტივალში მონაწილე ტურისტული ობიექტის, „სამზეურას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები მცირე მეწარმეების განვითარებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

„გემო ფესტი“ ჩემნაირი მცირე მეწარმისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. საოცარი შესაძლებლობაა განვითარებისთვის. ჩვენ იმდენს ვშრომობთ, რომ ამ შრომის შესაბამის ანაზღაურებას იშვიათად ვიღებთ. შაბათ-კვირის ხარჯზე სამმაგი და ოთხმაგი შემოსავალი მივიღე – დიდებული შედეგი იყო,“ – აცხადებს ჩიხლაძე.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი გასტრონომიის, ისე მცირე ტურისტული ობიექტების ცნობადობის ზრდას.

„სასურველია, რომ მსგავსი ფესტივალები უფრო ხშირად გაიმართოს. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა ამ პლატფორმასთან, მით მეტი განვითარდება რეგიონში მცირე ბიზნესი,“ – აღნიშნავს ის.
„სამზეურა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანიეთში მდებარეობს და ტრადიციულ გურულ სტუმარ-მასპინძლობას სთავაზობს დამთვალიერებლებს. ობიექტზე ფუნქციონირებს მინი-მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს მასტერ-კლასები უტარდებათ, ხოლო დღის ბოლოს გურული კერძებით უმასპინძლდებიან.

„ჯერჯერობით ღამისთევის სერვისი არ გვაქვს, თუმცა ვგეგმავთ ამ მიმართულების დამატებას. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სულ სამი წელია ვართ, ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა ხშირად აღემატება იმ ობიექტებს, რომლებიც 10-15 წელია ფუნქციონირებენ. ამაში ხელს გვიწყობს როგორც მდებარეობა (ბათუმი-ქობულეთის გზატკეცილთან სიახლოვე), ისე პირადი კონტაქტები და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა,“ – ამბობს „სამზეურას“ დამფუძნებელი.

მისი მონაცემებით, 2025 წელი ტურისტული თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა.

„მიმდინარე წლის 7 თვეში ტურისტების მოთხოვნა თითქმის სამჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. სტუმრები აქტიურად გვყავს ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან. თოვლიან თვეებშიც კი სტუმრებს ვმასპინძლობდით“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი. 
ჩიხლაძის თქმით, „გემო ფესტი“ მნიშვნელოვანი ბიძგია მიკრობიზნესებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც საქმეს გულით აკეთებს.

„მაქსიმუმის ჩადებაა საჭირო. საქმე გამოგივა, როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ. უბრალოდ, ადამიანებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ – და სწორედ ამას აკეთებს ეს ფესტივალი,“ – აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

27.08.2025.10:39

საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

პროგრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ  ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. 

პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:

  • სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავებულ 3 კურსს businesscourse.ge-ზე გაივლიან და სერტიფიკატებს მიიღებენ;
  • დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო შეხვედრაზე მუდმივი წვდომა ექნებათ;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას მიიღებენ;
  • ისარგებლებენ გრანტის მიღების შესაძლებლობით და პრაქტიკული მხარდაჭერით (ქოუჩინგით) მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზე;
  • შეიძენენ ახალ პროფესიულ კონტაქტებს და მიიღებენ გამოცდილებას სხვა მეწარმეებისგან;

„საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა