მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა - Guest House Ardoti

news image

საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti გაფართოვდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან არდოტელმა, განუცხადა.

ახალ სეზონს სიახლეებით ვხვდებით. დავასრულეთ ორი კოტეჯის მშენებლობა და დამატებითი დასასვენებელი ადგილები გვაქვს. ვგეგმავდით საცხენოსნო ტურების დამატებას და უკვე შეგვიძლია მომხმარებლებს ეს სერვისი შევთავაზოთ,“ – ამბობს ლევან არდოტელი.

წინა წელთან შედარებით, ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ზაფხულის სეზონი დატვირთული იქნება.

არსებული ჯავშნების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხული საკმაოდ აქტიური იქნება. ტენდენცია შეიცვალათუ წინა წელს ჯავშნები ძირითადადბუქინგისმეშვეობით ხორციელდებოდა, ახლა ისინი უმეტესად კერძო გიდებისა და სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით ხორციელდება. მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია,“ – აღნიშნავს არდოტელი.

კომპანია სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავს და არ გამორიცხავს აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართვას.

სამომავლოდ ვგეგმავთ ველო და კვადრო ტურების დამატებას. ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ვეწევით მესაქონლეობას, გვყავს ფუტკარი და მოგვყავს ბოსტნეული. ვფიქრობთ, რომ უცხოელი დამსვენებლებისთვის ადგილობრივ საქმიანობაში ჩართვა საინტერესო იქნება. გვსურს ამ მიმართულების დახვეწა და განვითარება,“ – აცხადებს ლევან არდოტელი.

ცნობისთვის, სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში

06.06.2025.18:01

SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება. 

 

Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.

 

ამასთან, ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა