გაზრდილი სიხშირეები ჩინეთიდან და აშშ-დან - Inex Group-ის კონკურენტული უპირატესობა იზრდება
მზარდი მოთხოვნის ფონზე Inex Group-ი აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის სიხშირეების რაოდენობას ზრდის. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საჰაერო ტრანსპორტირება ჩინეთიდან უკვე კვირაში 3 რეისით მოხდება. ჩინეთიდან საქართველოში ამანათები საჰაერო გზით გამოიგზავნება რეგულარულად ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს
საჰაერო რეისების ზრდის პარალელურად კომპანიამ გაზარდა სახმელეთო რეისების რაოდენობაც.
„დაგვემატა რეგულარული, ყოველკვირეული, სახმელეთო რეისები ჩინეთიდან. ტრანსპორტირების ტარიფი: 1 კგ — 5$. მიწოდება, დამატებითი გადასახადის გარეშე, საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში“, - აცხადებენ Inex Group-ში.
კომპანიამ ასევე გაზარდა რეისების რაოდენობა აშშ-დან და ის უკვე ყოველდღიურად ხორციელდება.
„ყოველდღიური რეისები ამერიკიდან! მხოლოდ ჩვენთან, ნებისმიერი ამანათი ამერიკიდან მხოლოდ რეალური წონით. გამოიწერეთ სასურველი ნივთები და მიიღეთ ამანათები მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დამატებითი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Inex Group-ში სიახლეა ისიც უკონტაქტო გატანის ბოქსები დაემატა.
სწრაფი, მარტივი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად - Inex-ის სერვისებს უკონტაქტო გატანის ბოქსი დაემატა. მიიღეთ ამანათები ოპერატორთან კონტაქტის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე პირდაპირ ბოქსიდან“, - აცხადებენ Inex Group-ში.
გადამზიდავი კომპანია Inex Group-ი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან.
Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).
Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
Inex Group-ის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით.
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.