„გეფერინი“ კანადის ბაზარზე შედის
ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „გეფერინი“ ჩინეთის შემდეგ კანადის ბაზარზე გასავლელად ემზადება.
„ერთი კონტრაქტი უკვე დასრულდა და მალე პროდუქციის პირველი პარტიაც გაიგზავნება. „გეფერინის“ ბრენდით პროდუქცია კანადის ბაზარზე გამოჩნდება. კანადაში, ჩინეთის მსგავსად 6 თვის განმავლობაში სატესტო გაყიდვები განხორციელდება. ამ ბაზარზე მომხმარებლის ქცევას შევისწავლით და გვეცოდინება, კონკრეტულად რომელ პროდუქტზე გაჩნდება მოთხოვნა და შესაბამისად კანადურ მხარესთან პროდუქციის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდება“, - ამბობს Business Insider Georgia-თან „გეფერინის“ თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე.
მანამდე, ქართული ბრენდი ჩინეთის ბაზარზე Tmall-ის პლატფორმის დახმარებით შევიდა.
ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.
სხვა სიახლეები
16.09.2025.16:00
Roamingo • როუმინგო, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე იაფი, სწრაფი და ხარისხიანი eSIM ინტერნეტის მიმწოდებელი, თანდათან ფართოვდება და სერვისების ჩამონათვალს ზრდის.
როგორც Business Insider Georgia-ს Roamingo-ში განუცხადეს, კომპანიამ დაიწყო ახალი კამპანია Roamingo for Startups, რომლის მიზანიც სტარტაპერების მხარდაჭერაა.
„Roamingo ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერას, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ. Roamingo for Startups - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ბიზნესმოგზაურობებისთვის დამფუძნებლებს უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირით,“ - განმარტავენ Roamingo-ში.
„ფრენები, შეხვედრები, ზარები, სპონტანური ფიჩები, side event-ები - ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ინტერნეტი არ უნდა იყოს კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტარტაპერს ენერგიის დახარჯვა მოუწევს,“ - აცხადებს Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.
Roamingo-სთვის ეს კამპანია უბრალო შეთავაზებაზე გაცილებით მეტია, ის ეფუძნება პირად გამოცდილებებს.
„როცა ჩვენ ვიწყებდით, მხარი დაგვიჭირა სტარტაპ ეკოსისტემამ, ასევე ბრენდებმა, რომლებიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან — მაგალითად: Visa, Bank of Georgia, TBC, Aldagi და ბევრი სხვა.
ახლა ჩვენი ჯერია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც თავიანთი იდეებით საზღვრებს სცდებიან და სჯერათ, რომ გლობალურ სცენაზე საქართველო შეუძლიათ წარადგინონ,“ — ამბობს ომარ ხოფერია.
როგორ ჩაერთო კამპანიაში?
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/y1x1jcr65bhRxnuJ7
ფორმის შევსების შემდეგ, დამფუძნებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საერთაშორისო საქმიანი მოგზაურობის დროს.