მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

GCCA-იმ ინდუსტრიული მშენებლობის სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მაგისტრალური წყალგაყვანილობის სისტემების მშენებლობის სექტორში, /პ დავით ბეგოიძის მიერ შპსკომფორტმშენის" 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

 

ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მაგისტრალური წყალსადენების მშენებლობის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 180-მდე ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა  460 885 077.42 ლარი. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი გაუტოლდა 345.75 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ვინაიდან დავით ბეგოიძის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური აგენტი - შპსქსელმშენი" კონცენტრაციის განხორციელებამდე მაგისტრალური წყალსადენების მშენებლობის ბაზარზე არ მოქმედებდა, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად კონცენტრაციის (HHI) ინდექსის ცვლილებას ადგილი არ ექნება.

 

შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარის საბაზრო წილის გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

 

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

 

2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თანხმობა გასცა 6 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი აგრობიზნესისთვის - მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

28.04.2025.16:24

სამი წლის წინ, როცა წნორში  ხორბლის ყანას ჭია გაუჩნდა, ფერმერმა  ვასილ მირიანაშვილმა აღმოაჩინა, რომ ტრაქტორით შეწამვლისას ხარჯი  დიდი იყო და თავთავის მოსავლის 5 % -ს აზიანებდა. პროფესიით აგრონომმა ეფექტური გამოსავალი იპოვა და  ეს საქმე დრონებს მიანდო. გადაწყვეტილებამ გაამართლადრონებმა 80 ჰექტარზე გაშენებული თავთავი ორ დღეში შეწამლესრაც მთავარია - უდანაკარგოდ

 

ძმებ მირიანაშვილებს მიწა ანდერძით არ მიუღიათ, 1998 წელს შეიძინეს და საოჯახო ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარეს. ახლა, ამ ფართობზე სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, ქერი და მზესუმზირა მოჰყავთ.

 

აღმოჩნდა,რომ  ნიადაგი და ადამიანი ერთმანეთს ჰგავს- ერთფეროვნება და სიახლეების მიუღებლობა ორივეს თანაბრად ფიტავს

 

მცენარეთა მონაცვლეობა აუცილებელია. მაგალითად, მუდმივად ხორბალს ვერ დათეს, ნიადაგს ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანმემარცვლეობაში თესლთბრუნვა და ახალი ჯიშების შემოტანა აუცილებელიაწელს ფრანგული ჯიშის ხორბალი დავთესე, რომელიც   დაავადების მიმართ გამძლეა და ცხობისთვისაა იდეალური.“- გვიხსნის ვასილ მირიანაშვილი.

 

წლებს გამოცდილება თავისით არ მოაქვს. ძმებს ბიზნესში ფუნქციები გაყოფილი არ აქვთ, თუმცა ორივე მუდმივად ყანაში, ან მის ირგვლივ ტრიალებს. აკვირდებიან პროცესებს, ყველა ახალი პრეპარატის ბაზარზე გამოჩენისას სიღრმისეულად იკვლევენ, იძიებენ ინფორმაციას ან კონსულტაციას სხვა სპეციალისტებთან გადიან. მართალიასაკუთარი ხორბლით პურს არ აცხობენ, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც შეუძლიათ  ხარისხის ამოცნობა

 

ივლისში როგორც კი მოსავალს აიღებ, ნიადაგი მაშინვე უნდა  დაამუშავო, რომ სარეველა არ განვითარდეს. შემდეგ გვალვის რისკია, რის დროსაც მიწა გასკდება და ფენას დავკარგავთ. მემარცვლეობა მთელი წლის განმავლობაში მოითხოვს ყურადღებას“-ამბობს ფერმერი.

 

კახეთში ხორბლის მოყვანას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ალაზნის ველის ტერიტორია, სადაც წნორიც მდებარეობს, ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა და იდეალურია მარცლეულის მოსაყვანად. “კარგ შედეგად ერთ ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავლის მიღება ითვლება. ყოფილა შემთხვევა 7 ტონაც აგვიღია. თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ  საქართველოში გვექნება საშუალება რომ მოთხოვნის 45 % დავაკმაყოფილოთ”- განმარტავს მირიანაშვილი.

 

თუმცა, სიზუსტე წარმატების ფორმულისთვის ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ცოდნას, გამოცდილებას, მცენარეებისადმი ზრუნვას და სწორ გადაწყვეტილებებს ამ ბიზნესში ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იღბალი- ( ამ შემთხვევაშიამინდიემატება).

 

ვენახისგან განსხვავებით, პურის ყანას უამინდობისგან ვერაფრით დააზღვევ. მსგავსი ტექნოლოგიები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ასეთ დროს, კი ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი სანდო ფინანსური ინსტიტუტია. წლებია მარიანაშვილები თიბისის იაფი აგროსესხით სარგებლობენ.

 

ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც  ყანა დაისეტყვა და მოსავლის მხოლოდ 30 % ამიღია. აქ ბუნებრივია, მოგებაზე საუბარი არ ყოფილა. ნდობა არის ის, რაც მეწარმეს და ბანკს უნდა აკავშირებდეს. თიბისის ასეთ დროსაც გაუგრძელებია ჩემთან თანამშრომლობა, იმიტომ  რომ მენდობა მეც და ჩემს საქმესაც. ეს ურთიერთობა უკვე წლებია გრძელდება, რაც სიმშვიდის, პარალელურად კი განვითარების საშუალებას მაძლევს“-ამბობს ფერმერი

 

განვითარების გეგმებში კი  სამაცივრე მეურნეობა და ახალი ფართობის ათვისებაა, სადაც სურთ მრავალწლიანი ნარგავები გააშენონ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა