გასულ წელთან შედარებით გაყიდვები გავახუთმაგეთ - "ედენა"
ედენა სოციალური საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაარსდა ონში. კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ლილი მაისურაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ედენა სოციალური საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაარსდა ონში. მისი დაარსება მოხდა მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობით, რომელიც რეგიონებში ტრადიციული რეწვის მიმართულებების შენარჩუნებას და რეწვის ოსტატების მხარდაჭერას გულისხმობდა.
კომპანიის ისტორია 10 წელს ითვლის. საქმიანობა მცირე წარმოებით დავიწყეთ, ვქმნიდით თექის ნამუშევრებს სხვადასხვა თემაზე, ვიყავით ნაქირავებ პატარა ოთახში 6 ოსტატი და წლების გამოცდილებამ და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობამ მოგვიტანა განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები. ახლა უკვე ვქმნით 5 სხვადასხვა ტექნოლოგიის სუვენირებს და სასაჩუქრე ნივთებს, არამხოლოდ რაჭულ თემებზე, არამედ ზოგადად ქართულზე. მომხმარებლებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ ხელნაკეთ ნივთებს და საჩუქრებს , მათ შორის: დეკორატიულ პანოებს, ღვინის აქსესუარებს, სამოსის ნაწილს, ჩანთებს, სამკაულებს, ტურუსტულ სუვენირებს, აბრეშუმის, თექის შარფებს და ასევე ვთავაზობთ ვორკშოპებს ტურისტულ ჯგუფებს ჩვენს სივრცეში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
როცა ჩვენ წარმოება დავიწყეთ ნაკლები მოთხოვნა და ცნობადობა იყო ჩვენს ნამუშევრებზე, რადგან რაიონიც საკმაოდ არააქტიური იყო ტურისტულად და ჩვენი შესაძლებლობებიც განსავითარებელი იყო მეწარმეობის მიმართულებით. თუმცა სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობამ და მხარდამჭერთა, დონორთა და გულშემატკივართა ქსელის გაფართოებამ გაზარდა ჩვენი ცნობადობაც, გამოცდილებაც და მოთხოვნაც ჩვენს პროდუქტზე.
ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც დონორულმა პროექტებმა ბევრი მეწარმე გააჩინა ბაზარზე, აიწია ქართულ წარმოებაზე მოთხოვნამაც, რაც მოიტანა საერთო სამეწარმეო გამოფენებმა, ტრენინგებმა, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაორგანიზებულმა კამპანიებმა, რომლებიც მოუწოდებდნენ მომხმარებელს შეეძინათ ქართული.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებლებმა თავისთავად გამოიწვია კონკურენციის გაზრდაც, ეს განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩვენთვის, როგორც რეგიონში მოღვაწე სახელოსნოსთვის, რომლისთვისაც სიშორე მასალებთან, გამოფენებთან, სამეწარმეო ბაზრობებთან საკმაოდ მძიმე საკითხი იყო. თუმცა გამოწვევა მივიღეთ, პრობლემები შესაძლებლობებად ვაქციეთ და გავხდით ძლიერი და უკონკურენტო მწარმოებლები ჩვენს რეგიონში. ასევე აქცენტი გავაკეთეთ ონლაინ გაყიდვებზე, მოვიძიეთ პარტნიორები რამდენიმე ქალაქში : ქუთასიში, თბილისში, სიღნაღში, მესტიაში და ნიუ-იორკში. ასე გავაჩინეთ ქსელი, რომელსაც დღემდე ვემუშავებით აქტიურად. გარდა ამისა, ცნობადობის გასაზრდელად მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე პროექტსა და კონკურსში, ასე გავხდით „თიბისის 2022 წლის ბიზნესდაჯილდოების“, სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის დაჯილდოების“ მელიორა 2022-ის“ გამარჯვებულები და წლის სოციალური საწარმო 2023-ის ფინალისტები. თითოეულ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მოგვემატა გულშემატკივრები, მომხმარებლები, დავდექით მყარად ბაზარზე და კვლავ წინ მივიწევთ განვითარების გზაზე.
ჩვენ ერთი უბრალო ბიზნესი ვაქციეთ წარმატებულ, სოციალურ საწარმოდ, რომლიც მიჰყვება თავისი წესდებით განსაზღვრულ კონცეფციას და დღემდე ვართ რეგიონში მცირე ბიზნესის წარმატების მაგალითი. ყველზე მთავარი, რაც მზარდ კონკურენციაში ჩვენი წარმატების საფუძველია, არის ის, რომ გვაქვს საკუთარი სივრცე, საკუთარი მაღაზია ონში, გვყავს საკუთარი ტრანსპორტი, რომლითაც გადავაადგილდებით გამოფენებსა და ეთნო-ტურებზე და გვყავს კარგად გადამზადებული გუნდი -„ედენას ელფები“ , როგორც შეგვარქვეს მომხმარებლებმა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, განვითარების გეგმა მუდამ მზად გვაქვს ყოველი ახალი წლისთვის, ახალი სეზონისთვის. ონლაინ გაყიდვების გაძლიერებით 2024 წლის ნოემბრიდან გავახუთმაგეთ გაყიდვები. ზამთრის და გაზაფხულის თვეებიც გვქონდა ისეთივე დატვირთული, როგორც ზაფხულის. გავზარდეთ გამომწერები ჩვენს გვერდზე, გავედით ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტზე ვისთვისაც ყველაზე მეტი ვიმუშავეთ წინა წელს და წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. გარდა ამისა კვლავ ჩავერთვებით სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში, რადგან ეს განსაკუთრებით გვზრდის და გვმატებს გამოცდილებას. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ გავძლიერდეთ იმ ჯგუფებში, რომლებშიც გავწევრიანდით ჩვენს რეგიონში: „ტურიზმის კლასტერი“, LAG და საერთო საქმეში ჩვენი გამოცდილებით შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი, გვერდით დავუდგეთ ადგილობრივ მცირე ბიზნესებს, რომ ერთად ვიზრუნოთ რეგიონის გაძლიერებაზე.
ცნობისთვის, პროდუქცია იწარმოება ადგილობრივად რაჭაში და იგზავნება როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
სხვა სიახლეები
18.09.2025.17:15
მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ.
17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით, შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ.
მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე ობიექტში, ჯამურად მინიმუმ 500 ლარს შეადგენდეს და თანხა საერთაშორისო ობიექტის ვებგვერდზე გადაიხადოთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple pay და Google pay გადახდებზე.
ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, წიგნები, ტექნიკა, თავის მოვლა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი- შეთავაზება თითქმის ყველა კატეგორიასა და ობიექტს მოიცავს. გარდა ისეთი კატეგორიებისა როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური თუ სხვა სახის ოპერაციები.
თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ. საერთაშორისო ონლაინ ობიექტებში დახარჯული თანხა დაანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული კომერციული კურსით ლარში.
თიბისის ყველა ბარათის აღება შესაძლებელია, რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან. გახდი თიბისის მომხმარებელი და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!
საერთაშორისო შოპინგის შეთავაზების დამატებითი პირობების და დეტალების სანახავად, გადადით ბმულზე.