Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
Geely Center Tegeta-სთან პარტნიორობით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი განახლდა. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიას Geely-ს საავტომობილო ხაზის 11 ახალი ელექტრომობილი - Geely Geome გადაეცა, რაც თანამედროვე, ეკოლოგიური და ხარჯეფექტიანი სატრანსპორტო სერვისის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ფასი, ხარისხი და სანდოობა - ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა Geely Center Tegeta-ს ტენდერში გამარჯვება. კომპანიას ელექტრომობილები Geely Center Tegeta-ს შოურუმში გადაეცა.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Geely-ს ფასისა და მახასიათებლების იდეალური სინთეზი გამოარჩევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ოფიციალური გარანტია და წარმომადგენლობა, რომელიც ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მაღალი ხარისხის სერვისის მიღებას უზრუნველყოფს. ჩვენს კორპორაციულ პარტნიორებსა და არამარტო მათ, ვთავაზობთ გარანტიას, რომელიც მოიცავს ბატარეებზე - 8 წლიან, ავტომობილზე კი 5-წლიან მომსახურებას.
ასევე, მინდა აღვნიშნო Geely Center Tegeta-ს სერვისის მენეჯერების კვალიფიკაცია. ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სწავლებას ჩინეთში სისტემატურად გადიან. ეს პროცესი არის უწყვეტი და განსაკუთრებით პრიორიტეტული კომპანიისთვის“.
Geely Geome ახალი თაობის ელექტრომობილია, რომელიც Geely-ს მოდელებს შორის ეკონომიურობით გამოირჩევა და გაყიდვების მაჩვენებლით ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრის ლიდერია. ეს მოდელი სრული დამუხტვით 410 კილომეტრამდე სავალ მანძილს ფარავს. მნიშვნელოვანია ავტომობილის ხარჯეფექტიანობაც - სტატისტიკური მონაცემებით, 160 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ჰიბრიდთან შედარებით, 40 ათას ლარზე მეტი დანაზოგი აქვს.
თბილისის სატრანსპორტო ქსელის ამ კომფორტული, მოქნილი და ენერგოეფექტური მოდელებით აღჭურვა არა მხოლოდ საწვავის ხარჯების შემცირებას, არამედ გარემოზე და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვას ნიშნავს.
ლაშა გელაშვილი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი:„11 ერთეული ელექტრომობილის შესყიდვა მდგრადი მიზნების, ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადავწყვიტეთ. ჩვენ ვემსახურებით მგზავრებს და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველვყოფთ, მეტროს, ავტობუსისა და საბაგიროს გზით. ამ სერვისების მიწოდებისათვის კომპანიის თანამშრომლებს კომფორტული და ეფექტური გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა პროცესისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოცხადდა ტენდერი, სადაც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციით Geely Center Tegeta-მ გაიმარჯვა. ავტოპარკის ელექტრიფიცირება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.
Geely Center Tegeta საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ავტომობილებს, მათ შორის როგორც ელექტრო, ისე შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებს, ასევე გარანტიას, გაყიდვების შემდგომ სრულყოფილ მომსახურებასა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სერვისცენტრს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:00
Dialog Kokhta ბაკურიანში მდებარე სასტუმროა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორს მირანდა კარას ესაუბრა.
“სასტუმრო Dialog Kokhta დაარსდა 2020 წელს და მდებარეობს ბაკურიანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და კომფორტულ ლოკაციაზე კოხტას სასრიალო ტრასიდან, 300 მეტრის დაშორებით. რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ზამთრის ტურიზმისთვის.
სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 134 აპარტამენტს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს - სტანდარტული, პრემიუმ და საოჯახო ოთახებით. თითოეული ნომერი აღჭურვილია სრულფასოვანი სამზარეულოთი, სარეცხის მანქანით, გაზქურით, მაცივრითა და სხვა საჭირო ტექნიკით, რაც ვიზიტორების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
„დიალოგი კოხტაში“ დამსვენებლებს ასევე დახვდებათ რესტორანი "მარილი", სადაც წარმოდგენილია ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს უნიკალური სინთეზი. საბავშვო სივრცე და გასართობი ოთახი, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ოჯახებისთვის. სასტუმროს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა მიმზიდველია, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული და ტურისტული ჯგუფებისთვის “, - ამბობს მირანდა კარა.
კომპლექსის მიმართ ინტერესი ნებისმიერ სეზონზე სტაბილურად მზარდია.
„სასტუმროს მიმართ მომხმარებელთა დაინტერესება სტაბილურად მზარდი ტენდენციით ვითარდება. როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში სასტუმრო მაღალი დატვირთულობით ოპერირებს. მომხმარებელთა პროფილი კი მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ინტერესია: GCC (არაბული ნახევარკუნძულის) ქვეყნებიდან, CIS ქვეყნების ტურისტების მხრიდან. სეგმენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს უკეთ შევუთავსოთ სერვისები სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს “, - აცხადებს გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი.
სასტუმროს სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი კი ადგილმდებარეობაა.
„დიალოგი კოხტას" კონკურენტული უპირატესობებია:
საუკეთესო ადგილმდებარეობა- სასტუმრო განთავსებულია ბაკურიანის ცენტრში, კოხტას სასრიალო ტრასიდან 300 მეტრში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის სათხილამურო სპორტის მოყვარულებს;
სრულად აღჭურვილი აპარტამენტები, მრავალფეროვანი ნომრის კატეგორიები, კი უზრუნველყოფს ფართო არჩევანს ნებისმიერი ბიუჯეტისა და საჭიროების მომხმარებლისთვის;
24/7 მხარდაჭერა, რაც ქმნის უსაფრთხო და ყურადღებიან გარემოს სტუმრებისთვის; მაღალი ხარისხის კვება, რომელსაც უზრუნველყოფს რესტორანი "მარილი" “, - განმარტავს მირანდა კარა.
Dialog Kokhta სამომავლოდ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს.
„დიალოგი კოხტას" ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია გაფართოება და სერვისების დივერსიფიკაციაა. კომპანია მუშაობს დამატებითი შესაძლებლობების დანერგვაზე, რათა მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებელთა მზარდ და ცვალებად მოთხოვნებს.
სამომავლო გეგმებში შედის, ახალი სერვისების დანერგვა, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს, პარტნიორობის განვითარება ტურისტულ სააგენტოებთან და საერთაშორისო პლატფორმებთან.
სტუმართმასპინძლობის განსაკუთრებული ხედვით, და მაღალი ხარისხის სერვისით, ჩვენს სტუმრებს საუკეთესო შთაბეჭდილებების შექმნას ვპირდებით “, - აღნიშნავს გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი.
ცნობისთვის, სასტუმრო ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს.