Geely Coolray-ს გლობალური გაყიდვების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა - Geely Coolray მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული არჩევანი გახდა. ავტომობილის გაყიდვებმა მსოფლიო ბაზარზე უკვე მილიონს გადააჭარბა. Geely Coolray, ბრენდის მოდელი, რომელიც ყველაზე დიდი საექსპორტო მაჩვენებლებითა და სამომხმარებლო ბაზრით გამოირჩევა, პირველად 2018 წელს წარადგინეს და მას შემდეგ 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
Coolray-მ მომხმარებელთა აღიარება დინამიკური სიმძლავრის განსაკუთრებული მახასიათებლების, ახალგაზრდული დიზაინისა და ინტელექტუალური ფუნქციებით მოიპოვა. სწორედ მსგავსი თვისებებით შეძლო Coolray-მ, საკუთარი მომხმარებლისთვის მგზავრობის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა. აღსანიშნავია, რომ მოდელმა სუბკომპაქტური კროსოვერის სეგმენტში სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა და საავტომობილო ბაზარზე მტკიცედ დამკვიდრდა.
Coolray-ს წარმატება სუბკომპაქტური კროსოვერის გლობალურ ბაზარზე
Coolray-ს პრეზენტაცია Binyue-ს (Binyue ქულრეის სახელია ჩინურ ბაზარზე) სახით 7 წლის წინათ ჩინეთში შედგა. გაყიდვების რაოდენობამ სულ რაღაც 9 თვეში 100 000 ერთეულს მიაღწია. 2019 წლისთვის მოდელი საერთაშორისო ბაზარზეც წარდგა და მყარი პოზიციები მალევე დაიკავა ფილიპინებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. 2023 წელს Coolray-ს გაყიდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.
აფრიკის ბაზარზე მოდელი 2024 წლის მარტში გამოჩნდა და სულ რაღაც ერთი წელში პირველი ადგილი დაიკავა ალჟირის ყველა ბრენდს შორის. მე-3 ადგილზე გავიდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც, 2023 წელთან შედარებით, გაყიდვების რიცხვი 80.1%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, სტაბილური ზრდა გამოკვეთა ომანსა და ბაჰრეინში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, პანამაში კი ყველა ბრენდს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels
03.11.2025.18:00
კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.
„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი.
კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.
„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი.
„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.