მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

გაზრდილია მოთხოვნა ევროპელი დამსვენებლების მხრიდან - Vineyard Hotel & Winery

news image

Vineyard Hotel & Winery ეს არის მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო-მარანი, რომელიც კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს. სასტუმრო ფუნქციონირებს 2018 წლიდან და გამოირჩევა ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული გარემოთი, რაც სტუმრებს სიმშვიდესა და კომფორტს სთავაზობს. სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის მენეჯერს თათა ღარიბაშვილს ესაუბრა

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2018 წლიდან. სასტუმრო შედგება 11 ნომრისგან და ჯამში 31 პერსონის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. პერიოდულად ვფართოვდებით. დავამატეთ როგორც ღია აუზი, ასევე დახურული აუზი. წელს ასევე გავაფართოვეთ ეზო, მოვაწყვეთ საბავშვო სივრცე. ეზოში ასევე გვაქვს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მაგალითად ბილიარდი

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მეშვიდე წელია რაც ვფუნქციონრებთ და უკვე გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც 4-5 სეზონია აქტიურად გვსტუმრობენ. ბოლო სამი წელია სტაბილურად ერთნაირი მოთხოვნაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წელს გაცილებით მეტი ევროპელი სტუმარი გვყავს, ვიდრე ადრე

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

თითქმის ყოველ წელს განახლებული სივრცით ვხვდებით ჩვენს სტუმრებს. წელსაც რამდენიმე სივრცე დავამატეთ. ამასთანავე, გვაქვს ჩვენი რესტორანი და გამოვირჩევით ოჯახური გარემოთი. მომავალი წლის გეგმაში შედის საკუთარი სათბურების გაკეთება და ბიო პროდუქტებზე გადასვლა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალი წლიდან საკუთარი ბიო პროდუქტებით ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრები განსაკუთრებით გამოარჩევენ მომსახურების მაღალ დონეს, სისუფთავესა და კომფორტს. Booking.com-ზე საშუალო შეფასება შეადგენს 9.1 ქულას, რაც მიუთითებს სტუმრების კმაყოფილებაზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა